ირაკლი როსტომაშვილი მერიას სამშენებლო გაიდლაინების შემუშავებას ურჩევს

ირაკლი როსტომაშვილი მერიას სამშენებლო გაიდლაინების შემუშავებას ურჩევს

access_time2017-12-07 10:20:48

თბილისის მერის ბრძანებას მშენებლობებზე კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით მენაშენეთა ასოციაციაში სწორ გადაწყვეტილებას უწოდებენ, თუმცა როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, აუცილებელია, რომ თავად დასაქმებულიც საკითხს სერიოზულად მოეკიდოს. 


„რა თქმა უნდა, კონტროლი გასამკაცრებელია, რასაც მივესალმები, მაგრამ ამას ერთი მხარე არ აქვს. ჩემს პრაქტიკაში ბევრჯერ შევსწრებივარ ისეთ ფაქტს, როდესაც თვითონ დასაქმებული ეკიდება ამ საკითხს ზერელედ. სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია დილით მუშას მისცეს დამცავი ჩაფხუტი, ღვედი, დამცავი ფეხსაცმელი და ა.შ. ხშირად მუშას ეს ჩაფხუტი მოხდილი აქვს და გვერდზე უგდია, როცა ვინმეს დაინახავს, მაშინ დაიფარებს. შეუძლებელია სულ გვერდზე ედგეს მაკონტროლებელი. ანუ ხშირად თავად მუშა არ ზრუნავს თავის უსაფრთხოებაზე. თუმცა მხოლოდ ეს არ არის პრობლემა, სამშენებლო სექტორში უკონტროლო სიტუაციაც არის და ხშირად დაუდევრობასაც აქვს ადგილი. ერთი რეცეპტი რომ იყოს, აქამდეც მოგვარდებოდა ეს პრობლემა. ახლა კონტროლი რომ გამკაცრდება, უფრო მკაცრად მოსთხოვენ სამუშაოთა მწარმოებლები თანამშროლებს წესების დაცვას. რაც ნიშნავს, რომ თუ გაფრთხილებას ერთხელ-ორჯერ არ შეასრულებენ, გაუშვებენ სამსახურიდან. ასეთი შემთხვევებიც ყოფილა“,— აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.


რაც შეეხება კალაძის მორიგ განცხადებას, რომლის მიხედვითაც არც ერთ პროექტზე სამშენებლო ნებართვა არ გაიცემა, თუ მასში გარე ფასადი მოპირკეთებული არ იქნება, როსტომაშვილი არასწორს უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე, მთავრობამ ჯერ სამშენებლო სტანდარტები უნდა დანერგოს.


 

„ვეთანხმები, რომ ერთიანი სტანდარტი უნდა იყოს, მაგრამ სად არის გაიდლაინი, რომლის მიხედვითაც ააშენებს მშენებელი შენობას, მოაპირკეთებს და გადახურავს? გაიდლაინები უნდა განისაზღვროს ან პროექტის შეთანხმების პერიოდში შეთანხმდნენ, როგორ უნდა მოპირკეთდეს. ან არ დაამტკიცონ პროექტი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელიც არის მოთხოვნილი კანონით და არა კერძო პირის მიერ. ერთი ადამიანის გემოვნებით არ უნდა აშენდეს, ეს უნდა იყოს შემუშავებული სტანდარტები და შემდეგ ადვილად მოითხოვ მათ დაკმაყოფილებას. ახლა რომ გავაჩეროთ მშენებლობა და ვუთხრათ, რომ არ მოგვწონს, ვერ გავაკეთებთ ამას და მშენებელს გაუძვირო ფასადის მოპირკეთება, ეს ხომ ბიზნესზე ნეგატიურად აისახება. წარმოიდგინეთ ადამიანს გაყიდული აქვს ბინები, აშენებს და უცებ ეუბნები - მოაპირკეთე გრანიტით, ეს ხომ ზარალია კომპანიისთვის? მერიის პრეროგატივაა შეითანხმოს ისეთი პროექტი, რომელიც შეესაბამება გაიდლაინის მოთხოვნებს, გაიდლაინი კი არ გვაქვს. ამ ყველაფერს უნდა პოლიტიკური ნება და კახა კალაძეს მგონი ამის ამბიცია ნამდვილად აქვს“,-განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

 



ავტორი: ნათია სოსიაშვილი



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები