„ვაუჩერების გაცემა ჩვენი კომპეტენცია არ არის“  - ადგილობრივი ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარებაზე

„ვაუჩერების გაცემა ჩვენი კომპეტენცია არ არის“ - ადგილობრივი ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარებაზე

access_time2017-12-14 12:30:58

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა მოსახლეობამ შესაძლოა, ბუნებრივი აირის ვაუჩერი აღარ მიიღოს, მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ ისევ ფიქრობს. ამისთვის 2018 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის. გასულ წელს 11 894 ოჯახისთვის 200 ლარიანი ვაუჩერის გადასაცემად მთავრობამ 2, 378 ათასი ლარი გამოყო. 


საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს მთავრობისგან დახმარებას ითხოვს. ადგილობრივთა დიდი ნაწილი ზამთარს მოუმზადებელი შეხვდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ადგილობრივები ამბობენ, რომ ბუნებრივი აირი ძვირია და მწირი შემოსავლის გამო გადასახადებს ვერ იხდიან. ამიტომ ხშირად შეშის ღუმელით გათბობა უწევთ. თუმცა აქ მეორე პრობლემა ჩნდება. ფიჩხს გლეხები საოკუპაციო ხაზთან მდებარე ტყეში აგროვებენ, რის გამოც ოკუპანტების სამიზნე ხშირად ხდებიან. ადგილობრივებს ოკუპანტები ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით აკავებენ და მათ ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.​

 

2017 წლის თებერვალში მთვარობის გადაწყვეტილება, ე.წ. საზღვართან მცხოვრები მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ვაუჩერის გადაცემასთან დაკავშრებით შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გაახმოვანა. აპირებს თუ არა 2018 წელს ხელისუფლება 200 ლარიანი ვაუჩერის ჩანაცვლებას ან რაიმე სახის შეღავათების დაწესებას ე.წ. საზღვირსპირა სოფლებში მცხოვრებლებსთვის - „კომერსანტი“ სწორედ აღნიშნულ უწყებას დაუკავშირდა. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატში ჯერჯერობით ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ დაურიგდება თუ არა  ბუნებრივი აირის ვაუჩერი მოსახლეობას.

 

„ამაზე ვმუშაობთ, თუმცა ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან გადაწყვეტილება მიღებული არ არის. სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დასრულდება სამუშაო პროცესი და შემდეგ გავავრცელებთ ინფორმაციას“,-განმარტავენ უწყებაში.


 

ადგილობრივებისთვის ზამთარში ბუნებრივი აირის მოხმარებისთვის 200 ლარიანი დახმარებაც მიზერული იყო, თუმცა მათ მიერ არჩეულმა  ხელისუფლებამ ახლა შესაძლოა, ამაზეც უარს უთხრას.

 

ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებლების სოციალური პრობლემები მთავრობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობაცაა. ამიტომ „კომერსანტი“ დაინტერესდა, რას აპირებს ადგილობრივი ხელისუფლება ამ ადამიანების დასახმარებლად. როგორც შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ბუნებრივ აირზე ვაუჩერების გაცემა ენერგეტიკის სამინისტროს კომპეტენციაა.

 

„აქ ბიუჯეტირების საკითხია. ვაუჩერების გაცემა ენერგეტიკის სამინისტროს კომპეტენციაა. შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლება იმ მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე, რომელიც აქვს და, რომელიც მიმართულია უფრო კონკრეტული პროექტებისკენ, ასეთ საკითხებს ვერ უზრუნველყოფს. რაც შეეხება ამ დაფინანსების საკითხს, არც გუბერნატორის ადმინისტრაციის და არც ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში არ შედის. ჯერ პროგრამული ბიუჯეტი შემუშავებული არ არის შესაბამისად, არ არის განსაზღვრული, იქნება თუ არა ამ მიმართულებით ბიუჯეტში რაიმე თანხა გამოყოფილი საზღვრისპირა მცხოვრები მოსახლეობისთვის“,-განაცხადეს შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

 

რატომ ხდება ბუნებრივი აირისთვის დახმარების გამოყოფა თებერვალში,  როცა ზამთარი დეკემბერში იწყება? როგორ შეძლებენ ე.წ. საზღვრისპირა  სოფლებში მცხოვრებლები ცივ ზამთართან გამკლავებას სახელმწიფოსგან ყოველგვარი დახმარების გარეშე და გადაწყვეტს თუ არა მთავრობა ახალი დადგენილების მიღებას 2018 წელს, ჯერჯერობით უცნობია. მაგრამ ის, რომ ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, ისიც ფაქტია. 


ავტორი: ნათია სოსიაშვილი



არაპროფესიონალები ტურიზმში, რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს

 არაპროფესიონალები ტურიზმში,  რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს
person access_time2018-04-24 12:30:00
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, საქართველოში ტურიზმის სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება. რამდენად მოსწონთ უცხოელ ტურისტებს საქართველო და რამდენად კმაყოფილები რჩებიან ქართული მასპინძლობით; ტურიზმი, პრობლემები და მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე ისაუბრეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“ ტურისტული კომპანია ,,იბერია ტურს პლიუსი დამფუძნებელმა მაიკო მურაჩაშვილმა.   მაიკო მურაჩაშვილი გვიყვება,...

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება
person access_time2018-04-24 11:30:00
კითხვაზე პასუხის გასაცემად სასურველია დავაკონკრეტოთ, თუ რასთან შედარებით შეიძლება იყოს ქართულ საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძვირი ან იაფი. თუ მაგალითად ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში მოქმედი ბანკების პროცენტებს შევადარებთ, დაახლოებით იგივე სურათს მივიღებთ, ცოტათი უფრო უკეთესს, მაგრამ თუ ევროპის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს შევედრებით, ვნახავთ, რომ ბევრად ძვირია ქართული საბანკო პროდუქტები. გარდა ამისა გასათვალისწინებელია თუ რა პარამეტრებისგან შედგება საპროცენტო განაკვეთი,...

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი სექტემბრიდან გამარტივდება

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი  სექტემბრიდან გამარტივდება
person access_time2018-04-24 09:50:00
  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მონიტორინგის შედეგად მომზადდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსს  ამარტივებს. კერძოდ, როგორც როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა სოფო ლობჟანიძემ „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაკეთდა პროცესის ანალიზი, რომელმაც კონკრეტული ცვლილებების დანერგვის აუცილებლობა...

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს
person access_time2018-04-23 20:00:00
„საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს რეგულარულად აკვირდება. ამ პროცესში არაერთი საყურადღებო შემთხვევა აღმოგვიჩენია, რომელიც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავდა. ამჯერად ჩვენი ყურადღება ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ჩატარებულმა ტენდერმა მიიპყრო, რომელშიც რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოვლინდა.    ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის...

KTW ჯგუფის კიდევ ერთი წამატებული პროექტი!

KTW  ჯგუფის კიდევ ერთი წამატებული პროექტი!
person access_time2018-04-23 19:00:05
„ახაშენი   ღვინის   კურორტი“ - ასე ეწოდება საერთაშორისო სტანდარტების ახალ  სასტუმროს   კახეთში, რომელიც    2018 წლის    მარტს, გურჯაანის  რაიონის   სოფელ    ახაშენში, KTW ჯგუფმა  პომპეზურად  გახსნა. აღნიშნული   პროექტი   კომპანიის  კიდევ   ერთი   წინ  გადადგმული ნაბიჯია, რომელიც საქართველოში ღვინის ტურიზმის   განვითარებას...


მსგავსი სიახლეები