უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2018 წელსაც სახელმწიფო გადაიხდის

უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2018 წელსაც სახელმწიფო გადაიხდის

access_time2017-12-07 09:40:02

„უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს ისევ სახელმწიფო გადაიხდის“  აცხადებს „კომერსანტთან“ აუბრისას კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი. მისი ინფორმაციით, საკითხი ოფიციალურად ცნობილი ჯერ არ არის, თუმცა პოლიტიკური გადაწვეტილება მიღებულია, რაც გულსხმობს იმას, რომ გაგრძელდება 2017 წლის პრაქტიკა, შედეგად, მარკირების საფასურს 2017 წლის მსგავსად სახელმწიფო გადაიხდის.


„ეს არის ის განცხადება, რაც ახალმა მინისტრმა ჩვენთან გააკეთა. ეს სიტყვიერი შეთანხმებაა და დოკუმენტურად გაფორმებული არ არის. იმედი გვაქვს, რომ თვის ბოლომდე ეს დოკუმენტურად გაფორმდება და ბრძანებაში აისახება“-აცხადებს ხუნძაკიშვილი.


კითხვაზე, უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურის სახელმწიფოს მხრიდან გადახდით, რა ოდენობის თანხა დაზოგა სექტორმა, ხუნძაკიშვილი აღნიშნავს, რომ საუბარია, წელიწადში 5-6 მილიონი ლარის ეკონომიაზე.


რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, უწყებაში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ 2018 წელს უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2017 წლის მსგავსად ისევ სახელმწიფო გადაიხდის.


შეგახსენებთ, უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირება ძალაში 2015 წლის 1-ლი ნოემბრიდან შევიდა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით, მარკირებას დაექვემდებარა არაალკოჰოლური სასმელები, მათ შორის მინერალური და მტკნარი წყლები. მარკირების პროცესის უზრუნველსაყოფად კონტრაქტორის შერჩევა შემოსავლების სამსახურს, მომსახურების საფასურის ანაზღაურება კი პროდუქციის მწარმოებელს დაევალა.



კონტრაქტორად შ.პ.ს SICPA Security Solutions Georgia შეირჩა, რომელიც შვეიცარიული კომპანია SICPA HOLDING-ის შვილობილ ორგანიზაციას წარმოადგენს.2016 წლის 9 დეკემბერს ფინანსთა მინისტრის N311 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც არაალკოჰოლური სასმელების მარკირების საფასურის ანაზღაურებას 2018 წლის 1 იანვრამდე შემოსავლების სამსახური განახორციელებს.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




აჭარის ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები ნორვეგია, ინდოეთი და თურქეთია

აჭარის ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები ნორვეგია, ინდოეთი და თურქეთია
person access_time2018-04-27 09:50:00
 ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორისაჭარა ლიდერობს. საქსტატის მონაცემებით, 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, მხოლოდ ავტონომიურ რესპუბლიკაში, 740 მილიონ  198 ათასი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური კაპიტალდაბანდება განხორციელდა, რაც საერთო მოცულობის 9,3%–ს შეადგენს. ამ პერიოდში ინვესტიციებმა  ჯამში 7 მილიარდ 955 მილიონ 875 ათას აშშ დოლარს მიაღწია. დედაქალაქის შემდეგ აჭარას ყველაზე მაღალი მაჩვენებლები...

პოზიციურ-ოპოზიციური შეფასებები ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ პოლიტიკაში დაბრუნებაზე

 პოზიციურ-ოპოზიციური შეფასებები ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ პოლიტიკაში დაბრუნებაზე
person access_time2018-04-26 23:40:00
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე   საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პარტია და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება. ამას სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა, რესურსი და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას სათავეში ჩაუდგება ბიძინა...

სკანდალი და კორუფციის ეჭვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

სკანდალი და კორუფციის ეჭვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
person access_time2018-04-26 20:40:56
  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მწვავე დებატები გაიმართა, სადაც დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ. ანგარიშის მიხედვით, ასამბლეის მოქმედი და ყოფილი წევრები აზერბაიჯანის ლობირების სანაცვლოდ დიდ თანხას იღებდნენ. სკანდალური ანგარიშის გამო თანამდებობა უკვე დატოვა ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ცეზარ ფლორინ პრედამ. ევროსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება მისი რეაქცია ამ ანგარიშზე. 220-გვერდიან ანგარიშში,...

BLB კახა ასლანიშვილის განცხადებებზე - გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს

BLB კახა ასლანიშვილის განცხადებებზე - გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს
person access_time2018-04-26 15:00:46
მედია-საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა, კომერსანტმა შარაბიძის მოკლე კომენტარი უკვე გამოაქვეყნა.  დღეს იურიდიულმა ფირმამ „ბიზნეს ლიგალ ბიურომ” კომერსანტს  წერილობით  მიმართა და სთხოვა, საკუთარი პოზიციის უფრო ვრცლად დაფიქსირება ადვოკატ ასლანიშვილის...

ბიზნესისთვის ივანიშვილის დაბრუნება დამატებითი სტაბილურობის გარანტია

ბიზნესისთვის ივანიშვილის დაბრუნება დამატებითი სტაბილურობის გარანტია
person access_time2018-04-27 09:00:00
„ბიზნესმენებისთვის ივანიშვილის დაბრუნება პრობლემების და სირთულეების სწრაფად გადალახვისთვის გადადგმული დადებითი ნაბიჯი იქნება“, - ასე ეხმაურება ბიზნესი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მმართველ გუნდში დაბრუნდებას.   „კომერსანტთან“ საუბრისას, ბიზნესმენებს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით ერთგავროვანი, პოზიტიური მოსაზრებები აქვთ. ჩვენს მიერ გამოკითხული რესპოდენტები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი ახალი ინიციატივებისთვის და ბიზნესში არსებული...


მსგავსი სიახლეები