ხელისუფლების უუნარობა თუ ტყუილი - ზამთრის კურორტები „კეთილდღეობისა და განვითარების“ გარეშე

ხელისუფლების უუნარობა თუ ტყუილი - ზამთრის კურორტები „კეთილდღეობისა და განვითარების“ გარეშე

access_time2017-12-13 09:00:42

ბაკურიანსა და გუდაურში ის ინფრასტრუქტურული და ყოფითი პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში არსებობს, კვლავ მოუგვარებელია. მართალია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრობლემებს ეტაპობრივად აგვარებენ, თუმცა ეს იმდენად ნელი ტემპით ხდება, რომ დასახული მიზნის მიღწევამდე მთავრობას კიდევ ბევრი მუშაობა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს.


გუდაურში ზამთრის ტურისტული სეზონი უკვე გაიხსნა, თუმცა კურორტი წელსაც სეზონს ძველი პრობლემებით შეხვდა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას, სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ, მაღალმთიან კურორტზე ინფრასტრუქტურა კვლავ მოუწესრიგებელია. მიუხედავად იმისა, რომ გუდაურში წყალგაყვანილობის ახალი სისტემები დამონტაჟდა, კერძო სექტორი მაინც პესიმისტურად არის განწყობილი და არ გამორიცხავს, რომ კურორტის სრულად დატვირთვის შემხვევაში წყლის მიწოდების პრობლემა ისევ შეექმნება.


გუდაურში მდებარე სასტუმრო „მარკო პოლოს“ გაყიდვების დირექტორი ირაკლი მამფორია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები კურორტზე ისევ არსებობს. „განსაკუთრებით პრობლემებია წყალთან დაკავშირებით. უწყლოობა კი კურორტზე ბიზნესის განვითარებისთვის სერიოზული ხელშემშლელი ფაქტორია. გუდაური ვითარდება, თუმცა ამ მიმართულებით მეტის გაკეთებაა საჭირო“, - განმარტა ირაკლი მამფორიამ.


გუდაურში მდებარე კიდევ ერთი სასტუმროს, „გუდაურას“ დირექტორი ირაკლი კუტალია აღნიშნავს, რომ ბევრი პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია. „თითქმის ყველა პრობლემა, რაც ამ დრომდე არსებობდა, კვლავ უცვლელი რჩება. ძირითადი პრობლემა არის სასტუმრომდე მისასვლელი გზა, საფეხმავლო ბილიკის არარსებობა რა თქმა უნდა, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“.



გუდაურთან ერთად, პრობლემები არსებობს ბაკურიანშიც. კურორტზე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო ტურისტებისთვის დასვენება ჯერ ისევ არაკომფორტულია. სასტუმროების წარმომადგენლების განცხადებით, ბაკურიანი წყლის პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა, არ არის გასართობი ცენტრები. კერძო სექტორი კიდევ ერთ პრობლემად სამედიცინო დახმარების პუნქტს ასახელებს, აცხადებენ, რომ სერიოზული დაზიანების შემთხვევაში პაციენტისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ადგილზე ვერ ხდება და ის ბორჯომში გადაჰყავთ. რაც შეეხება კურორტზე გასართობი დაწესებულებებს, კერძო სექტორი ამ მიმართულებით კვლავ არ ინტერესდება.


ბაკურიანში მდებარე სასტუმროს 4house Bakuriani-ს მენეჯერის ნათია ლეჟავას განცხადებით, ბაკურიანს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამ ეტაპზე მას სათანადო ყურადღება არ ექცევა. „ბაკურიანში რომ ინფრასტრუქტურა ბოლომდე განვითარებული არ არის, ეს ყველას კარგად მოეხსენება. ამ მიმართულებით სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ეს უფრო სწრაფ ტემპებში მოხდება. შიდა გზების მოწყობის პრობლემაა, ასევე არ არის გასართობი ადგილები, სადაც ახალგაზრდობა დროს გაატარებს. ბაკურიანს მხოლოდ ერთი პარკი აქვს და ეს საკმარისი არ არის.


„ბაკურიანს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ინფრასტრუქტურის მოწყობის თვალსაზრისით სიახლეები მეტ შემოსავალს მოიტანდა და ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობდა ხელს. სახელმწიფოს მხრიდან მეტი მხარდაჭერაა საჭირო. სპორტსმენების მხრიდან ბაკურიანზე დაინტერესება დიდია, თუმცა არ არის სპორტსკოლები და სტადიონები“, - განაცხადა ნათია ლეჟავამ.

Hotel New Didveli-ს მენეჯერი მაია მურაჩაშვილი კი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად უწყლოობას ასახელებს: „ბაკურიანში წყლის პრობლემა დგას და სწორედ ამიტომ ჩვენ წყლის ავზები გვიდგას. როდესაც წყალი მოდის, ავზებს ვავსებ. უწყლობის გამო სხვა სასტუმროებიდან ჩვენთან ხშირად გადმოდიან“.


„კომერსანტი“ რამდენიმე წლის განმავლობაში, ყოველ საკურორტო სეზონზე, აქტიურად ეხმაურებოდა ბაკურიანსა და გუდაურში არსებულ პრობლემებს და ხელისუფლებისგან ითხოვდა პასუხს კითხვებზე — როდის გახდებოდა ორივე კურორტი დამსვენებლებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი და როდის მოგვარდებოდა კურორტებზე არსებული პრობლემები? ამ კითხვებზე მკაფიო პასუხი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იყო ის, რომ პრობლემებს აუცილებლად მოაგვარებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ წელს როგორც ბაკურიანი, ასევ გუდაური ახალ სეზონს ძველი პრობლემებით შეხვდა. რაღაც გაკეთდა, მაგრამ სრულფასოვანი დასვენებისთვის არასაკმარისი.



ავტორი: ლიკა გურაბანიძე




„Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც ბიზნესს „ატერორებს“

 „Microsoft“-ის სახელით შექმნილი ფულის გამოძალვის სქემა, რომელიც  ბიზნესს „ატერორებს“
person access_time2018-04-24 12:49:48
სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატი კახა ასლანიშვილი ხმაურიან განცხადებას აკეთებს. მისი თქმით: არც „მაიკროსოფტ-საქართველოს“ და არც საადვოკატო ფირმა BLB-ის არ აქვთ რეალური კავშირი Mიკროსოფტ კორპორაციასთან,  და რამდენიმე წელია, ისინი ბილ გეითსის კორპორაციის სახელის გამოყენებით საქართველოს ბიზნეს კომპანიებს არაუფლებამოსილად უყენებენ  მოთხოვნებს. „პირველ რიგში ჩვენ კითხვები გაგვიჩნდა იმ პირის მიმართ, რომელიც Mიცროსოფტ-ის კორპორაციის სახელით გვესაუბრებოდა. ეს არის ადვოკატი...

არაპროფესიონალები ტურიზმში, რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს

 არაპროფესიონალები ტურიზმში,  რაც ქვეყნის იმიჯს საფრთხის ქვეშ აყენებს
person access_time2018-04-24 12:30:00
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო დროინდელი კვლევის თანახმად, საქართველოში ტურიზმის სფერო სწრაფი ტემპით ვითარდება. რამდენად მოსწონთ უცხოელ ტურისტებს საქართველო და რამდენად კმაყოფილები რჩებიან ქართული მასპინძლობით; ტურიზმი, პრობლემები და მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე ისაუბრეს რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“ ტურისტული კომპანია ,,იბერია ტურს პლიუსი დამფუძნებელმა მაიკო მურაჩაშვილმა.   მაიკო მურაჩაშვილი გვიყვება,...

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება

რამდენად ძვირია საბანკო სესხები საქართველოში -საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში კლებადი ტრენდით ხასიათდება
person access_time2018-04-24 11:30:00
კითხვაზე პასუხის გასაცემად სასურველია დავაკონკრეტოთ, თუ რასთან შედარებით შეიძლება იყოს ქართულ საბანკო სექტორში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ძვირი ან იაფი. თუ მაგალითად ჩვენს სამეზობლო ქვეყნებში მოქმედი ბანკების პროცენტებს შევადარებთ, დაახლოებით იგივე სურათს მივიღებთ, ცოტათი უფრო უკეთესს, მაგრამ თუ ევროპის და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს შევედრებით, ვნახავთ, რომ ბევრად ძვირია ქართული საბანკო პროდუქტები. გარდა ამისა გასათვალისწინებელია თუ რა პარამეტრებისგან შედგება საპროცენტო განაკვეთი,...

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი სექტემბრიდან გამარტივდება

მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსი  სექტემბრიდან გამარტივდება
person access_time2018-04-24 09:50:00
  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მონიტორინგის შედეგად მომზადდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც მასწავლებლებისთვის შესაბამისი კატეგორიის შენარჩუნების სტატუსს  ამარტივებს. კერძოდ, როგორც როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტმა სოფო ლობჟანიძემ „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაკეთდა პროცესის ანალიზი, რომელმაც კონკრეტული ცვლილებების დანერგვის აუცილებლობა...

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სახელმწიფო შესყიდვები კორუფციის ნიშნებს შეიცავს
person access_time2018-04-23 20:00:00
„საერთაშორისო  გამჭვირვალობა - საქართველო” საჯარო უწყებების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს რეგულარულად აკვირდება. ამ პროცესში არაერთი საყურადღებო შემთხვევა აღმოგვიჩენია, რომელიც სავარაუდო კორუფციის ნიშნებს შეიცავდა. ამჯერად ჩვენი ყურადღება ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ჩატარებულმა ტენდერმა მიიპყრო, რომელშიც რამდენიმე საეჭვო გარემოება გამოვლინდა.    ფინანსთა სამინისტროს აკადემია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის...


მსგავსი სიახლეები