პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

access_time2017-12-13 20:31:10

პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.

 


კენჭისყრას წინ უძღვოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

 

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით და 12,441 მილიარდ ლარს შეადგენს, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10,490 მილიარდ ლარს, საიდანაც, საგადასახადო შემოსავლები - 9,490 მილიარდი ლარია; სხვა შემოსავლები - 460,0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემოსავლებიდან მისაღები 50,0 მლნ ლარის ოდენობით; გასულ წლებში გაცემული სესხების დაბრუნება - 80,0 მლნ ლარი; პრივატიზაცია - 60,0 მლნ ლარი; საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მიღებული სახსრები - 400,0 მლნ ლარი;

 

დონორების დაფინანსება შეადგენს 1,951 მილიარდ ლარს, საიდანაც: გრანტები - 364,2 მლნ ლარია, ხოლო კრედიტები - 1,587 მილიარდი ლარი;

 


2018 წელს საბიუჯეტო დეფიციტი შეადგენს 1,206 მილიარდ ლარს, რომლის დაფინანსების წყაროებია: საგარეო ვალის წმინდა ზრდა - 861,8 მლნ ლარი (71.5%); საშინაო ვალის წმინდა ზრდა და ნაშთის გამოყენება - 344.2 მლნ ლარი (28,5%);

 


2018 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი შეადგენს 10,260 მილიარდ ლარს, რაც მიმდინარე წლის განახლებულ გეგმაზე 520.0 მლნ ლარით მეტია. მშპ-სთან მიმართებაში საგადასახადო შემოსავლები 25.3%-ია.

 

დაგეგმილი საგადასახადო შემოსავლები ცალკეული სახეების მიხედვით შემდეგია: დღგ - 4,400 მილიარდი ლარი; საშემოსავლო გადასახადი - 3,160 მილიარდი ლარი; აქციზი - 1,450 მილირადი, მოგების გადასახადი - 630.0 მლნ ლარი; ქონების გადასახადი - 390,0 მლნ ლარი; იმპორტის გადასახადი - 60,0 მლნ ლარი; სხვა გადასახადები - 170,0 მლნ ლარი.

 

მეორე წარდგენასთან შედარებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები დაახლოებით, 56 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 12 მილიარდ 459 მილიონს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობა 2018 წელს 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.

 

მომავალ წელსაც სამინსტროებს შორის ყველაზე დიდი ბიუჯეტი ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის და განათლების სამინისტროებს აქვთ. კერძოდ, 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 3 528.0 მლნ ლარი იქნება, ინფრასტრუქტურის სამინისტროს - 1 815.0 მლნ ლარი და განათლების სამინისტროს - 1 186.2 მლნ ლარი.

 

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, 2018 წლის ბიუჯეტში მთავრობაში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგი ასახული არ არის. უწყების განმარტებით, ეკონომია და ოპტიმიზაციის რეალური შედეგი მომავალი წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის გამოჩნდება.

 

ipn.ge

 

 

 

 

 



გეგშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურის და ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგები მოეწყობა

გეგშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურის და ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგები მოეწყობა
person access_time2018-04-25 10:58:01
გეგშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურის და ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგები მოეწყობა.თბილისის მერიამ საპარკინგე სისტემის მოსაწესრიგებლად ინტერესთა გამოხატვა  3 ლოკაციაზე გამოაცხადა.  შერჩეულ კომპანიას მიწა 1 ლარად გადაეცემა. პროექტი ჯამში 715 საპარკინგე ადგილის მოწყობას ითვალისწინებს.  „გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს. მზად ვართ ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით შევქმნათ...

კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა

კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა
person access_time2018-04-24 19:14:00
  მედია-საშუალებებში დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა,  „კომერსანტი“ დაუკავშირდა როგორც Microsoft-საქართველოს, ისე საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელს  კახა შარაბიძეს და მათ საპასუხო კომენტარის გაკეთება სთხოვა. შეგახსენებთ,...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-02 09:00:00
  იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელმა...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-25 09:00:00
    იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“...

ნინო ზამბახიძე: „ახალ კანონი მიწის შესახებ, უცხო ქვეყნის მოქალაქისადმი დისკრიმინაციულია“

ნინო ზამბახიძე: „ახალ კანონი მიწის შესახებ, უცხო ქვეყნის მოქალაქისადმი დისკრიმინაციულია“
person access_time2018-04-25 09:50:00
როგორც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე „კომერსანტთან“  განმარტავს ახალი კანონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებათან დაკავშირებით ძველზე გაცილებით უკეთესია, თუმცა კონკრეტული ხარვეზები აღნიშნულ რეგულაციაშიც გამოიკვეთა.  ერთ-ერთი, რაშიც ფერმერთა ასოციაცია მთავრობას არ ეთანხმება,  შესაბამისი სააგენეტოს ჩამოყალიბებაა რომელმაც მიწასთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს. „იდეაში უნდა შეიქნას სააგნეტო, რომელიც...


მსგავსი სიახლეები