ჰესებისთვის წარმოების ტარიფის დადგენის გადაწყვეტილება გადაიდო

access_time2017-12-15 15:51:45

"ვარდნილჰესების კასკადისა" და "ენგურჰესისთვის" წარმოების ტარიფის დადგენის გადაწყვეტილება გადაიდო. მარეგულირებელი კომისიის წევრის გიორგი ფანგანის განცხადებით, ამის მიზეზი ელექტროენერგიის სიმძლავრეების ბალანსთან დაკავშირებით ინფორმაციის არქონა გახდა, რომლის წარმოდგენაც ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქცია იყო, თუმცა სტრუქტურული ცვლილებებიდან გამომდინარე, ვერ მოესწრო და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდევარებაში გადავიდა. გიორგი ფანგანის განცხადებით, ელექტროენერგიის სიმძლავრების ბალანსის დაზუსტება მიმდინარეობს.

 

 

"დღეს ჩვენ მოვისმინეთ, პრაქტიკულად, სრული ინფორმაცია მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, ერთადერთი, რაც არ გვქონდა, ეს იყო ელექტროენერგიის სიძლავრის ბალანსები, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი სამინისტრო. ბალანსები აუცილებელია ჩვენთვის, რომ მოვახდინოთ ტარიფების სრული გაანგარიშება. როგორც კი მივიღებთ ბალანსებს და ეს იქნება მომდევნო კვირის დასაწყისი, მას შემდეგ დავამტკიცებთ ამ ორი ჰესის ტარიფებს", - განაცხადა გიორგი ფანგანმა.

 

 


დღეს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ საჯარო სხდომაზე „ვარდნილჰესების კასკადის", „ენგურჰესის" ელექტროენერგიის წარმოების 2018-2020 წლების ტარიფები განიხილა.

 

 

imedinews.ge

 

 



ძველ იპოდრომთან ესტაკადის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა — პროექტის ღირებულება 2,9 მლნ ლარია

person access_time2018-01-21 10:00:39
თბილისის მერიამ ძველ იპოდრომთან, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 2,9 მილიონი ლარია. დოკუმენტაციის მიხედვით, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობას გულისხმობს. შედეგად, ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩიდან თამარაშვილის მიმართულებით გადაადგილება ესტაკადით იქნება შესაძლებელი. შეფერხების გარეშე განხორციელდება მოძრაობა ყაზბეგის გამზირიდან...

ირაკლი კოვზანაძე: ბურთი დღეს ეროვნული ბანკის მოედანზეა

person access_time2018-01-20 17:00:13
კომერციული ბანკებისგან ე.წ. საბანკო ჰოლდინგების გამიჯვნა საკანონმდებლო დონეზე მოხდა. საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა დაეკისრება, ზედამხედველობა განახორციელოს არა მხოლოდ ცალკე აღებულ საბანკო დაწესებულებაზე, არამედ მთლიანად იმ "ჰოლდინგზე" თუ ფინანსურ ჯგუფზე, რომელთანაც დაკავშირებულია, აფილირებულია ესა თუ ის კომერციული ბანკი, - თემის დეტალებით "საქმიან დილასთან" პარლამენტის...

869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...


მსგავსი სიახლეები