აფხაზებისთვის უსასყიდლოდ მიწოდებულმა დენმა შესაძლოა, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გააძვიროს

აფხაზებისთვის უსასყიდლოდ მიწოდებულმა დენმა შესაძლოა, „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გააძვიროს

access_time2017-12-15 16:30:38

2017 წლის ნოემბერში „ენგურჰესის“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 54,4% აფხაზეთმა წაიღო, 11 თვეში კი 43,9%. სწორედ ეს დაასახელა „ენგურჰესის“ ფინანსურმა დირექტორმა ვალერი კანკიამ ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად. მართალია, დღეს  „ვარდნილჰესების კასკადისა და „ენგურჰესისთვის წარმოების ტარიფის დადგენის გადაწყვეტილება გადაიდო, თუმცა  საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.


დღეს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ საჯარო სხდომაზე „ვარდნილჰესების კასკადის, „ენგურჰესის ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფები განიხილა. როგორც მარეგულირებელი კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა განაცხადა, განხილვა გადაიდო, რადგან ელექტროენერგიის სიმძლავრეების ბალანსთან დაკავშირებით ინფორმაცია არ იყო წარმოდგენილი. ბალანსი წარდგენა ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქცია იყო, თუმცა სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, ვერ მოესწრო და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდევარებაში გადავიდა. გიორგი ფანგანის განცხადებით, ელექტროენერგიის სიმძლავრების ბალანსის დაზუსტება მიმდინარეობს.


„ჩვენი ხარჯებიდან გამომდინარე, „ენგურჰესის ელექტროენერგიის წარმოება რაღაც ერთეულით უნდა გაიზრადოს. თქვენ იცით, რომ „ენგურჰესი“ გამომუშავებული ელექტროენერგიის თითქმის, ნახევარს უსასყიდლოდ აწვდის აფხაზეთს. ამიტომ „ენგურსჰესს“ სჭირდება მუდმივი რებილიტაცია, უკვე 40 წელია ექსპლუატაციაშია და სახსრებია საჭირო, - განაცხადა კანკიამ  განხილვის დაწყებამდე.



აფხაზეთი ელექტროენერგიით „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით მარაგდება. ზამთრის სეზონზე ორივე ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 50%-ზე მეტი აფხაზეთს მიაქვს, ზაფხულში ეს მაჩვენებელი შედარებით მცირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ “ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას აფხაზები მთლიანად უფასოდ იღებენ.


საქართველოს ელექტროენერგიის 2017 წლის ბალანსის მიხედვით, ნოემბერში „ენგურჰესისა“ და „ვარდგილჰესების“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 356,589 მლნ კვტ/სთ იყო, აქედან 194,096 მლნ კვტ/სთ აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნოემბერში აფხაზებმა ამ ორი ჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 54,4% წაიღეს. 2017 წლის იანვარ-ნოემბერში კი აფხაზეთის რეგიონმა 43,9% წაიღო. 


რაც შეეხება მთლიან წელს, 2016-ში აფხაზებმა „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 45,7%, მიიღეს და თანაც უფასოდ. ესკოს მონაცემებით, შარშან ენგურჰესმა და ვარდნილჰესმა მთლიანად 4211 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავეს, საიდანაც აფხაზებმა 1926 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მიიღეს.


როგორც ცნობილია, ენგურჰესი“ ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები 1988 წელს დასრულდა. ენგურჰესის წლიური გამომუშავება 3 მილიარდ კილოვატ საათს აღემატება. 1997 წელს დადებული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს უნდა წაეღო, 60% კი - საქართველოს დანარჩენ რეგიონებს. საქართველოსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობებს შორის კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით ოფიციალური ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს. თუმცა აფხაზებს ყოველთვის 40-50%-ზე მეტი დენი მიაქვთ და თანაც მუდმივად უფასოდ.



„კომერსანტი“



ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა
person access_time2018-04-26 13:01:39
„ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დათანხმდა, რომ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს უხელმძღვანელოს“, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა და პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.   „პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა, -...

ლონდონის ბირჟიდან მიღებული 100 მილიონი დილარი GHG-ში, რომელიც იაშვილის კლინიკის პრობლემებზე არ ასახულა

ლონდონის ბირჟიდან მიღებული 100 მილიონი დილარი GHG-ში, რომელიც იაშვილის კლინიკის პრობლემებზე არ ასახულა
person access_time2018-04-26 11:30:00
ერთი წლის და ორი თვის ნენე მოდებაძის ისტორიამ, კიდევ ერთხელ დააფიქრა საზოგადოება, რა ხდება ქვეყნის მთავარ პედიატრიულ საავადმყოფოში?   საქართველოში ალბათ არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ერთხელ მაინც არ მიუმართავს იაშვილის სახელობის  კლინიკისათვის, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი დაწესებულებაა ბავშვთა ჯანმრთელობაზე და რომელიც არცთუ იშვითად ხდება უკმაყოფილების ობიექტი. ერთი წლის წინ, იაშვილის კლინიკაში ორი...

ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალი 27 აპრილს გაიმართება

ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალი 27 აპრილს გაიმართება
person access_time2018-04-26 10:29:19
2018 წლის 27 აპრილს, საღამოს შვიდის ნახევარზე, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi- ში კომპანია GLOBAL IDEA, The FINANCIAL, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, საქართველო შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის,ევროპის ფონდის,საერთაშორისო პალატის და მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში მხარდაჭერით, ატარებენ რიგით მეცამეტე 2017 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოვების ცერემონიას Golden Brand 2017.   მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის დაჯილდოვების...

ამერიკელმა სენატორებმა უმსხვილესი ბანკებისაგან რუსი ბიზნესმენების ანგარიშების გამჟღავნება მოითხოვეს

ამერიკელმა სენატორებმა  უმსხვილესი ბანკებისაგან  რუსი ბიზნესმენების ანგარიშების გამჟღავნება მოითხოვეს
person access_time2018-04-25 20:00:00
ამერიკელი სენატორენი  მსოფლიოს უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტებს  მოუწოდებენ მათ და პუტინის გარემოცვაში შემავალ უმსხვილეს ბიზნესბემენს შორის არსებული კავშირები გაამჟღავნონ.   25 აპრილს სენატორებმა ჯოან შაინმა და შელდონ უაიტჰაუსმა გააგზავნეს შესაბამისი მიმართვები სამ უმისხვილეს ამერიკულ ბანკში - Bank of America Corp, JPMorgan Chase და Citibank-ში, ასევე რამდენიმე ევროპულში -  Barclays, Deutsche Bank, UBS, HSBC  და Credit...

კომერციულ ბანკებს ჯარიმები გაეზარდათ - დარღვევები რის გამოც ეროვნული ბანკი სანქციებს აამოქმედებს

კომერციულ ბანკებს ჯარიმები გაეზარდათ - დარღვევები რის გამოც ეროვნული ბანკი სანქციებს აამოქმედებს
person access_time2018-04-25 19:00:00
კომერციულ ბანკებს  დარღვევებზე ჯარიმები გაეზარდათ. ეროვნული ბანკის  ვიცე -პრეზიდენტის მურთაზ კიკორიას 24 აპრილის ბრძანებით ცვლილება „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შევიდა. ახალი რედაქციით, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან ეროვნული ბანკის შესაბამის სამართლებრივ აქტზე თანდართული ნებისმიერი პირობის ან შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში, ბანკს განსხვავებული ფულადი სანქია დაეკისრება, რაც დარღვევის სერიოზულობაზე,...


მსგავსი სიახლეები