„ბანკებს ლარის იაფი რესურსი არ გააჩნიათ“ - რატომ გაიზარდა ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი

access_time2017-12-07 09:00:46

ლარში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. ეროვნული ბანკის 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით  სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 16,6%-ს შეადგენს (2016 წელს -13,8%).


ამავე მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის ოქტომბერთან შედარებით  17,5%-დან 21,4%-მდე გაიზარდა. შედარებით მაღალია ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთი. კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემებით 2017 წლის ოქტომბერში ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 26,2%-ს შეადგენდა, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 24,1%-ს შეადგენდა.  



რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს, აქ საპროცენტო განაკვეთი შემცირებულია. ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2017 წლის ოქტომბერის მონაცემებით უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 8,2% იყო (2016 წელს - 9,2%).


ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს, მათ შორის, არასტაბილურ გარემოს, ლარის  ძვირ რესურსს და ლარიზაციის პროგრამას.



„ლარიზაციის მიზანი იყო, რომ ლარი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ყოფილიყო დოლართან შედარებით და ერთის მხრივ მომხდარიყო ვალუტის გამყარება. თუმცა როგორც ჩანს, დღეს ეს მიზანი ვერ სრულდება. თუ ლარიზაცია სურდა ეროვნულ ბანკს, მაშინ 100 000 ლარამდე არა მხოლოდ სესხების გაცემა უნდა აეკრძალა უცხოურ ვალუტაში, არამედ 100 000 ლარამდე დეპოზიტები და სხვა ფასიან ქაღალდში ნებისმიერი სახის ინვესტიცია უნდა ყოფილიყო ეროვნულ ვალუტაში. ამით ბანკებს გაუჩნდებოდათ ლარის რესურსი.


დღეს ბანკები ეროვნული ბანკისგან რეფინანსირების სესხებს ძვირად იღებენ. ამიტომაც გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთიც მაღალია. საბოლოოდ გამოდის, რომ ბანკებს იაფი რესურსი ლარში არ გააჩნიათ, შესაბამისად, ისინი იძულებულები არიან, რომ ძვირი რესურსი უფრო გააძვირონ. ბანკს, როდესაც რესურსი მოძიებული აქვს 9-10%-ად, საშულოდ 16%-ად მაინც უნდა გაასესხოს ის თანხა“,  განუცხადა „კომერსანტს“ ირაკლი ბერძენაძემ.


მისივე თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც რეფინანსირების განაკვეთი არის დაბალი, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებზე საპროცენტო განაკვეთიც დაბალია. 


„ჩილეში რეფინანსირების სესხები გაიცემა  2.5 %-ად, დიდ ბრიტანეთში - 0.5 %-ად, უნგრეთში - 0.9 %-ად, სამხრეთ კორეაში - 1.5 %-ად, ავსტრალიაში  2%-ად,  პოლონეთში 2.5 %-ად და ა.შ.  შესაბამისად, ამ ქვეყნებშიც სესხები დაბალპროცენტიანია. საქართველოში კი კომერციული ბანკებს ლარში რესურს ძვირად იზიდავენ და შესაბამისად, სესხებსაც ძვირად გასცემენ“,  დასძინა ბერძენაძემ. 



„კომერსანტი“



ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...

„ბეკო“ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ სასპონსორო შეთანხმებას აგრძელებს და აფართოებს

person access_time2018-02-19 12:11:06
ბარსელონა, 15 თებერვალი, 2018. ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანმა ბრენდმა „ბეკომ“ დღეს გამოაცხადა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სპონსორობის გაგრძელების შესახებ, რაც მომდევნო სამი სპორტული სეზონის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ერთობლივ ინიციატივაში გამოიხატება. ახალი შეთანხმება, რომლის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონ „კამპ ნოუზე“ მდებარე „Auditori 1899“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ანიჭებს „ბეკოს“ მთავარი პარტნიორისა და საფეხბურთო...

მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

person access_time2018-02-19 13:38:26
„მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.   შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს....

„აფბა“: „საგზაო დეპარტამენტი „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს“

person access_time2018-02-19 12:40:07
ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“  განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ:  „ჩინური „სინოჰიდროს“  დარღვევებზე და გზების უხარისხო მშენებლობაზე საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე საზოგადოებას ამა წლის 29 იანვარს შეპირდა, რომ სინოჰიდროს საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვყნებდა. თუმცა, უკვე...


მსგავსი სიახლეები