ეროვნული ბანკის სტატისტიკის მომხმარებელს შეეძლება იხილოს უფრო დეტალური მონაცემები ბანკების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ

access_time2017-12-07 12:19:21

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დღეიდან, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ოფიციალურ ვებგვერდზე იხილოს უფრო დეტალური მონაცემები კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ.  

 

 

„საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც გამჭვირვალობის პრინციპის ერთგული რჩება და მუდმივად აწვდის ინფორმაციას დაინტერესებულ საზოგადოებას სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ ამა თუ იმ ეტაპზე სტატისტიკის მომხმარებელთათვის განსაკუთრებით აქტუალური ხდება ესა თუ ის ინფორმაცია, ეროვნული ბანკი მზადაა გააფართოვოს გამოქვეყნებული მონაცემების წრე, მათი დეტალიზაციის გზით. დღეიდან, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ოფიციალურ ვებგვერდზე იხილოს უფრო დეტალური მონაცემები კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლების შესახებ (ცხრილი M3.4).




უფრო კონკრეტულად, კომერციული ბანკების "სხვა არასაპროცენტო შემოსავლებიდან" და "სხვა არასაპროცენტო ხარჯებიდან" ცალკე გამოიყო მუხლი "სავალუტო სახსრების გადაფასებიდან მიღებული წმინდა მოგება/ზარალი", რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს უფრო ზუსტი ინფორმაცია მიიღოს კურსის ცვლილებით გამოწვეული შედეგების (ჯამურად ბალანსის მუხლების გადაფასებით გამოწვეული წმინდა შემოსავლის/ხარჯის) შესახებ. ასევე, მუხლიდან "საკომისიოები და შემოსავლები გაწეული მომსახურებიდან" ცალკე გამოიყო "სესხებსა და სხვა აქტივებზე დარიცხული შემოსავლები ჯარიმებიდან/საურავებიდან". გარდა აღნიშნულისა, ამიერიდან ზემოაღნიშნული ცხრილის მონაცემები გამოქვეყნდება საანგარიშო თვეების მიხედვით და არა ნაზარდი ჯამით, როგორც აქამდე ქვეყნდებოდა. ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მომხმარებლისათვის საინტერესო სტატისტიკური მონაცემების მიწოდებას“ - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

 

 

 



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები