დასავლეთისა და რუსეთის ინტერესების გადაკვეთა უკრაინაში

access_time2017-12-07 09:23:05

დასავლეთისა და რუსეთის ინტერესების გადაკვეთა უკრაინაში, პროშენკოს უსუსური ხელისუფლება და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სავარაუდო ექსტრადირების მოსალოდნელი შედეგი - პოლიტოლოგები სააკაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს აფასებენ.

 

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, უკრაინის „ახალ ძალთა გაერთიანების" ლიდერი, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავის მომხრეებთან ერთად, კვლავ რჩება უკრაინის პარლამენტის შენობასთან გაშლილ ე. წ. „კარვების ქალაქში". სააკაშვილი არ აპირებს დასაკითხად მივიდეს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით სააკაშვილი ძებნაში ჰყავს გამოცხადებული. მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გუშინ აქცია გაიმართა თბილისშიც. „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მსვლელობა გამართეს რუსთაველის გამზირზე და განაცხადეს, რომ საქართველოსა და უკრაინაში ოლიგარქიული მმართველობა უნდა დასრულდეს. უკრაინაში კი, სააკაშვილის მომხრეებმა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის დასაწყებად, ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

 

მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებში გარკვევას ცდილობენ ქართველი პოლიტოლოგები. ვახტანგ ძაბირაძის თქმით, უკრაინის ხელისუფლება ან მეტისმეტად უსუსურია, ან ვიღაც შეგნებულად ცდილობს მიხეილ სააკაშვილისგან გმირის შექმნას. „ძნელია ამის ზუსტი დიაგნოსტირება, მაგრამ, ზოგადად, ეს თითქოს ასე ჩანს. სხვა ამბავია ის, რომ, როგორც ჩანს, პოროშენკოსა და მის ხელისუფლებას მართლაც არ აქვს მხარდაჭერა, მაგრამ ჯერჯერობით ასევე არ აქვს დიდი მხარდაჭერა სააკაშვილს. მიდის მისი ლიდერად ჩამოყალიბებისმაგვარი პროცესი. ამის მომსწრე ჩვენ ვიყავით არაერთგზის არამარტო სააკაშვილის მაგალითზე და მეჩვენება, რომ რაღაც ნაცნობი სცენარი ვითარდება უკრაინაში, რაც არაერთხელ მომხდარა საქართველოში", - უთხრა ვახტანგ ძაბირაძემ „რადიო თავისუფლებას".


 

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ სცენარი გარე ძალებისგან არის შედგენილი, რათა უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალოს. „ეს შესაძლოა, იყოს არა ერთი ქვეყანა, არამედ - ერთდროულად რამდენიმე. შესაძლოა, ეს იყოს დასავლეთი და რუსეთი ერთად და უკრაინასთან მიმართებაში მათი ინტერესი იკვეთებოდეს, ისევე, როგორც საქართველოსთან მიმართებაში. როგორც ასეთი, დიდი სახელმწიფოები პატარა სახელმწიფოებისთვის ერთმანეთს კი არ ეჭიდავებიან, თანხმდებიან. ვფიქრობ, ეს სცენარი პოროშენკომაც იცის და ამ სცენარით განსაზღვრულ როლს ასრულებს. სხვანაირად შეუძლებელია იმას, რასაც უკრაინის ხელისუფლება აკეთებს, ლოგიკური ახსნა ჰქონდეს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „პირველი არხის" ეთერში.

 

პროფესორი ლადო პაპავა ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა, ის ქვეყნის პოლიტიკური მომავალი გახდება. „დავუშვათ და მოხდა ასეთი სცენარი, რომ მიხეილ სააკაშვილი მართლაც დააკავეს, აიყვანეს და მოხდა მისი საქართველოში ექსტრადირება. "ქართული ოცნების" დეპუტატები რომ გამოდიან და ამბობენ, ეს ჩვენ არ გვეხება და მეათეხრისხოვანიაო, ვის ატყუებენ?! საკუთარ თავს?! ღმერთმა დაიფაროს ქვეყანა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მომავალი გახდეს, თუმცა, თუკი მისი ექსტრადირება განხორციელდა, ის გახდება პოლიტიკური მომავალი. ქართველი ხალხი, სამწუხაროდ, ადვილად ივიწყებს ცუდს, მერე ვიღაცას შეეცოდება, ციხეში ზის ჩვენი მიშიკოო", - თქვა ვლადიმერ პაპავამ „პალიტრანიუსის" ეთერში.

 

 



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები