ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ახალი „მწვანე“ ჰესის მშენებლობა დაიწყო

access_time2017-12-15 15:43:37


დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნაში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინიციატივით ეკოლოგიურად სუფთა ჰესის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო. დღეს ბოდორნაჰესის ტერიტორიაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ და ქვეყნის პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სიმბოლური კაფსულა ჩადეს.



ეკოლოგიურად სუფთა ე.წ „მწვანე“ ჰესის მშენებლობისთვის ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ განხორციელებული ინვესტიციის საერთო მოცულობა 10 მლნ ლარია. გაწეული ინვესტიცია ნიდერლანდების განვითარების ბანკისა (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებისგან (DEG) მიღებული გრძელვადიანი სესხის ნაწილით ფინანსდება.


„ბოდორნა ჰესი შემდეგი წლის შემოდგომაზე უკვე ექსპლუატაციაში გაეშვება და საქართველოს ერთიანი ენერგოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება. მშენებარე ჰესის დადგმული სიმძლავრე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 15 მლნ.კვტ/სთ. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სათავო ნაგებობების და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგება მოხდება, რაც თავის თავად იმას ნიშნავს, რომ თბილისში უწყვეტი წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტია იქნება“ - განაცხადა ჯივიპის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ცხადაძემ.
„ბოდორნაჰესი ე.წ. მწვანე ჰესია. მნიშვნელოვანია ამ ტიპის და სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა ჰესების მშენებლობა, ეს მრავალმხრივ სასარგებლო პროექტია - როგორც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის, ისე გარემოზე ზემოქმედების რისკების მინიმალიზაციის გამო.



არანაკლებ მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება რეგიონისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის - ეს არის ახალი სამუშაო ადგილები როგორც ჰესის მშენებლობის პროცესში, ისე მისი ამოქმედების შემდეგ“ - განცხადა ქვეყნის პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.


ბოდორნაჰესის მშენებლობით საფუძველი ჩაეყარა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს არამარტო ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევას.







EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში CASINO JEWEL იხსნება

person access_time2018-01-22 13:30:23
სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში კაზინოს ახალი ბრენდი JEWEL შემოდის. ამ ეტაპზე სასტუმროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს ვერ აკეთებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ კაზინო ხვალ, 23 იანვარს გაიხსნება. როგორც ირკვევა, კაზინოს ეს ბრენდი საძიებო სისტემა Google-სა და Wikipedia-ში არ იძებნება. არსებობს მხოლოდ FB გვერდი, რომელიც სულ რამდენიმე თვის შექმნილია. შეგახსენებთ, „კომერსანტის“ ინფორმაციით, თბილისში სასტუმრო Biltmore...

კახა კალაძე: „თბილისის გენგეგმის შეფასების პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან“

person access_time2018-01-22 12:20:54
თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის შეფასების პროცესში საერთაშორისო ორგანზიაციები და ექსპერტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რომელმაც თბილისის სწორი და გრძლევადიანი განვითარება უნდა უზრუნველყოს. მოგეხსენებათ, კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 45 დღიანი ვადა ითხოვა, რაზეც მერიამ თანხმობა განაცხადა. ჩვენ ვაცნობიერებთ საზოგადოების...

ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა აშენდება

person access_time2018-01-22 12:00:01
თბილისში, ძველ იპოდრომთან,  ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ახალი ესტაკადა აშენდება.   თბილისის მერია იმედოვნებს, რომ ახალი ესტაკადა  გზის საცობებისგან განტვირთვას და სატრანსპორტო ნაკადების  შეუფერხებლად გატარების უზრუნველყოფს.   პროექტით, ესტაკადის მეშვეობით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ სატრანსპორტო ნაკადების გატარების ყოველგვარი საკონფლიქტო წერტილების გარეშე უნდა მოხდეს, გარდა ამისა ესტაკადის ქვეშ შეფერხებისა და...

„ეკომ“ საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო

person access_time2018-01-22 10:30:37
საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის  იმპორტი დაიწყო და ამიერიდან “ეკოს” ავტოგასამართ სადგურზე ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში ახალი თაობის, ევროპული სტანდარტის „ეკო რეისინგი 98“ (სუპერი), „95 ეკონომი“ (პრემიუმი) და „დიზელ ეკონომი“ (ეკო დიზელი) ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მეტი კილომეტრი განვლონ თითოეულ ლიტრზე და შესაბამისად შეამცირონ საწვავის ხარჯი, 15%-ით  შეამცირონ ავტომობილის ძრავის ხმაური, მნიშვნელოვნად შეამცირონ გამონაბოლქვი და გაუფრთხილდნენ...


მსგავსი სიახლეები