ბენზინის და დიზელის საწვავის იმპორტი შემცირდა

access_time2017-12-06 17:01:31

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 95,4 ათასი ტონა, რაც 1,7 ათასი ტონით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 



2017 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში ბენზინი და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 979,1 ათასი ტონა, რაც 78,2 ათასი ტონით ანუ 7.4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

 



მათ შორის, 2017 წლის ნოემბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 47,5 ათასი ტონა (კლება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 3,2 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 47,9 ათასი ტონა (მატება წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 1,5 ათასი ტონით).

 



საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 33,2 ათასი ტონა ანუ 69,9%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 12,9 ათასი ტონა ანუ 27,2%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,4 ათასი ტონა ანუ 2,9%.

 



ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის ნოემბრის თვეში შეადგინა: დიზელი გოგირდის შემცველობით არა უმეტეს 0,05 მას. % - 47,9 ათასი ტონა ანუ 100%.

 




ქვეყნების მიხედვით 2017 წლის ნოემბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 30,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 25,1 ათასი ტონა (26,3%), აზერბაიჯანი - 21,0 ათასი ტონა (22%), ბულგარეთი - 6,5 ათასი ტონა (6,8%), საბერძნეთი - 6,4 ათასი ტონა (6,7%), თურქმენეთი - 6,0 ათასი ტონა (6,3%).

 



მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 7,7 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 5,3 ათასი ტონით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. 2017 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 98,8 ათასი ტონა, რაც 2,4 ათასი ტონით ანუ 2,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

 



მ/წლის ნოემბრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,8 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით მეტია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. 2017 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 16,5 ათასი ტონა, რაც 1,3 ათასი ტონით ანუ 7,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

 



2017 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 5,8 ათასი ტონა, რაც 6,5 ათასი ტონით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. 2017 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 83,9 ათასი ტონა, რაც 16,9 ათასი ტონით ანუ 25,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

 



2017 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 0,7 ათასი ტონა, რაც 1 ათასი ტონით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. 2017 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში LPG-ის იმპორტმა შეადგინა 13,7 ათასი ტონა, რაც 1,7 ათასი ტონით ანუ 14,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

 

 

 

 

 

 

 



ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...

„ბეკო“ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ სასპონსორო შეთანხმებას აგრძელებს და აფართოებს

person access_time2018-02-19 12:11:06
ბარსელონა, 15 თებერვალი, 2018. ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანმა ბრენდმა „ბეკომ“ დღეს გამოაცხადა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სპონსორობის გაგრძელების შესახებ, რაც მომდევნო სამი სპორტული სეზონის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ერთობლივ ინიციატივაში გამოიხატება. ახალი შეთანხმება, რომლის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონ „კამპ ნოუზე“ მდებარე „Auditori 1899“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ანიჭებს „ბეკოს“ მთავარი პარტნიორისა და საფეხბურთო...

მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

person access_time2018-02-19 13:38:26
„მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.   შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს....

„აფბა“: „საგზაო დეპარტამენტი „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს“

person access_time2018-02-19 12:40:07
ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“  განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ:  „ჩინური „სინოჰიდროს“  დარღვევებზე და გზების უხარისხო მშენებლობაზე საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე საზოგადოებას ამა წლის 29 იანვარს შეპირდა, რომ სინოჰიდროს საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვყნებდა. თუმცა, უკვე...


მსგავსი სიახლეები