სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსების ალტერნატივები - პაშა ბანკის მეოთხე კონფერენცია MEETING ROOM-ის ფარგლებში

access_time2017-12-06 16:35:06

პაშა ბანკმა პროექტის MEETING ROOM-ის ფარგლებში დღეს რიგით მეოთხე ბიზნეს-კონფერენცია გამართა, რომელიც ამჯერად საქართველოში სოფლის მეურნეობის პროექტების დაგეგმვა-განხორციელების პროცესებს დაეთმო.

 

MEETING ROOM-ის შეხვედრამ ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ და ასევე ამ სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს უმასპინძლა. შეხვედრაზე ისაუბრეს აღნიშნული სექტორის განვითარებასთან დაკავშირებულ ისეთი საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოში აგრობიზნესის განვითარება, კაპიტალის მოზიდვის გზები, სადაზღვევო სისტემები აღნიშნული სექტორისთვის და აგრო-პროექტების დაფინანსებისთვის გასათვალისწინებელი პირობები.

 

ფორუმზე მოწვეული სპიკერები იყვნენ:

 

  • გიორგი ჯიბლაძე - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, დირექტორის მოადგილე.
  • გიორგი დანელია - საპარტნიორო ფონდი, საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი.
  • ანი ქობალია - საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, ასოცირებული დირექტორი სოფლის მეურნეობის და ლოჯისტიკის მიმართულებით.
  • ზვიად ქაჯაია - პაშა ბანკი, ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
  • ვლადიმერ გუგუშვილი - „არომა პროდაქტს“, პარტნიორი და დირექტორი.

 

ფორუმის მოდერატორი იყო გიორგი შარაშიძე, Georgia Today Group-ის გენერალური დირექტორი.

 

„დღეს ჩვენ კვლავ შევიკრიბეთ MEETING ROOM-ის ფარგლებში, სადაც ამჯერად განვიხილეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და მისი დაფინანსების ალტერნატივები.

 

პაშა ბანკი 2013 წლიდან თანამშრომლობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორთან, რომელთა შორის განსაკუთრებული ინტერესის საგანს სოფლის მეურნეობის დაფინანსება წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ კონფერენცია ინფორმატიული იყო აგრო-სექტორით დაინტერესებული ინვესტორებისათვის“, -  განაცხადა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.

  

„ბიზნეს-კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას იმ პროექტების შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. კერძოდ კი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო. პაშა ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტშია ჩართული.

 

ძალიან კარგი მოლოდინი მაქვს იმ მიმართულებით, რომ პაშა ბანკი მეტად  გააქტიურდება და სოფლის მეურნეობის მიმართულების დაფინანსებას უფრო აქტიურად მოახდენს, რაც დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“, -აღნიშნა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძემ.

 

„ამ შეხვედრის ძირითადი თემები აფბას მიერ განხორციელებული პროექტებია. ასევე ინფორმაცია აქ დამსწრე საზოგადოებას ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ და მის შედეგებზე მივაწოდეთ, - განმარტა „არომა პროდაქტს“, პარტნიორმა და დირექტორმა ვლადიმერ გუგუშვილმა.

 

MEETING ROOM პაშა ბანკის მიერ ინიცირებული პროექტია. ეს არის სხვადასხვა ინდუსტრიაზე ფოკუსირებული ბიზნეს კონფერენციების ციკლი, რომელიც ქმნის ახალ პლატფორმას აღნიშნული სფეროების წარმომადგენლებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ იდეების და სასარგებლო გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.

 

 (R)

 

 




პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

person access_time2017-12-13 20:31:10
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.   კენჭისყრას წინ უძღვოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.     სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით...

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით "სიტროენ ჯორჯია" 4–ჯერ იყო რეგისტრირებული შავ სიაში

person access_time2017-12-13 19:13:57
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის" მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, აღნიშნავს: 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა...

King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო

person access_time2017-12-13 17:00:31
King David-ში სასიამოვნო სიახლეა! საახალწლო აქცია ,,არაჩვეულებრივი 2018“დაიწყო. მსურველებს საშუალება აქვთ საახალწლო აქციის ფარგლებში სასურველი რეზიდენცია 20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადებით შეიძინონ, გადახდა კი ღირებულების მხოლოდ 1%-ით დაიწყონ და დამატებით 8%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა ეძლევათ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად. აღსანიშნავია რომ King David...

Deutsche Bank: ბიტკოინი 2018 წელს საფინანსო სექტორს საფრთხეს შეუქმნის

person access_time2017-12-13 20:00:41
Deutsche Bank-ი ბიტკოინს გლობალური საფინანსო ბაზრისთვის საფრთხედ მიიჩნევს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება Deutsche Bank-ის გლობალურმა ეკონომისტმა, ტორსტენ სლოკმა გააკეთა. მისი სიტყვებით, კრიპტოვალუტის უკანასკნელი დინამიკა იმის მანიშნებელია, რომ ბიტკოინს მკვეთრი ვარდნის დიდი პოტენციალი გააჩნია. Deutche Bank-ის ეკონომისტების მოსაზრებით, ბიტკოინთან დაკავშირებული საფრთე მის მერყეობასა და არასტაბილურობას უკავშირდება. ამასთან, ექსპერტები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას,...

მთავრობა ზამთრის ახალი კურორტების განვითარებაზე მუშაობს

person access_time2017-12-13 17:30:42
მთავრობას ზამთრის კურორტების განვითარების სწორი ხედვა აქვს - ამის შესახებ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს. ონოფრიშვილის თქმით, ყველა არსებულ და პოტენციურ კურორტზე განვითარების სამოქმედო გეგმა იწერება, როგორი უნდა იყოს კურორტი და ეს დოკუმენტი ინვესტორებისთვის ერთგვარი გზამკვლევი გახდება.   „გუდაურის შემთხვევაში განაშენიანების გეგმა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო...


მსგავსი სიახლეები