ყოველი მეორე ადამიანი თბილისშია დასაქმებული

access_time2017-12-06 13:50:06

„სოფლებიდან ხალხი სამსახურის საძიებლად მიდის ან თბილისში, ანდა - ბათუმში, ისიც - სეზონურად“


საქართველოს რეგიონები დღითი დღე კარგავენ ფუნქციას. მთელი ქვეყნის დასაქმებულთა 64% დედაქალაქში მუშაობს. როგორც გაზეთი „რეზონანსი“ წერს,  მთავრობა რეგიონების განვითარებას ვერ ახერხებს, ამიტომაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დასაქმებისთვის დედაქალაქს მიეწება. ასიათასობით შრომისუნარიანი ადამიანი თავის სარჩენად წლებია, ემიგრაციაში იმყოფება.


რეგიონებში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით 9.3%-ით აჭარის რეგიონი ლიდერობს. მას შემდეგ მოსდევს იმერეთი - 7.0%. მესამე ადგილზეა ქვემო ქართლი - 5.5%, რომელსაც მოჰყვება სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3.9%-ით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სხვა რეგიონებში დასაქმებულთა ზუსტი პროცენტული მაჩვენებელი აღნიშნული არ არის. სამაგიეროდ, ზუსტად არის ცნობილი ის, რომ დედაქალაქში დასაქმებულთა 64%-ია თავმოყრილი.


"საქსტატის" მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 1 763 000-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. 2014 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 3 729 635 ადამიანს შეადგენს. აქედან 1 591 000-მდე ადამიანი რეგიონებში ცხოვრობს, 2 128 500 კი - ქალაქებში.


სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას მთავარ პრობლემად მიიჩნევს ეკონომიკის სფეროს სპეციალისტი პაატა აროშიძე. მისი თქმით, დასაქმების მაჩვენებელი დედაქალაქში უფრო მეტია, ვიდრე რეგიონში. ამას გარდა, ქვეყანაში მოთხოვნაა ფაბრიკა-ქარხანების შექმნაზე, თუმცა რეალური მუშახელი, რომელიც შეძლებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, არ არსებობს და შესაძლოა, ასეთი ობიექტები მეზობელი ქვეყნების ხარჯზე შეივსოს.


"ყველაზე დიდი პობლემა ქვეყანაში დასაქმებაა. მუშახელის რაოდენობის გადანაწილების მხრივაც რომ არაპროპორციულ მაჩვენებელს ვაწყდებით, ესეც პრობლემას ქმნის. რადგან დასაქმების მაჩვენებელი დედაქალაქში უფრო მეტია, ვიდრე რეგიონში, შესაბამისად, იქით ისწრაფის მოსახლეობაც. სოფლის დაცლის შემთხვევაში ადამიანი სამსახურის საძიებლად მიდის ან თბილისში, სადაც ეგულება პერსპექტიული ვარიანტი, ანდა - ბათუმისკენ, ისიც - სეზონურად.



ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ქვეყანაში სხვადასხვა სფეროში სპეციალისტების ნაკლებობაც, რომლებიც არ გვყავს. მოთხოვნაა ფაბრიკა-ქარხნების შექმნაზე, თუმცა რეალური მუშახელი, რომელიც შეძლებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, არ არსებობს და შესაძლოა, ასეთი ობიექტები მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ადამიანების ხარჯზე შეივსოს.


ძალიან დიდია ადამიანთა ის ნაკადი, რომლებიც დასაქმების გზას უცხოეთში ეძებენ და ქვეყნიდან წლების განმავალობაში გადიან, ზოგი კი საერთოდ არ ბრუნდება უკან", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას აროშიძემ.


სამართლის სფეროს სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ დასაქმების პრობლემა რეალური გზებით უნდა გადაჭრას, სახელმწიფომ კი ჩამოაყალიბოს სტრატეგია, პრობლემის სწორად იდენტიფიკაცია მოახდინოს და დასაქმების კომპონენტში შექმნას სამუშაო ადგილები.


"ერთი შეხედვით მარტივი რამ არის გასაკეთებელი ამის თავიდან ასაცილებლად. პირველი - სახელმწიფომ უნდა ჩამოაყალიბოს სტრატეგია, პრობლემის სწორად იდენტიფიკაცია მოახდინოს. საქმე ისაა, რომ სიღარიბეა ჩვენი უმთავრესი პრობლემა და ამოცანა, შესაბამისად, თანაბარი განვითარება სოციალურ დონეზე. ამას არავინ აქცევდა ყურადღებას ბოლო 15 წლის განმავლობაში. არც ერთ მთავრობას საკითხის გადასაჭრელად ნაბიჯი არ გადაუდგამს.


მეორე და უმთავრესია სამუშაო ადგილების შექმნა, რასაც სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი. საჭიროა სხვადასხვა დონეზე სტიმულირება, საკანონმდებლო ინიციატივა თუ სხვა პირობები. არსებული მდგომარეობის ანალიზი არ ხდება. მაგალითად, შარშან ამოქმედდა მაღალმთიანი რეგიონის საწარმოების სტატუსი, რომლის მიზანი იყო რეგიონებში დასახლების სტიმულირება, თუმცა ვერ გაითვალისწინეს საგადასახადო ადმინისტრირების მომენტი. მეწარმე დადგა მარტივი ალტერნატივის წინაშე, წლის ბოლომდე დალოდებოდა მოგების გადასახადს და მერე ესარგებლა ამ შეღავათებით თუ დღგ-ში ყოველთვიური ბრუნვით მიეღო შეღავათი. ძალიან ბევრმა დღგ-ზე შეაჩერა არჩევანი, რადგან მათთვის ყოვეთვიური შეღავათი უფრო მნიშვნელოვანი იყო.


ასეთი გადაწყვეტილებები, რომლებსაც სისტემური გააზრება აკლია, იდეებს აკნინებს. სწორედ მსგავსი საკითხები უნდა მოგვარდეს, თუ უნდათ, რომ მოსახლეობის დამაგრება მოახერხონ რეგიონში და მათ არ ჰქონდეთ დასაქმების პრობლემა", - განუცხადა "რეზონანსს" ალაფიშვილმა.



„რეზონანსი“




ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...

„ბეკო“ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ სასპონსორო შეთანხმებას აგრძელებს და აფართოებს

person access_time2018-02-19 12:11:06
ბარსელონა, 15 თებერვალი, 2018. ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანმა ბრენდმა „ბეკომ“ დღეს გამოაცხადა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სპონსორობის გაგრძელების შესახებ, რაც მომდევნო სამი სპორტული სეზონის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ერთობლივ ინიციატივაში გამოიხატება. ახალი შეთანხმება, რომლის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონ „კამპ ნოუზე“ მდებარე „Auditori 1899“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ანიჭებს „ბეკოს“ მთავარი პარტნიორისა და საფეხბურთო...

მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

person access_time2018-02-19 13:38:26
„მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.   შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს....

„აფბა“: „საგზაო დეპარტამენტი „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს“

person access_time2018-02-19 12:40:07
ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“  განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ:  „ჩინური „სინოჰიდროს“  დარღვევებზე და გზების უხარისხო მშენებლობაზე საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე საზოგადოებას ამა წლის 29 იანვარს შეპირდა, რომ სინოჰიდროს საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვყნებდა. თუმცა, უკვე...


მსგავსი სიახლეები