FAO-ს კვლევა: საქართველოში პრობლემად რჩება ფერმერთა არაინფორმირებულობა ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების შესახებ

FAO-ს კვლევა: საქართველოში პრობლემად რჩება ფერმერთა არაინფორმირებულობა ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების შესახებ

access_time2017-12-07 15:20:12

FAO-ს ფერმერთა განწყობების კვლევის თანახმად, საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ფერმერთა არაინფორმირებულობა ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების შესახებ, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ უკავშირდება სურსათის უვნებლობის საკითხს. გამოკითხვა, რომელიც აგვისტო-სექტემბრის თვეში, კავკასიის რესურსების კვლევითმა ცენტრმა (CRRC)ჩაატარა, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გარდა, მოიცავს ინფორმაციას ფერმერთა შორის გენდერული როლების განაწილებისა და მათ მიერ მედია და საინფორმაციო საშუალებების გამოყენებისშესახებ.

 

კვლევის მიგნებები

 

ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებები

 

ფერმერთა ნახევარზე მეტს (57%) საკუთარი მსხვილფეხა საქონელი იდენტიფიცირებული ჰყავს საყურე ნიშნებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველზე განხორციელებულია ვეტერინარული ზედამხედველობა. მიუხედავად ამისა, კვლევამ ცხადყო, რომ მესაქონლეთა უმეტესობა ვერ ხედავს კავშირს ცხოველისა და ადამიანისჯანმრთელობას შორის.

 

კითხვაზე, რამდენად ინფორმირებული ხართ საქონლის დაავადებების შესახებ? შეაფასეთ საკუთარი ცოდნა შკალაზე, სადაც 0 ნიშნავს „საერთოდ არაფერი ვიცი ცხოველთა დაავადებების შესახებ“, ხოლო, 10 ნიშნავს „ყველაფერი ვიცი ცხოველთა დაავადებების შესახებ“, გამოკითხულთა 29% აღნიშნა, რომ თითქმის არაფერი იცის ცხოველთა დაავადებების შესახებ. ეს კი ნიშნავს, რომ ფერმერები და მათი ოჯახის წევრები, ცხოველიდან ადამიანზე გადამდები (ზოონოზური) დაავადების პირველად რისკ-ჯგუფის კატეგორიაში არიან. 

 

გამოკითხულთა 58% საკუთარი ცხოველისაგან წარმოებული ნაწარმის (რძე, ყველი, ხორცი) უდიდეს ნაწილს, 76-100% თავად მოიხმარს. სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის ფაქტი, რომ ფერმერთა მხოლოდ 4-მა პროცენტმა დაკლა მსხვილფეხა საქონელი სასაკლაოში ბოლო 12 თვის მანძილზე.

 

ცხოველთა ჯანმრთელობის კონტროლის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამას, რომლის ფარგლებში, ცხოველებს უტარდებათ უფასო ვაქცინაცია როგორც ზოონოზურ, ასევე სხვა დაავადებებზე. 2017 წლიდან კი საქართველო ეტაპობრივად გადადის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის გაუმჯობესებულ სისტემაზე NAITS, რომელიც შესაძლებელს გახდის, როგორც სურსათის უვნებლობის ხარისხის გაუმჯობესებას, აგრეთვე დაავადებების პრევენციას.

 

„კვლევამ გამოავლინა, სფეროები, სადაც  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და FAO-მ მუშაობა უნდა გააძლიერონ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ფერმერებმა გააცნობიერონ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა და უფრო აქტიურად ითანამშრომლონ, როგორც სახელწიფო სტრუქტურებთან, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან“ - განაცხადა FAO-ს NAITS პროგრამის ხელმძღვანელმამიხეილ სოხაძემ.  

 


გენდერული როლები

 

კვლევის თანახმად, ქალები და კაცები თითქმის თანაბარ დროს უთმობენ ცხოველთა მოვლა-პატრონობას (2 საათი და 40წ.) ასევე ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებებს, საქონლის მკურნალობასთან დაკავშირებით. თუკაცები პასუხისმგებლები არიან ცხოველთა საკვებით უზრუნველყოფაზე, ქალების ვალდებულებაა, ცხოველისმოწველა და პროდუქტების წარმოება. ცხოველური პროდუქტის გაყიდვაზე, ძირითადად ქალები არიან პასუხისმგებლები, თუმცა საქონლის გაყიდვა კაცების პრეროგატივაა.

 

გენდერული როლების გადანაწილებასთან დაკავშირებით, განსხვავებები რეგიონების მიხედვით იკვეთება.მაგალითად, მარნეულში, მამაკაცების მიერ საქონლის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია,კვლევის სხვაარეალებთან შედარებით.

 

გენდერული თვალსაზრისით, გამორჩეული ადგილია ახალქალაქში, სადაც ყველაზე მაღალია ქალების მიერ საქონლის და საქონლის პროდუქტის გაყიდვით მიღებული შემოსავალი.

 

მედია და საკომუნიკაციო არხები

 

კვლევის ერთ-ერთი მოდული მოიცავს ინფორმაციასმედიისა და საკომუნიკაციო არხების შესახებ - თუ რა გზებით იღებენ ინფორმაციას ფერმერები, რომელ არხებს ანიჭებენ უპირატესობას და ვის მიწოდებულ ინფორმაცია ენდობიან ყველაზე მეტად.

 

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უდიდესი ნაწილისთვის (82% ყველა ასაკობრივ ჯგუფში), ტელევიზია კვლავ რჩება ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ. მეორე და მესამე ადგილს, ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, მეგობრები/მეზობლები (24%) და ინტერნეტი (10%) ინაწილებენ.

 

ფერმერებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით ტელეკომპანიები: „იმედი“ 55% და „რუსთავი2 “(54%) სარგებლობენ, მათ მოსდევთ, საზოგადოებრივი მაუწყებელი 5%, ტელეკომპანია „მაესტრო“ 3% და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი 2% (აქვე უნდა აღინიშნოს, რეგიონის შიგნით აჭარის საზ. მაუწყებლის ყურების წილი 11%-ია). გამოკითხულთა 19%, უპირატესობას ანიჭებს ან სომხურ, ან აზერბაიჯანულ-თურქულ, ან რუსულ არხებს. როგორც გამოკითხვამ, ასევე ფოკუს ჯგუფებმა აჩვენეს, რომ ეთნიკურად არაქართული მოსახლეობა საერთოდ არ/ვერ (ქართული ენის არცოდნის გამო) უყურებს ქართულ არხებს.

 

რაც შეეხება ინტერნეტის მოხმარებას, გამოკითხულთა 24%, რომელთა ასაკობრივი ჯგუფი  35 წლამდეა, თითქმის ყოველდღიურად იყენებს ინტერნეტს. ასაკის ზრდასთან ერთად ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი იკლებს. ინტერნეტში ყველაზე ხშირად, სოციალურ ქსელებს, Facebook, (41%) YouTube (34%) Odnaklasniki.ru (15%) იყენებენ, ასევე ინტერნეტ საიტებს: myvideo.ge (12%), ambebi.ge (9%).

 

რეგიონებში უკიდურესად დაბალია რადიოს და ჟურნალ-გაზეთების მოხმარების პროცენტი. გამოკითხულთა 94% საერთოდ არ უსმენს რადიოს, ხოლო ჟურნალ-გაზეთებს არ კითხულობს 84%.

 

 

კვლევის ჩატარება, შესაძლებელი გახდა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, რომლებმაც NAITS პროექტის იმპლემენტაციისთვის ჯამში 5 მილიონი დოლარი გამოყვეს.

 

 

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები