„საქართველოში საწვავის მოხმარება არ შემცირებულა“  - ვანო მთვრალაშვილი საწვავის იმპორტის 7,4%-იანი შემცირების მიზეზებს განმარტავს

„საქართველოში საწვავის მოხმარება არ შემცირებულა“ - ვანო მთვრალაშვილი საწვავის იმპორტის 7,4%-იანი შემცირების მიზეზებს განმარტავს

access_time2017-12-07 17:30:28

2017 წლის იანვარ-ნოემბერში  ბენზინი და დიზელის საწვავის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.4%-ით შემცირდა. ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, იმპორტის შემცირება სეზონურ ფაქტორს და ნავთოპდუქტებზე აქციზის გადასახადის ზრდას უკავშირდება.


„როგორც ცნობილია მიმდინარე წელს შევიდა ცვლილება საგადასახადო კოდექსში, კერძოდ გაიზარდა აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებზე. გასული წლის დეკემბერში შემოვიდა საკმაოდ დიდი მოცულობის ნავთობპროდუქტები, რომელიც უკვე მოხმარებაში იყო შემდგომ თვეებში, ანუ შემოვიდა იმაზე გაცილებით მეტი, რაც საშუალოდ მოხმარება იყო გასულ წლებში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში ნავთობპროდუქტებზე მაღალი ფასებია, მოხმარება მაინც მაღალ ნიშნულზეა, საქართველოში საწვავის მოხმარება არ შემცირებულა“, განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა.


ვანო მთვრალაშვილის თქმით, მიმდინარე წელს რამდენიმე გამოწვევა იყო, მათ შორის, ნავთობის ფასები, ლარის კურსის მერყეობა, აქციზის გაზრდა, თუმცა 2017 წელი მაინც დამაკმაყოფილებელი იყო კომპანიებისთვის.



„1-ლი იანვრიდან შევიდა საგადასახადო კოდექსში ცვლილება ანუ აქციზური გადასახადი გაიზარდა და ამან საშუალოდ 25 თეთრით ფასის მატება გამოიწვია. თუმცა წელი დაწყებული აპრილის თვიდან აგვისტომდე ხასიათდებოდა იმით, რომ საერთაშორისო ფასები ნავთობზე მცირდებოდა და ჩვენთანაც საცალო ქსელში ფასები მოდიოდა დაბლა. მიუხედავად იმისა, რომ აქციზური გადასახადის გამო ფასმა მოიმატა, საცალო ქსელში ფასი მაინც ოპტიმალური იყო. აგვისტოს თვიდან საერთაშორისო ფასებმა დაიწყო მატება, ლარი გაუფასურდა, ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია ფასების გაზრდა და დღეს გვაქვს საკმაოდ მაღალი ფასები. თუმცა 11 თვის მონაცემებით, იმპორტი და მოხმარება იყო საკმაოდ მაღალ ნიშნულზე. როცა მოხმარება მაღალია ეს კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მათ შორის არის საკმაოდ დიდი კონკურენცია“,-აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.


ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი, 2017 წელს საავიაციო ნავთისა და ბიტუმის იმპორტის ზრდაზე საუბრობს.


„მიმდინარე წელს საავიაციო ნავთის იმპორტი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. საქართველოში მიმდინარე წელი იყო საკმაოდ აქტიური ტურიზმის თვალსაზრისით. ნავთი გამოიყენება საერთაშორისო რეისების დროს, რაც იმაზე მიუთითებს რომ ამ მხრივ საქართველოში მზარდი ტენდენცია გვაქვს. აქ არის ძალიან დიდი მატება გასულ წელთან შედარებით 25%-ით მეტი საავიაციო ნავთობი არის შემოსული, რაც მიანიშნებს, რომ გაცილებით მეტი რეისი შეასრულეს ავიაკომპანიებმა. ასევე სანავთობო ბითუმი, რომელიც ინფრასტრუქტურის მშენებლობაში გამოიყენება, იმპორტი არის გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ გაცილებით მეტი ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდა მიმდინარე წელს“,-განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.



„კომერსანტი“



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები