მსოფლიოში პირველი მოქალაქე რობოტი ქალთა უფლებებზე ალაპარაკდა

access_time2017-12-05 18:39:54

სოფია არის პირველი ჰუმანოიდი რობოტი, რომელსაც მოქალაქეობა მიენიჭა. იგი საუდის არაბეთის მოქალაქეა. მის შექმნაზე ჰონგ-კონგში არსებულმა კომპანია Hanson Robotics-მა იმუშავა. კომპანიის ხელმძღვანელის თანახმად, სოფია ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას იწყებს.


„სოფია ქალთა უფლებების და ზოგადად, კაცობრიობის უფლებების დამცველია,“ განაცხადა Hanson Robotics-ის ხელმძღვანელმა, დევიდ ჰენსონმა.


საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა საუდის არაბეთის მთავრობა გააკრიტიკა იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ რობოტს იმაზე მეტი უფლებები მიანიჭა, ვიდრე ქალებს - შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთში ქალებს ავტომობილის მართვის უფლება მიმდინარე წლის სექტემბრამდე არ ჰქონდათ.



დევიდ ჰენსონის განცხადებით, მოვიდა დრო, როდესაც ჩვენ არამარტო ადამიანების, არამედ რობოტების უფლებებზეც უნდა ვიფიქროთ.



CNBC




ძველ იპოდრომთან ესტაკადის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა — პროექტის ღირებულება 2,9 მლნ ლარია

person access_time2018-01-21 10:00:39
თბილისის მერიამ ძველ იპოდრომთან, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 2,9 მილიონი ლარია. დოკუმენტაციის მიხედვით, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობას გულისხმობს. შედეგად, ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩიდან თამარაშვილის მიმართულებით გადაადგილება ესტაკადით იქნება შესაძლებელი. შეფერხების გარეშე განხორციელდება მოძრაობა ყაზბეგის გამზირიდან...

ირაკლი კოვზანაძე: ბურთი დღეს ეროვნული ბანკის მოედანზეა

person access_time2018-01-20 17:00:13
კომერციული ბანკებისგან ე.წ. საბანკო ჰოლდინგების გამიჯვნა საკანონმდებლო დონეზე მოხდა. საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა დაეკისრება, ზედამხედველობა განახორციელოს არა მხოლოდ ცალკე აღებულ საბანკო დაწესებულებაზე, არამედ მთლიანად იმ "ჰოლდინგზე" თუ ფინანსურ ჯგუფზე, რომელთანაც დაკავშირებულია, აფილირებულია ესა თუ ის კომერციული ბანკი, - თემის დეტალებით "საქმიან დილასთან" პარლამენტის...

869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...


მსგავსი სიახლეები