იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების მოსალოდნელი შედეგები და მსოფლიო ლიდერების რეაქცია ტრამპის გადაწყვეტილებაზე

access_time2017-12-07 14:34:09

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. ამ საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას ხვალ, 8 დეკემბერს გამართავს. „როიტერსის" ინფორმაციით, საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა უშიშროების საბჭოს 15-დან 8 წევრმა - საფრანგეთმა, ბოლივიამ, ეგვიპტემ, იტალიამ, სენეგალმა, შვედეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ურუგვაიმ.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 6 დეკემბერს განაცხადა, რომ დადგა დრო იერუსალიმი ოფიციალურად აღიარონ ისრაელის დედაქალაქად. ტრამპმა სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, დაიწყოს აშშ-ის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის პროცესი. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მიესალმა მხოლოდ ისრაელი. „აშშ-ს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მშვიდობის უზრუნველყოფას ემსახურება", - თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. 

 

პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის, მაჰმუდ აბასის განცხადებით, ვაშინგტონი ვეღარ შეძლებს შუამავლობას სამშვიდობო პროცესში, რადგან მისი გადაწყვეტილება ხელყოფს ყველა სამშვიდობო ძალისხმევას. 

 

პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის აშშ-ის მოკავშირეებმაც. საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ აშშ-მა გადადგა უპასუხისმგებლო ნაბიჯი, რომელიც საგრძნობლად უკან დახევს სამშვიდობო პროცესს. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, აუცილებელია თავშეკავება ნებისმიერი ნაბიჯისგან, რომელიც ხელს შეუშლის პალესტინელებსა და ისრაელს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეს გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მთავრობებმაც. მათი პოზიციაა, რომ იერუსალიმის სტატუსი უნდა განისაზღვროს ორი სახელმწიფოს შექმნის სტრატეგიის ფარგლებში და ისრაელი-პალესტინის მოლაპარაკებების შედეგად. გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, ის ყოველთვის ეწინააღმდეგება ცალმხრივ ზომებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ისრაელისა და პალესტინელების კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პერსპექტივას.


 

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ამბობს, რომ იერუსალიმის საკითხზე ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს დასავლელ ლიდერებთან, რომის პაპთანაც, ასევე ვლადიმერ პუტინთან. „ტრამპი ახლა მიქსერის როლს თამაშობს და მთლიანად რეგიონის შენჯღრევას ახდენს. ისრაელი წმინდა ადგილია მუსლიმებისთვის, ქრისტიანებისთვის და ებრაელებისთვის. ამგვარი ნაბიჯი განსაკუთრებით ამ რეგიონისთვის ანთებული ასანთის ტოლფასია. ლიდერებმა არა კონფლიქტების პროვოცირება, არამედ მშვიდობის დამყარება უნდა მოახდინონ. თუ ტრამპი მიიჩნევს, რომ ის ასეთი ძლიერია და ამიტომაც მართალია, მაშინ ის ცდება. ძლიერი მართალს არ ნიშნავს", - განაცხადა ერდოღანმა.

 

იერუსალიმის საკითს გამოეცმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. „საკითხი არის ძალიან სენსიტიური და რა თქმა უნდა, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება მსჯელობა და საქართველო დააფიქსირებს პოზიციას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო კონიუნქტურის და იმ საფრთხების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს რეგიონში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

ტრამპის განცხადება რადიკალურ ცვლილებას წარმოადგენს აშშ-ის პოლიტიკაში - რომლის ფარგლებშიც ქალაქის სტატუსი უნდა გადაწყვეტილიყო პალესტინელებთან მოლაპარაკებით. იერუსალიმის სტატუსი ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირების მთავარი საგანია. ისრაელი იერუსალიმს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევს. პალესტინელებს კი სჯერათ, რომ ის მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქია. ქვეყნების უმრავლესობა არ აღიარებს ისრაელის სუვერენიტეტს მთელს ქალაქზე, რომლის გარკვეულ ადგილებს წმინდად მიიჩნევენ მუსლიმები, ებრაელები და ქრისტიანები. პალესტინელები და არაბული ქვეყნების ლიდერები, ისევე, როგორც აშშ-ის წამყვანი მოკავშირეები და გაეროს გენერალური მდივანი, ტრამპს აფრთხილებდნენ, რომ ეს ნაბიჯი მთელს ახლო აღმოსავლეთში ძალადობის პროვოცირების და სამშვიდობო პროცესის გართულების საფრთხეებს შეიცავდა.

 

 

 

 



ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს (ფოტოები)

person access_time2018-01-22 19:50:56
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, კაფეტერია და სუვენირების მაღაზია. ასევე, გამოიყო საგანმანათლებლო სივრცე, მოეწყო ტურისტული ბილიკი.   ნავენახევის მღვიმე...

ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

person access_time2018-01-22 17:30:19
 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს...

„ირანიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო, საექსპორტო ცხვრის ფასმა მოიმატა“

person access_time2018-01-22 16:30:07
ქართულ ცხვარს რეალიზაციის და ექსპორტზე გატანის პრობლემა აღარ აქვს. სექტორის წარმომადგენლები არანაკლებ სირთულეს   რუსეთიდან შემოსულ ცხვარში ხედავენ, რომელიც საქართველოში იკვლება და ირანში ქართული ხორცის სახელით გადის. როგორც „კომერსანტს“  „მეცხვარეთა ასოციაციის  თავმჯდომარე  ბექა გონაშვილმა განუცხადა, საქართველოდან გასული ცხვრის ქართული და რუსული ხორცი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ექსპორტიორი ქვეყანა შეცდომაში...

Wall Street-ის ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 90%-ით გაუფასურდება

person access_time2018-01-22 20:30:51
Bleakley Advisory Group-ის საინვესტიციო ოფიცერი, პეტერ ბუკვარი კრიპტოსამყაროს მასიურ ვარდნას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, კრიპტოსამყარო მასიური საპნის ბუშტია, რომლის გასკდომის დროც ახლოვდება.   „როდესაც რაიმე ასეთი ტიპის პარაბოლას ემსგავსება, ის აუცილებლად უბრუნებდა იმ საწყისს, საიდანაც პარაბოლამ ზრდა დაიწყო,“ განაცხადა მან CNBC-სთან საუბრისას.   ბუკვარის ვარაუდით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაუფასურდება. „ნამდვილად არ...

EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...


მსგავსი სიახლეები