ტექდათვალიერების საფასურის გადახდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მოხდება

access_time2017-12-07 20:20:55

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის საჭირო თანხის გადახდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მოხდება.

 

როგორც ცნობილია, მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების - 100 ლარი ეღირება.

 

საქართველოში დღეს არსებული ინფრასტრუქტურა მოიცავს ტექნიკური ინსპექტირების 26 ცენტრს, სადაც დამონტაჟებულია ინსპექტირების 35 ხაზი, თუმცა ეკონომიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს და მომავალი წლის განმავლობაში სავალდებულო, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

 


როგორც ცნობილია, შვეიცარულმა კომპანიამ SGS-მ, რომელიც ეკონომიკისა სამინისტროს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის მომზადების პროცესში კონსულტაციას უწევს, გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ეხება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობებისა და აღჭურვილობის მოთხოვნების განსაზღვრას, ასევე, პერსონალის ტექნიკურ კვალიფიკაციას.

 

როგორც უწყებაში აცხადებენ, პროცესი იქნება გამჭვირვალე - პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს აღრიცხვა-კონტროლის მონაცემები უწყვეტ რეჟიმში გადაეცემა და შეინახება ერთიან ელექტრონულ ბაზაში, ასევე ინსპექტირების ყველა ცენტრი აღჭურვილი იქნება ვიდეოთვალთვალის კამერებით და მომსახურების ღირებულების ანაზღაურება მოხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.

 

 

BPN.GE 

 



მთავრობის 620-გვერდიანი დადგენილება ცუდი ენით არის ნათარგმნი და მისი გაგება რთულია

person access_time2018-01-16 14:30:35
2017 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ტექნიკური რეგლამენტი - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“ ამოქმედდა. მთავრობის 620-გვერდიან დადგენილებაში საუბარია უსაფრთხოების მისაღწევად საჭირო მინიმალურ მოთხოვნებზე, როგორიცაა გასასვლელების სათანადოდ დაპროექტება, ხანძრისა თუ სხვა საფრთხეებისგან დაცვა, კიბეებისა თუ ლიფტების შესაბამისი წესების დაცვით მოწყობა და ა.შ. თუმცა, რეგლამენტის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ დეველოპერები მშენებლობის ნებართვების „გაჭედვასა“ და უძრავი...

2 თვეში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა 4,7 ათასით გაიზარდა

person access_time2018-01-16 13:30:29
...

„არავინ იცის, როგორი დენი მიდის მომხმარებლამდე!“ - ენერგეტიკოსები ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ

person access_time2018-01-16 11:10:24
ელექტროენერგიის ხარისხის კონტროლი გასამკაცრებელია. ენერგეტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ დენის ხარისხი არ კონტროლდება და ამით მომხმარებელი ზარალდება. ბოლო პერიოდში კომპანიებს ამ მხრივ გარკვეული ვალდებულებები დაეკისრათ, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში კი ამტკიცებენ, რომ ელექტროენერგიის ხარისხი დამაკმაყოფილებელია. ენერგეტიკოსები ეჭვობენ, რომ დენის ხარისხის კონტროლი არ მიმდინარეობს....

„უნიკალური ოპერაცია ჩატარდა“ - როგორ გადაარჩინეს ქართველმა ექიმებმა სასიკვდილო დიაგნოზის მქონე პაციენტი

person access_time2018-01-16 16:00:54
„ეს იყო ურთულესი ოპერაცია“ - აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას სამშობიარო სახლის PINEO Luxury-ის დირექტორი ზაზა სინაურიძე. საქმე ეხება რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ უნიკალურ ოპერაციას, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა და რომლის შედეგად სასიკვდილო დიაგნოზის მქონე პაციენტის გადარჩენა მოხერხდა.  პლაცენტა პერკრეტას და საშვილოსნოს ანევრიზმის პათოლოგიების დიაგნოზის მქონე პაციენტს ოპერაცია რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა. როგორც ზაზა...

H&M-მა და არჩევნებმა გარე სარეკლამო ბაზარი 15%-ით გაზარდა - outdoor.ge

person access_time2018-01-16 12:15:18
„გასულ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით დატვირთული ბანერების რაოდენობამ 70-80% შეადგინა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ სარეკლამო სააგენტო outdoor.ge-ს დირექტორმა ზურაბ პერტაიამ განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე გარე სარეკლამო ბაზარი საკმაოდ დატვირთულია, თუმცა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, ბაზარზე შესაძლოა, მცირედი ცვლილებები მოხდეს. „ამ ეტაპზე სარეკლამო ბაზარი...


მსგავსი სიახლეები