მარიხუანას ლეგალიზაციამ კოლორადოში მისი მოხმარება შეამცირა

მარიხუანას ლეგალიზაციამ კოლორადოში მისი მოხმარება შეამცირა

access_time2017-12-16 18:00:41

Washington Post-ის მიხედვით, აშშ-ს შტატში, კოლორადოში, მარიხუანას ლეგალიზაციამ, მოზარდებს შორის, ნარკოტიკების მოხმარების შემცირება გამოიწვია. ნარკოტიკების გამოყენებისა და ჯანდაცვის ეროვნული კვლევის თანახმად, კოლორადოში მარიხუანას 12-17 წლის მოზარდების 9% იყენებს. აღნიშნული მაჩვენებელი, გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული.


მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კოლორადოში შემცირდა არამარტო მარიხუანას, არამედ ალკოჰოლის, თამბაქოსა და ჰეროინის მომხმარებელ მოზარდთა რიცხვი.


კოლორადი პირველი შტატია, სადაც ბაზარზე არასამედიცინო დანიშნულების მარიხუანა გამოჩნდა. ლეგალიზაციას შტატში როგორც მხარდამჭერები, ასევე აქტიური ოპოზიციაც ჰყავდა.


გასული წლის მონაცემებით, მოზარდების მიერ მოხმარებული მარიხუანას ოდენობის მიხედვით, კოლორადო აშშ-ს შტატებს შორის პირველ პოზიციას იკავებდა, თუმცა მიმდინარე წელს მან მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა და უკან ჩამოიტოვა ალიასკა, მენის შტატი, ნიუ-მექსიკო, ორეგონი, როდ-აილენდი და ვერმონტი.


მოზარდების პარალელურად, მარიხუანას ლეგალიზაციის შედეგად, კოლორადოში 18-25 წლის ადამიანებს შორის, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება 4%-ით შეამცირა (2014-დან 2016 წლამდე). ეს კი ნიშნავს იმას, რომ ალკოჰოლური თრობის ნაცვლად, ახალგაზრდები მსუბუქ ნარკოტიკს ირჩევენ. ამ მხრივ კი, ახალგაზრდები საკუთარ ჯანმრთლობას ნაკლებ ზიანს აყენებენ.



იწვევს თუ არა მარიხუანა დამოკიდებულებას? დიახ. „ნარკოტიკებზე დამოკიდებულების ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ყოველი 11-დან 1 ადამიანი მარიხუანაზე დამოკიდებული ხდება (9%). აღნიშნული რიცხვი თითქმის ორმაგდება, როდესაც საუბარი მოზარდებს შეეხება (17%).


თუმცა კითხვაზე, „არის თუ არა მარიხუანა ალკოჰოლზე უსაფრთხო? - პასუხი ასევე დადებითია. Umbrella Society-ის კვლევის თანახმად, ალკოჰოლზე დამოკიდებული მომხმარებლების 15% ხდება. ამასთან, მარიხუანა გაცილებით უფრო ნაკლებად ტოქსიკურია, ვიდრე ალკოჰოლი.


როგორც სამედიცინო, ასევე განტვირთვის მიზნით, მარიხუანა ლეგალურია აშშ-ს დასავლეთ ნაწილში - ვაშინგტონში, ორეგონში, კალიფორნიაში, იუტაში, ალიასკაზე, კოლორადოში და ასევე, აღმოსავლეთში - მეინის შტატსა და მასაჩუსეტში.


მხოლოდ სამეციდინო მოხმარებისთვის კი, მარიხუანას ლეგალიზაცია მინიჭებული მაქვს მონტანაში, ჩრდილოეთ დაკოტაში, მინესოტაში, არიზონაში, ნიუ-მექსიკოში, ილინოისში, არკანზასში, ლუიზიანაში, მიჩიგანში, ოჰაიოში, ფლორიდაში, პენსილვანიაში, ნიუ-იორკში, მერილენდში, ნიუ-ჯერსიში, კონექტიკუტში, ვერმონტსა და ნიუ-ჰემპშირში.


ამ ეტაპზე, მარიხუანა არალეგალურია აშშ-ს 21 შტატში. ასევე, ფედერალურ დონეზე მარიხუანა აშშ-ში კვლავ არალეგალურად ითვლება.




ავტორი: გუგა როგავა


(გამოყენებულია Washington Post-ის, National Institute on Drug Abuse-ს და governing.com-ის ინფორმაცია)



ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა
person access_time2018-04-26 13:01:39
„ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დათანხმდა, რომ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს უხელმძღვანელოს“, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა და პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.   „პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა, -...

ლონდონის ბირჟიდან მიღებული 100 მილიონი დილარი GHG-ში, რომელიც იაშვილის კლინიკის პრობლემებზე არ ასახულა

ლონდონის ბირჟიდან მიღებული 100 მილიონი დილარი GHG-ში, რომელიც იაშვილის კლინიკის პრობლემებზე არ ასახულა
person access_time2018-04-26 11:30:00
ერთი წლის და ორი თვის ნენე მოდებაძის ისტორიამ, კიდევ ერთხელ დააფიქრა საზოგადოება, რა ხდება ქვეყნის მთავარ პედიატრიულ საავადმყოფოში?   საქართველოში ალბათ არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ერთხელ მაინც არ მიუმართავს იაშვილის სახელობის  კლინიკისათვის, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი დაწესებულებაა ბავშვთა ჯანმრთელობაზე და რომელიც არცთუ იშვითად ხდება უკმაყოფილების ობიექტი. ერთი წლის წინ, იაშვილის კლინიკაში ორი...

ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალი 27 აპრილს გაიმართება

ოქროს ბრენდის დაჯილდოვების ცერემონიალი 27 აპრილს გაიმართება
person access_time2018-04-26 10:29:19
2018 წლის 27 აპრილს, საღამოს შვიდის ნახევარზე, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi- ში კომპანია GLOBAL IDEA, The FINANCIAL, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის, საქართველო შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის,ევროპის ფონდის,საერთაშორისო პალატის და მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში მხარდაჭერით, ატარებენ რიგით მეცამეტე 2017 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოვების ცერემონიას Golden Brand 2017.   მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის დაჯილდოვების...

ამერიკელმა სენატორებმა უმსხვილესი ბანკებისაგან რუსი ბიზნესმენების ანგარიშების გამჟღავნება მოითხოვეს

ამერიკელმა სენატორებმა  უმსხვილესი ბანკებისაგან  რუსი ბიზნესმენების ანგარიშების გამჟღავნება მოითხოვეს
person access_time2018-04-25 20:00:00
ამერიკელი სენატორენი  მსოფლიოს უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტებს  მოუწოდებენ მათ და პუტინის გარემოცვაში შემავალ უმსხვილეს ბიზნესბემენს შორის არსებული კავშირები გაამჟღავნონ.   25 აპრილს სენატორებმა ჯოან შაინმა და შელდონ უაიტჰაუსმა გააგზავნეს შესაბამისი მიმართვები სამ უმისხვილეს ამერიკულ ბანკში - Bank of America Corp, JPMorgan Chase და Citibank-ში, ასევე რამდენიმე ევროპულში -  Barclays, Deutsche Bank, UBS, HSBC  და Credit...

კომერციულ ბანკებს ჯარიმები გაეზარდათ - დარღვევები რის გამოც ეროვნული ბანკი სანქციებს აამოქმედებს

კომერციულ ბანკებს ჯარიმები გაეზარდათ - დარღვევები რის გამოც ეროვნული ბანკი სანქციებს აამოქმედებს
person access_time2018-04-25 19:00:00
კომერციულ ბანკებს  დარღვევებზე ჯარიმები გაეზარდათ. ეროვნული ბანკის  ვიცე -პრეზიდენტის მურთაზ კიკორიას 24 აპრილის ბრძანებით ცვლილება „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შევიდა. ახალი რედაქციით, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან ეროვნული ბანკის შესაბამის სამართლებრივ აქტზე თანდართული ნებისმიერი პირობის ან შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში, ბანკს განსხვავებული ფულადი სანქია დაეკისრება, რაც დარღვევის სერიოზულობაზე,...


მსგავსი სიახლეები