TI: სსმ-ს სარეკლამო ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვნად დააზარალებს კერძო ტელევიზიებს

TI: სსმ-ს სარეკლამო ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვნად დააზარალებს კერძო ტელევიზიებს

access_time2017-12-15 13:50:59

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიზანია, ახალი მენეჯმენტის პირობებში მაუწყებელში მიმდინარე პროცესების შესწავლა და არსებული გამოწვევების დადგენა.


კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემური საკითები:


„მაუწყებლობის შესახებ” კანონში მეორე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებები მედიაგარემოზე უარყოფითად აისახება; ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე “შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი კონტენტთან დაკავშირებულ შესყიდვებზე აღარ გავრცელდება, რაც ზრდის კორუფციის რისკს. ასევე, მაუწყებელზე გაიზარდა სარეკლამო დრო და სპონსორობის განთავსების შესაძლებლობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან ზრდადი და სტაბილური შემოსავალი აქვს. მისი ისედაც მწირ სარეკლამო ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვნად დააზარალებს კერძო ტელევიზიებს.


საზოგადოებრივი მაუწყებლის გარკვეული შესყიდვები კითხვის ნიშნებს ბადებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგა ხაინდრავას კომპანიის მიერ მოგებული ტენდერი სერიალის წარმოებაზე. გოგა ხაინდრავა ყოფილ პრემიერ მინისტთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია - მისმა კომპანიამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის დაკვეთით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ სერიალი “ჰეროკრატია” გადაიღო. ასევე, პრობლემურია ბერა ივანიშვილის კომპანიის მიერ მოგებული განათების ტენდერი (რომლის დირექტორიც გოგა ხაინდრავაა). ტენდერი ამჟამად შეწყვეტილია, ხოლო განათების ტექნიკა ივანიშვილმა მაუწყებელს საჩუქრად გადასცა.


გაუმჭვირვალეა დასაქმების პოლიტიკაც. საზოგადოებრივ მაუწყებელში ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის “ჯი-დი-ეს”-ის თანამშრომლები აქტიურად დასაქმდნენ, როგორც წამყვანი მენეჯერის, ასევე ჟურნალისტების პოზიციებზე; საზოგადოებრივ მაუწყებელში წლების განმავლობაში საუბარია ე.წ. “გაბერილი კადრების” პრობლემაზე, თუმცა რეფორმა ვერც ერთმა მენეჯმენტმა ვერ ან არ განახორციელა.


ნდობა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ არის კრიტიკულად დაბალი, მათ შორის ბოლო პერიოდში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის, საკადრო გადაწყვეტილებებისა და კონკურსების გაუმჭვირვალედ ჩატარების გამო;


ახალი მენეჯმენტის პირობებში გაძლიერდა ეჭვები, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხელისუფლებისა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების ზეგავლენის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით;



საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემები გარკვეული დროით შეჩერდა და მათი ნაწილი დღესაც არ გადის ეთერში. ეს შესაძლოა არღვევდეს კანონს, რომელიც მაუწყებელს ავალდებულებს შეასრულოს სამეურვეო საბჭოს მიერ შემუშავებული პროგრამული პრიორიტეტები. აღნიშნული პრიორიტეტები მოიცავს მაუწყებელზე ჟურნალისტური გამოძიების, კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი გადაცემების არსებობას.


პროგრამული პრიორიტეტების შესრულების კონტროლი სამეურვეო საბჭოს ვალდებულებაა, თუმცა, საბჭო სათანადოდ არ რეაგირებს პრიორიტეტების შეუსრულებლობის საკითხებსა და მაუწყებელში მიმდინარე სხვა საკამათო რეფორმებთან დაკავშირებით.



რეკომენდაციები:


საქართველოს პარლამენტმა უნდა მოაწყოს საჯარო დისკუსია საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თუ რამდენად ასრულებს მაუწყებელი კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებებს;


საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმეტმა და სამეურვეო საბჭომ აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგან, რათა საზოგადოების ნდობა დაიმსახურონ, რაც გამოიხატება გამჭვირვალობაში, საზოგადოების ინფორმირებაში მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დააკავშირებით, საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებასა და ობიექტური, მიუკერძოებელი და პლურალისტური სარედაქციო პოლიტიკის გატარებაში;


სამეურვეო საბჭომ სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ პრიორიტეტების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით;


მნიშვნელოვანია დასრულდეს რეორგანიზაციისა და კადრების რესტრუქტურიზაციის პროცესი იმისთვის, რომ მაუწყებლის ფუნქციონირება გახდეს უფრო ეფექტური და გამჭვირვალე;


საქართველოს პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მაუწყებლის საჯაროობასა და გამჭვირვალობას, გაზრდის კორუფციის რისკს და დააზარალებს სარეკლამო ბაზარს.








ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა
person access_time2018-04-26 13:01:39
„ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დათანხმდა, რომ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს უხელმძღვანელოს“, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა და პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.   „პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა, -...

ლონდონის ბირჟიდან მიღებული 100 მილიონი დილარი GHG-ში, რომელიც იაშვილის კლინიკის პრობლემებზე არ ასახულა

ლონდონის ბირჟიდან მიღებული 100 მილიონი დილარი GHG-ში, რომელიც იაშვილის კლინიკის პრობლემებზე არ ასახულა
person access_time2018-04-26 11:30:00
ერთი წლის და ორი თვის ნენე მოდებაძის ისტორიამ, კიდევ ერთხელ დააფიქრა საზოგადოება, რა ხდება ქვეყნის მთავარ პედიატრიულ საავადმყოფოში?   საქართველოში ალბათ არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ერთხელ მაინც არ მიუმართავს იაშვილის სახელობის  კლინიკისათვის, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი დაწესებულებაა ბავშვთა ჯანმრთელობაზე და რომელიც არცთუ იშვითად ხდება უკმაყოფილების ობიექტი. ერთი წლის წინ, იაშვილის კლინიკაში ორი...

ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალი 27 აპრილს გაიმართება

ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალი 27 აპრილს გაიმართება
person access_time2018-04-26 10:29:19
2018 წლის 27 აპრილს, საღამოს შვიდის ნახევარზე, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi- ში კომპანია GLOBAL IDEA, The FINANCIAL, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, საქართველო შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის,ევროპის ფონდის,საერთაშორისო პალატის და მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში მხარდაჭერით, ატარებენ რიგით მეცამეტე 2017 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოვების ცერემონიას Golden Brand 2017.   მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის დაჯილდოვების...

ამერიკელმა სენატორებმა უმსხვილესი ბანკებისაგან რუსი ბიზნესმენების ანგარიშების გამჟღავნება მოითხოვეს

ამერიკელმა სენატორებმა  უმსხვილესი ბანკებისაგან  რუსი ბიზნესმენების ანგარიშების გამჟღავნება მოითხოვეს
person access_time2018-04-25 20:00:00
ამერიკელი სენატორენი  მსოფლიოს უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტებს  მოუწოდებენ მათ და პუტინის გარემოცვაში შემავალ უმსხვილეს ბიზნესბემენს შორის არსებული კავშირები გაამჟღავნონ.   25 აპრილს სენატორებმა ჯოან შაინმა და შელდონ უაიტჰაუსმა გააგზავნეს შესაბამისი მიმართვები სამ უმისხვილეს ამერიკულ ბანკში - Bank of America Corp, JPMorgan Chase და Citibank-ში, ასევე რამდენიმე ევროპულში -  Barclays, Deutsche Bank, UBS, HSBC  და Credit...

კომერციულ ბანკებს ჯარიმები გაეზარდათ - დარღვევები რის გამოც ეროვნული ბანკი სანქციებს აამოქმედებს

კომერციულ ბანკებს ჯარიმები გაეზარდათ - დარღვევები რის გამოც ეროვნული ბანკი სანქციებს აამოქმედებს
person access_time2018-04-25 19:00:00
კომერციულ ბანკებს  დარღვევებზე ჯარიმები გაეზარდათ. ეროვნული ბანკის  ვიცე -პრეზიდენტის მურთაზ კიკორიას 24 აპრილის ბრძანებით ცვლილება „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შევიდა. ახალი რედაქციით, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან ეროვნული ბანკის შესაბამის სამართლებრივ აქტზე თანდართული ნებისმიერი პირობის ან შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში, ბანკს განსხვავებული ფულადი სანქია დაეკისრება, რაც დარღვევის სერიოზულობაზე,...


მსგავსი სიახლეები