აგრარულ საკითხთა კომიტეტში ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობაზე ინფორმაცია მოისმინეს

access_time2017-12-13 20:56:20

სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე. პარლამენტის ცნობით, ინფორმაცია კანონმდებლებს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა გააცნო და დეტალურად ისაუბრა სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და მიმდინარე წლის თერთმეტ თვეში განხორციელებულ აქტივობებზე.

 

 

ღვინის ეროვნული სააგენტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ბიუჯეტის კანონითაა განსაზღვრული. ეს მიმართულებებია:

 

 

რთველის ხელშეწყობის პროგრამა;


მევენახეობის განვითარების ღონისძიებები;


ღვინის ლაბორატორიული კვლევა;


ქართული ვაზის წარმოშობის პოპულარიზაცია;


ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებები.

 

 


გიორგი სამანიშვილმა ცალკეული მიმართულებების მიხედვით განხორციელებული საქმიანობის დეტალები გააცნო კომიტეტის წევრებს და განაცხადა, რომ წელს, როგორც არასდროს ამ ბოლო წლებში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მიღწევები საკმაოდ თვალში საცემია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ მასობრივი სუბსიდირება აღარ განახორციელა, წელს ყურძნის მოსავალი შარშანდელზე მეტი იყო - 128 ათასი ტონა, მევენახეების შემოსავლმა კი 153 მლნ ლარს გადააჭარბა. გიორგი სამანიშვილის თქმით, შარშანდელთან შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა ყურძნის ფასი.

 


 

მისივე თქმით, სააგენტომ წელსაც გააგრძელა საქართველოს მევენახეობის უწყებრივი კადასტრის შექმნა. ეს პროცესი ამჯერად ახმეტის მუნიციპალიტეტის ვენახებს შეეხო, სადაც 6 ათასამდე ვენახი დაფიქსირდა. სააგენტომ კიდევ უფრო გაააქტიურა ღვინის ლაბორატორიული კვლევებიც, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საბოლოო პროდუქტის ხარისხი, აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

 

 

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურის და ისტორიის კვლევა და პოპულარიზაცია ქართული ვაზის წარმოშობის პოპულარიზაციის პროგრამის მიხედვით სამი მიმართულებით ხდება: ენეოლითის ხანის და შემდგომი პერიოდის უძველესი ნაშთები, ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება და შუა საუკუნეების ქართული ღვინის კულტურა. ამ კუთხით, წლევანდელი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ოფიციალურად დადასტურდა ქართული ღვინის უძველესი კვალი, რომელიც სათავეს ჩვენი წელთაღრიცხვის 6000-5800 წლიდან იღებს. ამ აღმოჩენამდე, ყველაზე ძველი ნაშთები ირანის ტერიტორიაზე იყო მოპოვებული. ქართული ვაზის წარმოშობის პოპულარიზაციის პროგრამაში ჩართული არიან მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან და მათი სამუშაო შეხვედრა წელს ქალაქ ბორდოში გაიმართა.

 

 

გიორგი სამანიშვილის განცხადებით, სააგენტო ასევე განსაკუთრებით ზრუნავს ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე მსოფლიო მასშტაბით და მისი ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს. ქართული ღვინის გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით, წელს უკვე 200-მდე ღონისძიება გაიმართა - ღვინის გამოფენები, კონკურსები, დეგუსტაციები, პრეზენტაციები. „ჩვენ ვცდილობთ ქართული ღვინო წარმოდგენილი იყოს ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მსოფლიო მასშტაბით. ქართული ღვინო წელს 20-მდე პროფესიონალურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა, - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქართული ღვინის კულტურის გამოფენა ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, რომელმაც რამდენიმე თვეს გასტანა.

 

 

ქართული ღვინო რომ სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ წელს 70 მლნ-ზე ბოთლზე მეტი გავიდა ექსპორტზე. გაფართოვდა იმ ქვეყანათა ჩამონათვალი, სადაც უფრო მეტად იზრდება ქართულ ღვინოზე მოთხოვნა. ქართული ღვინის ხარისხის ზრდასა და მის სულ უფრო მეტ პოპულარიზაციაში, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანონმდებლობაც. „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონი წელს თითქმის სრულად განახლდა და სააგენტოს ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ კანონის მოთხოვნების შესრულება უდავოდ შეუწყობს ხელს ზოგადად ექსპორტის ზრდას. მომხსენებელმა კომიტეტის წევრთა კითხვებსაც უპასუხა.

