IMF: საქართველოს მთავრობამ მოხელეთა ხელფასების ზრდა უნდა შეზღუდოს

access_time2017-12-07 10:15:26

ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს მიმდინარე ხარჯების, მაგალითად ხელფასების ზრდა; გააუმჯობესოს სოციალური პროგრამების მიერ მიზნობრივი ჯგუფების წვდომა; შეამციროს სუბსიდიები და სახელმწიფო საწარმოებისთვის დამატებითი კაპიტალის მიწოდება, - წერია საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა განცხადებაში, რომელიც დაგეგმილ რეფორმებთან ერთად 2018 წლის ბიუჯეტის პროექტსაც ეხება.


IMF- ის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ის გარკვეული რისკების ქვეშ მაინც იმყოფება, რის გამოც ფონდი ხელისუფლებას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს:


საქართველოს ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესებულია, თუმცა რისკები კვლავაც არსებობს. ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი ძლიერდება, 2018 წლის დასაწყისიდან მოსალოდნელია ინფლაციის კლება, ქვეყნის საგარეო პოზიცია გაუმჯობესდა. გეგმის გადაჭარბებით მიღებული შემოსავლებით გაჩნდა შესაძლებლობა დაფინანსდეს მეტი კაპიტალური ხარჯი და მოხდეს დღგ-ს ზედმეტობების ანაზღაურება 2017 წელს. საბანკო სექტორი რჩება ლიკვიდური, მომგებიანი და კაპიტალით კარგად უზრუნველყოფილი. პოზიტიური შედეგების მიუხედავად, ხელისუფლებამ უნდა შეინარჩუნოს სიფრთხილე და განაგრძოს რეფორმები, რომლებიც მიმართულია ზრდის ხელისშემშლელი სტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრისკენ.


2018 წლის ბიუჯეტი მიზნად ისახავს ფისკალურ კონსოლიდაციას. ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება, თუმცა კაპიტალური ხარჯი იზრდება. ამის მისაღწევად უნდა გაგრძელდეს შემოსავლების ადმინისტრირების გაძლიერება, განსაკუთრებით, თავიდან იქნას აცილებული დღგ-ს ზედმეტობების დაგროვება. ხელისუფლებამ უნდა შეზღუდოს მიმდინარე ხარჯების, მაგალითად ხელფასების, ზრდა; გააუმჯობესოს სოციალური პროგრამების მიერ მიზნობრივი ჯგუფების წვდომა; შეამციროს სუბსიდიები და სახელმწიფო საწარმოებისთვის კაპიტალის მიწოდება, - წერია ფონდის დირექტორთა საბჭოს განცხადებაში.


ბიუჯეტის განახლებული პროექტით, 2018 წელს საქართველოს მთავრობა რეკორდული თანხის - 12.4 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს. ამ თანხიდან 1.4 მილიარდი ლარი საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებზე დაიხარჯება.



tabula.ge



Volkswagen-ი დიზელზე მომუშავე ავტომობილების წინააღმდეგ - „დიზელი არა მომავალი, არამედ ჩვენი წარსულია“

person access_time2017-12-12 20:00:43
Volkswagen-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, გერმანიამ დიზელზე მომუშავე ავტომობილების სუბსიდირებაზე უარი უნდა თქვას და უფრო მეტიც, ქვეყნის მთავარი, დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქების ცენტრებში დიზელზე მომუშავე ავტომობილების მოძრაობა აკრძალული უნდა იყოს. მატიას მიულერმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გერმანულ გაზეთ Handelsblatt-თან გააკეთა. მან ხაზი გაუსვა კომპანიის ძირეულ ცვლილებას დიზელთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ: 2015 წელს გავრცელდა ინფორმაცია,...

40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა მოუწევთ

person access_time2017-12-12 18:00:18
ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა 2018 წლიდან დაიწყება. გადასახადის გადახდის ვალდებულება, 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება. „2017 წლის შემოსავლების მიხედვით ქონების დეკლარირება 2018 წლის 1 ნოემბრამდე მოხდება. შესაბამისად, 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა სწორედ 2018 წლიდან მოუწევთ,“ - აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში. აღსანიშნავია, რომ გადასახადის...

„თბილისში „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლება ვარკეთილიდან უნდა დაიწყოს“

person access_time2017-12-12 15:20:55
დედაქალაქში ხუთასზე მეტი ე.წ. ხრუშჩოვკაა, მათი უმეტესობა ავარიულია და ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს. 1950-იან წლებში დროებით აშენებული სახლების ჩანაცვლება ყველა ხელისუფლების წინასაარჩევნო დანაპირებში ხვდებოდა, მათ შორის, მოქმედი მერისაც. როგორც გაზეთი „რეზონანსი“ წერს, ეს საკმაოდ რთული და ძნელი ამოცანაა, მერიისა და კერძო სექტორის ნაყოფიერი თანამშრომლობის პირობებშიც კი „ხრუშჩოვკების“ შეცვლას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება. 2004 წლის მონაცემებით,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ Lactalis-ის ბავშვთა კვების პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი უკვე დაიწყო

person access_time2017-12-12 13:20:36
საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფრანგული კომპანია Lactalis-ის ბავშვთა კვების პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვის პროცესი უკვე დაიწყო. როგორც „კომერსანტს“ სააგენტოში განუცხადეს, „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღო შეტყობინება საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში „სალმონელას“ შესაძლო არსებობის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ატარებს. მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და სურსათის...

სესხს ეროვნული ბანკის გარეშე ვერც ლომბარდები გასცემენ

person access_time2017-12-12 12:15:32
საბანკოდან გამიჯნული ბიზნესის მარეგულირებელი ცვლილებების კენჭისაყრელად პარლამენტარები მზად არიან, თუმცა არავინ იცის ამის საშუალება როდის მიეცემათ. საკანონმდებლო პაკეტი, რომლის კენჭისყრა კონსულტაციების მიზეზით არის შეჩერებული, ჰოლდინგურ კომპანიებთან ბანკების ფინანსური არხების გარდა, არასაფინანსო სექტორის გაკონტროლებასაც ითვალისწინებს, სესხის გამცემი ყველა სუბიექტის, მათ შორის online კომპანიებისაც. გაკონტრილდება ლომბარდების საქმიანობაც. შესაბამისი კაპიტალის მოთხოვნით. შედეგად...


მსგავსი სიახლეები