გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო

გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო

access_time2017-12-12 12:38:34

სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის უმთავრესი ინსტიტუციური იარაღი პარლამენტისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს კარგი მმართველობა, გამჭვირვალობა, რესურსების ეფექტური გამოყენება და ხარჯვა და, რა თქმა უნდა, ეფექტურობის კონტროლიც - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

 

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა ხაზი გაუსვა აუდიტის სამსახურის ეფექტურობისა და მისი რეკომენდაციების გაზიარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით დღევანდელ კონტექსტში, როდესაც ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადადის.

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა დონორებს, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციური განვითარების პროექტში - სტრატეგიის განხორციელებაში ეხმარებიან, მათ შორის, პირველ რიგში ევროკავშირს, ასევე - GIZ-ს, მსოფლიო ბანკს და USAID-ს.

 

 


მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მაღალი დონის პროფესიონალიზმსა და რეპუტაციაზე.

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სამსახურის უფროსად შერჩეულია პიროვნება, რომელსაც პრაქტიკულად მთელმა პარლამენტმა დაუჭირა მხარი და მის პროფესიონალიზმსა და დამოუკიდებლობის ხარისხთან დაკავშირებით არც ერთი კითხვა არ დასმულა. ბატონი ირაკლი მექვაბიშვილის გამოცდილება და რეპუტაცია არის ძალიან მაღალი. მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსად შერჩეულია დამოუკიდებელი კანდიდატი მაღალი პროფესიონალიზმის ნიშნით. ჩვენ ასევე მივიღეთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ომბუდსმენად შერჩეულ იქნა ადამიანი, რომელიც სამოქალაქო სექტორმა წარმოადგინა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ბალანსისთვის, რომელიც უნდა არსებობდეს სახელმწიფოში, როდესაც ინსტიტუციები ერთმანეთს აბალანსებენ და აკონტროლებენ. ამიტომ, მივესალმები ამ სტრატეგიას. ის ჩვენ საშუალებას მოგვცემს, გავაუმჯობესოთ მმართველობის ხარისხი ქვეყანაში, უფრო გამჭვირვალე გავხადოთ იგი და, რა თქმა უნდა, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიმართულებითაც ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

პროექტი - "საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება", რომელიც 2018-2022 წლებისთვის არის გაწერილი, გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა წარადგინა.

 

 

 

 

 

 



გეგშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურის და ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგები მოეწყობა

გეგშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურის და ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგები მოეწყობა
person access_time2018-04-25 10:58:01
გეგშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურის და ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგები მოეწყობა.თბილისის მერიამ საპარკინგე სისტემის მოსაწესრიგებლად ინტერესთა გამოხატვა  3 ლოკაციაზე გამოაცხადა.  შერჩეულ კომპანიას მიწა 1 ლარად გადაეცემა. პროექტი ჯამში 715 საპარკინგე ადგილის მოწყობას ითვალისწინებს.  „გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს. მზად ვართ ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით შევქმნათ...

კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა

კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა
person access_time2018-04-24 19:14:00
  მედია-საშუალებებში დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა,  „კომერსანტი“ დაუკავშირდა როგორც Microsoft-საქართველოს, ისე საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელს  კახა შარაბიძეს და მათ საპასუხო კომენტარის გაკეთება სთხოვა. შეგახსენებთ,...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-02 09:00:00
  იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელმა...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-25 09:00:00
    იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“...

ბექა ნაცვლიშვილი: მიწის გასხვისებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აგრობანკის შექნით მოვაგვარებდით

ბექა ნაცვლიშვილი: მიწის გასხვისებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აგრობანკის შექნით მოვაგვარებდით
person access_time2018-04-25 12:30:00
როგორც „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს ბანკების დაკრედიტების წილი სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით იმდენად მცირეა, რომ ქვეყანა დაკრედიტების ალტერნატიულიწყაროს მოძიება აუცილებელი ხდება. მისი თქმით, ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი აგრარული სექტორის განვითარების ბანკის, ანუ  აგრობანკის შექმნა იქნებოდა. „როდესაც მიწის შესაძებ საკითხზე დაიწყება მსჯელობა, იმედია აგრობანკის შექმნის იდეას...


მსგავსი სიახლეები