 

 

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გელა სამხარაულის შეფასებით, მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინება საქართველოში ფაქტობრივად 2012 წლიდან იწყება. „შთამბეჭდავი ზრდა კი, 2013 წლიდან ფიქსირდება და უკვე მეხუთე წლის თავზე მივაღწიეთ იმას, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი რაოდენობა ღვინის ექსპორტი განვახორციელეთ სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის ავითვისეთ ისეთი ბაზრები, სადაც მანამდე ექსპორტი საერთოდ არ ხორციელდებოდა. ეს არის სწორედ რომ გააზრებული მიდგომების შედეგი და ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, პირველ რიგში სააგენტოს, სამინისტროს, ასევე მთავრობას და, რა თქმა უნდა, ჩვენს კოლეგებს პარლამენტში, ვინაიდან სწორედ ამ საკანონმდებლო ცვლილებებმა და, ზოგადად, რეფორმება შეგვაძლებინა ასეთი შთამბეჭდავი შედეგები მიგვეღო, - განაცხადა გელა სამხარაულმა. მან იმედი გამოთქვა, რომ სააგენტოს ხელშეწყობით, კიდევ უფრო გაფართოვდება სამრეწველოდ ახალი ჯიშების გამოყენება, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის ქართულ ღვინოს და ადგილწარმოების დასახელებებსაც ახალი დასახელებები შეემატება.

 

 

დასასრულ, სხდომა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ შეაჯამა:

 


„შეიძლება ითქვას, რომ მეღვინეობა-მევენახეობა ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა და, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელმა მსოფლიომ გაიგო ამის შესახებ. ასევე აღსანიშნავია, რომ იგეგმება გამოფენის სხვადასხვა ქვეყანაში წარდგენა და იგი მთელ მსოფლიოს შემოივლის. ეს კიდევ დამატებით მოახდენს ქართული ღვინის პოპულარიზაციას და, ბუნებრივია, მომავალი წელიც საკმაოდ დახუნძლული იქნება ამ მიმართულებით. ერთი, რაც მინდა გთხოვოთ, ისაა, რომ ყურადღება მივაქციოთ იმ მრავალფეროვნებას, რომელიც კოლეგებმაც ახსენეს. ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო ვაზის ჯიში გვაქვს, ამას გარკვეული პოპულარიზაცია სჭირდება და, ვინაიდან, რთველიდან გარკვეული სახსრები გამოთავისუფლდა, თხოვნა იქნება, რომ მომავალი წლიდან სპეცპროგრამები მოვამზადოთ, რათა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის მეღვინეობით ნაკლებად განთქმულ რეგიონებში, ენდემური, უძველესი ვაზის ჯიშების აღდგენა და მეღვინეობის საფუძვლების ჩაყრა და განვითარება მოვახდინოთ - მაგალითად, სამეგრელოში, გურიაში და ა.შ., მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვნად წაახალისებს როგორც აგროტურიზმს, ისე ღვინის ტურიზმს და ყველა კუთხეში მეღვინეობა თავისი მრავალფეროვნებით კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

 

კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.

 

 

 

 



ძველ იპოდრომთან ესტაკადის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა — პროექტის ღირებულება 2,9 მლნ ლარია

person access_time2018-01-21 10:00:39
თბილისის მერიამ ძველ იპოდრომთან, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 2,9 მილიონი ლარია. დოკუმენტაციის მიხედვით, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობას გულისხმობს. შედეგად, ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩიდან თამარაშვილის მიმართულებით გადაადგილება ესტაკადით იქნება შესაძლებელი. შეფერხების გარეშე განხორციელდება მოძრაობა ყაზბეგის გამზირიდან...

ირაკლი კოვზანაძე: ბურთი დღეს ეროვნული ბანკის მოედანზეა

person access_time2018-01-20 17:00:13
კომერციული ბანკებისგან ე.წ. საბანკო ჰოლდინგების გამიჯვნა საკანონმდებლო დონეზე მოხდა. საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა დაეკისრება, ზედამხედველობა განახორციელოს არა მხოლოდ ცალკე აღებულ საბანკო დაწესებულებაზე, არამედ მთლიანად იმ "ჰოლდინგზე" თუ ფინანსურ ჯგუფზე, რომელთანაც დაკავშირებულია, აფილირებულია ესა თუ ის კომერციული ბანკი, - თემის დეტალებით "საქმიან დილასთან" პარლამენტის...

869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...


მსგავსი სიახლეები