„ერთად დავასრულოთ კომუნიზმი თბილისში!“ - სოსო გალუმაშვილი რესტორანზე „ანდროპოვის ყურები“

access_time2017-12-15 17:05:09

„ერთად გავაცილოთ მოუსავლეთში ანდროპოვი, მისი დრო და მისი ეპოქა! ასე ეხმაურება „ჯეპრას“ ტრანსფორმაციის პროცესის ხელმძღვანელი სოსო გალუმაშვილი თბილისში ვარდების მოედანზე გახსნილ ახალ რესტორანს „ანდროპოვის ყურები“. როგორც სოსო გალუმაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ჩვენ ერთად  უნდა დავასრულოთ კომუნიზმი თბილისში.


„ჩემი კეთილი რჩევა იმ ბიზნესმენს, ვისი პროექტებიც მომწონს დაწყებული სილქნეტიდან, გაგრძელებული რედისონის სასტუმროს ქსელით, წინანდლის ბაღის რეკონსტრუქციით და შესანიშნავი ღვინის ჩამოსხმით და დასრულებული ჰესების მშენებლობით:
არ არის ანდროპოვი იმის ღირსი, რომ მისი სახელით იწოდებოდეს თბილისის ცენტრალურ უბანში განლაგებული შესანიშნავი რესტორანი.


ანდროპოვი ასოცირდება დრომოჭმულობასთან, თვალთვალთან, ტალონებთან, ცარიელ დახლებთან და მაღაზიების რიგებთან, შიმშილთან და ლიმონათის ქორწილებთან, ძალადობასთან და ქართველთმოძულეობასთან. აფხაზური სეპარატიზმის გაძლიერებასთან და ქართველების ჩაგვრასთან, აფხაზი ეროვნების ჩანაწერთან ქართველების პასპორტებში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში, აპარტეიდული რეჟიმის ჩამოყალიბებასთან და ქართველების განდევნის საწყისებთან აფხაზეთიდან, ჩვენი ძირძველი ტერიტორიიდან.


მოხარული ვიქნები, თუ სახელწოდებას შეუცვლით.


ამ შემთხვევაში მზად ვარ, ჩემს მეგობრებთან ერთად, სრულიად უსასყიდლოდ, დაგითმოთ იმდენი დრო, რამდენიც საჭირო იქნება ერთობლივად ახალი სახელწოდების მოსაფიქრებლად.



ან გამოვაცხადოთ კონკურსი და საერთო-სახალხო კონკურსის გამარჯვებულთან ერთად გავაცილოთ მოუსავლეთში ანდროპოვი, მისი დრო და მისი ეპოქა!


ერთად დავასრულოთ კომუნიზმი თბილისში!“,  წერს სოსო გალუმაშვილი.






ძველ იპოდრომთან ესტაკადის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა — პროექტის ღირებულება 2,9 მლნ ლარია

person access_time2018-01-21 10:00:39
თბილისის მერიამ ძველ იპოდრომთან, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 2,9 მილიონი ლარია. დოკუმენტაციის მიხედვით, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობას გულისხმობს. შედეგად, ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩიდან თამარაშვილის მიმართულებით გადაადგილება ესტაკადით იქნება შესაძლებელი. შეფერხების გარეშე განხორციელდება მოძრაობა ყაზბეგის გამზირიდან...

ირაკლი კოვზანაძე: ბურთი დღეს ეროვნული ბანკის მოედანზეა

person access_time2018-01-20 17:00:13
კომერციული ბანკებისგან ე.წ. საბანკო ჰოლდინგების გამიჯვნა საკანონმდებლო დონეზე მოხდა. საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა დაეკისრება, ზედამხედველობა განახორციელოს არა მხოლოდ ცალკე აღებულ საბანკო დაწესებულებაზე, არამედ მთლიანად იმ "ჰოლდინგზე" თუ ფინანსურ ჯგუფზე, რომელთანაც დაკავშირებულია, აფილირებულია ესა თუ ის კომერციული ბანკი, - თემის დეტალებით "საქმიან დილასთან" პარლამენტის...

869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...


მსგავსი სიახლეები