„ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების წახალისებას ახდენს“ - ირაკლი ბერძენაძე სალომბარდე ბიზნესის შესაძლო რეგულირებაზე

„ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების წახალისებას ახდენს“ - ირაკლი ბერძენაძე სალომბარდე ბიზნესის შესაძლო რეგულირებაზე

access_time2017-12-14 09:40:29

„ეროვნული ბანკის მიერ სალომბარდო ბიზნესის რეგულირება დიდ რისკებს შეიცავს, ამით სექტორს პრობლემა შეექმნება“  აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას „არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ბერძენაძე „ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანულ კანონში შესატან იმ ცვლილების კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც ლომბარდები სესხს ეროვნული ბანკის გარეშე ვერ გასცენ.


როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომლის კენჭისყრა კონსულტაციების მიზეზით არის შეჩერებული, ჰოლდინგურ კომპანიებთან ბანკების ფინანსური არხების გარდა, არასაფინანსო სექტორის გაკონტროლებასაც ითვალისწინებს, სესხის გამცემი ყველა სუბიექტის, მათ შორის online კომპანიებისაც. გაკონტრილდება ლომბარდების საქმიანობაც. შესაბამისი კაპიტალის მოთხოვნით. შედეგად ბაზრიდან უნდა გაქრეს უპასუხისმგებლო გამსესხებელი, რომელიც მსესხებლის გადახდისუნარიანობას ვერ აფასებს და გადახდისუუნარობის საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, ექნება თუ არა მომხმარებელს სწრაფი სესხის აღების საშუალება ლომბარდების მეშვეობით და მოსალოდნელი რეგულაციების დაწესების შემდეგ, როგორ გააგრძელებს სექტორი ბაზარზე მოღვაწეობას, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც საკანონმდებლო ორგანო შესაბამის კანონპროექტს დაამტკიცებს.


როგორც  ირაკლი ბერძენაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, აღნიშნული ცვლილება მცირე და საშუალო ბიზნესს და ზოგადად ლომბარდების ქსელს დააზიანებს.


„არ ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი დროული და ნორმალურია, დიდ რისკებს შეიცავს. სექტორს პრობლემა შეექმნება. ეს ცვლილება არათუ საჭირო არ არის, არამედ საზიანოა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომელსაც მიეკუთვნება ლომბარდული ქსელი. თუ ვიტყვით, რომ ამით ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა ინტერესების დაცვა მოახდინა, სიცრუე იქნება. ლომბარდის კლიენტი არ არის ის კლიენტი, რომელსაც განუზომელი თანხა სჭირდება. ის შეგნებულ რისკზე მიდის. მხოლოდ ძვირფას ლითონს ჩადებს და თუ ვერ გადაიხდის, ამ ნივთს დაკარგავს. სხვა ვალდებულება არ ექნება. ლომბარდს სესხის გაცემის დროს შემოსავლის დადასტურება რომ მოვთხოვოთ, არარეალურია.  ეს გამოიწვევს დარგის შეფერხებას. ლომბარდულ ბიზნესს სწრაფი სესხის გაცემის ფუნქცია აქვს და ეს თუ აღარ ექნება, მის არსებობას აზრი აღარ ექნება“, - აცხადებს ბერძენაძე.


მისივე თქმით, მსესხებელს აღარ ექნება სურვილი სესხი აიღოს ლომბარდში, რადგან ეს აღარ იქნება სწრაფი სესხი და მის მისაღებად მეტი დრო დასჭირდება: „მსესხებლებს დაეკარგებათ სურვილი, რომ დაალომბარდონ ესა თუ ის ნივთი. ოქროს ლომბარდის შემთხვევაში, რამდენიმე წუთში ვიღებთ სწრაფ ფულს. თანაც ეს საკრედიტო ვალდებულება ადამიანს კრედიტინფოში არ უჩანს. თუ ეროვნული ბანკი იმაზე მიდის, რომ ყველა ეს ინფორმაცია კრედიტინფოში იყოს გადაცემული, მაშინ თქვას რეალურად რა სურს? სურს თუ არა, რომ არსებობდეს ლომბარდები? თუ უნდა ის, რომ ეს ბიზნესი კომერციული ბანკების ხელში იყოს?“,  განაცხადა ბერძენაძემ.



კითხვაზე, ეროვნული ბანკის აღნიშნული ნაბიჯი ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ამით კომერციული ბანკების წახალისება მოხდება, ფინანსისტი პასუხობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის.


 „ზოგადად  ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების გაძლიერებისთვის ყველაფერს აკეთებს. ამ შემთხვევაში კი მათი მიზანია, კომერციულ ბანკებს მეტი დატვირთვა მისცენ და ეს მასაც, რომელიც ნივთებს ალომბარდებს, კომერციულ ბანკს გადააბარონ.  შეიძლება ამას პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ რეგულატორს უნდა, რომ სალომბარდე ბიზნესი არ არსებობდეს. ჯერ რეგულაციები დაიწყო, შემდეგ ლიცენზირებას დაიწყებს და ლომბარდებს კაპიტალის მოთხოვნას დაუდგენს. ეჭვი მაქვს, რომ სამომავლოდ ისეთ კრიტერიუმებს წაუყენებს, რომლებსაც ლომბარდების 90% ვერ დააკმაყოფილებს და კლიენტურის ეს მასა წავა კომერციულ ბანკში. ბანკები კი ლომბარდების კუთხით, საცალო დაკრედიტებაზე გადავლენ. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ სისტემაზე გადასვლა თავად ბანკებს არ უღირთ“, - აღნიშნავს ირაკლი ბერძენაძე.


რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებას, მისი თქმით, განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი ბიზნესი ეროვნული ან ცენტრალური ბანკის მიერ დარეგულირებული არ არის.


„მსგავსი ბიზნესი განვითარებულ ქვეყნებში არსებობს ისე, რომ მათ მსგავსი რეგულაციები არ უწესდებათ ცენტრალური ბანკის მიერ. ლომბარდული ქსელი მეზობელ ქვეყნებში ძალიან განვითარებულია. მაგალითად, რუსეთში. ასევე, ეს ბიზნესი კარგად არის განვითარებული დიდ ბრიტანეთში, მაგრამ  ეროვნული ბანკი არ არეგულირებს ამ ბიზნესს. იმდენად წვრილი ბიზნესია, რომ რეგულაციებით პრობლემას არ უქმნიან. სამწუხაროდ, ჩვენს ეროვნულ ბანკს სტრატეგია არ აქვს და ამით სექტორს აზარალებს და ყველაზე ლიკვიდური და მომგებიანი ნაწილის კომერციულ ბანკებში გადატანს ცდილობს. აქამდე თუ ეროვნული ბანკი 17 ბანკს და 75 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არეგულირებდა, ამის შემდეგ 2000-3000 ლომბარდის კონტროლი მოუწევს. ამისთვის მინიმუმ სამჯერ მეტი კადრი დასჭირდება. ეროვნული ბანკი ლომბარდების რეგულირებას უნდა შეეშვას და დარგის განვითარებაზე იფიქროს. სექტორში ამაზე მეტი პრობლემაა, თუნდაც იპოთეკური სესხების კუთხით“, - აცხადებს ირაკლი ბერძენაძე.



ავტორი: თეონა კენჭიაშვილი




„Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც ბიზნესს „ატერორებს“

 „Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც  ბიზნესს „ატერორებს“
person access_time2018-04-24 12:49:48
სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატი კახა ასლანიშვილი ხმაურიან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით: არც „მაიკროსოფტ-საქართველოს“ და არც საადვოკატო ფირმა BLB-ის არ აქვთ რეალური კავშირი Mიკროსოფტ კორპორაციასთან,  და რამდენიმე წელია, ისინი ბილ გეითსის კორპორაციის სახელის გამოყენებით საქართველოს ბიზნეს კომპანიებს არაუფლებამოსილად უყენებენ  მოთხოვნებს. „პირველ რიგში ჩვენ კითხვები გაგვიჩნდა იმ პირის მიმართ, რომელიც Mიცროსოფტ-ის კორპორაციის სახელით გვესაუბრებოდა. ეს არის ადვოკატი...

არაპროფესიონალები ტურიზმში, რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს

 არაპროფესიონალები ტურიზმში,  რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს
person access_time2018-04-24 12:30:00
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, საქართველოში ტურიზმის სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება. რამდენად მოსწონთ უცხოელ ტურისტებს საქართველო და რამდენად კმაყოფილები რჩებიან ქართული მასპინძლობით; ტურიზმი, პრობლემები და მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე ისაუბრეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“ ტურისტული კომპანია ,,იბერია ტურს პლიუსი დამფუძნებელმა მაიკო მურაჩაშვილმა.   მაიკო მურაჩაშვილი გვიყვება,...

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება
person access_time2018-04-24 11:30:00
კითხვაზე პასუხის გასაცემად სასურველია დავაკონკრეტოთ, თუ რასთან შედარებით შეიძლება იყოს ქართულ საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძვირი ან იაფი. თუ მაგალითად ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში მოქმედი ბანკების პროცენტებს შევადარებთ, დაახლოებით იგივე სურათს მივიღებთ, ცოტათი უფრო უკეთესს, მაგრამ თუ ევროპის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს შევედრებით, ვნახავთ, რომ ბევრად ძვირია ქართული საბანკო პროდუქტები. გარდა ამისა გასათვალისწინებელია თუ რა პარამეტრებისგან შედგება საპროცენტო განაკვეთი,...

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი სექტემბრიდან გამარტივდება

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი  სექტემბრიდან გამარტივდება
person access_time2018-04-24 09:50:00
  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მონიტორინგის შედეგად მომზადდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსს  ამარტივებს. კერძოდ, როგორც როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა სოფო ლობჟანიძემ „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაკეთდა პროცესის ანალიზი, რომელმაც კონკრეტული ცვლილებების დანერგვის აუცილებლობა...

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს
person access_time2018-04-23 20:00:00
„საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს რეგულარულად აკვირდება. ამ პროცესში არაერთი საყურადღებო შემთხვევა აღმოგვიჩენია, რომელიც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავდა. ამჯერად ჩვენი ყურადღება ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ჩატარებულმა ტენდერმა მიიპყრო, რომელშიც რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოვლინდა.    ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის...


მსგავსი სიახლეები