1-ელი იანვრიდან სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების პირობები მკაცრდება

access_time2017-12-05 19:43:00

2018 წლის 1-ელი იანვრიდან სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების პირობები მკაცრდება, ეტაპობრივად კი ტექნიკური ინსპექტირების ვალდებულება სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებებზეც გავრცელდება.

 

2018 წლის 1-ელი ივლისიდან ტექინსპექტირებას ის ავტომობილები გაივლიან, რომლებიც კომპანიების ან სახელმწიფო სტრუქტურების საკუთრებაში იმყოფება, 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი ტექდათვალიერება იმ მსუბუქ ავტომობილებზე ამოქმედდება, რომლის ძრავის მოცულობა 3,0 ტონა ან მეტია.

 

მომდევნო ეტაპი, რომელიც 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება, იმ ავტომობილებს შეეხება, რომელთა ძრავის მოცულობა 3 ათას სანტიმეტრზე ნაკლებია.

 

ტექინსპექტირების ფასი მსუბუქი და მისაბმელიანი ავტომობილებისთვის 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის 100 ლარი იქნება. თუ მძღოლი ერთთვიან ვადაში ხარვეზს არ გამოასწორებს, 50 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირისთვის კი ჯარიმა 200 ლარით განისაზღვრება.

 

ჯარიმები მოქმედებს ვადების დარღვევისთვის. თუმცა, ამ შემთხვევაში კომპანიასთან ერთად, 50 ლარით მძღოლიც დაჯარიმდება. თუ მძღოლი დაბრუნდება იმავე ცენტრში, სადაც ავტომობილი შეამოწმა, თანხა გადასახდელი აღარ ექნება, სხვა ცენტრში მისვლის შემთხვევაში თანხა ხელმეორედ სრულად გადასახდელი გახდება.

 


ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას შემოწმდება: გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება, ანუ გამონაბოლქვი, სამუხრუჭე აღჭურვილობა, საჭით მართვის სისტემა, ხილვადობა, ფარები, შუქამრეკლი, ელექტრომოწყობილობა, ღერძები, თვლები, საბურავები და საკიდება, შასი და მისი შემდაგენლები.

 

„ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც პირველ ჯერზე ვერ გაივლიან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას, ვალდებული არიან 30 დღის განმავლობაში გაიარონ. იზრდება ჯარიმების ოდენობაც იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება და განისაზღვრება 50 ლარით (ნაცვლად, არსებული 10 ლარისა), ხოლო ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად/საექსპლუატაციო გადაცემისთვის ფიზიკური პირისთვის განისაზღვრება 50 ლარით (ნაცვლად, არსებული 10 ლარისა) და იურიდიული პირისათვის/ინდ. მეწარმესთვის - 200 ლარით (ნაცვლად, არსებული 100 ლარისა)",- განუცხადა „პირველ არხს" სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ.

 

რაც შეეხება აღსრულების მექანიზმს, საპატრულო ეკიპაჟს მიეცემა წვდომა ელექტრონულ პროგრამაზე, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის შეყვანის საშუალებით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სტატუსის შესახებ ინფორმაციას მიიღებს.

 

 

1tv.ge

 

 

 

 

 

 

 

 



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები