კომპანია ,,დიო’’-მ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში ბიბლიოთეკა და კომპიუტერული ცენტრი გახსნა

access_time2017-12-05 18:33:27

კომპანია ,,დიო’’-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორთან, გიორგი კეეკლიძესთან ერთად კასპის რაიონის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ - ქვემო ჭალის ბიბილიოთეკა და კომპიუტერული ცენტრი გახსნა.


,,დიო’’-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა დამსწრეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ:
,,დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი კასპის რაიონისთვის, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას უკვე აქვს საშუალება ისარგებლოს ბიბლიოთეკაში არსებული მრავალფეროვანი წიგნებით, მიიღოს მაღალი ხარისხის კომპიუტერული და ინტერნეტ - მომსახურება. ამავე სივრცეში მოეწყობა საინფორმაციო შეხვედრები და ტრენინგები ადგილობრივი ქართველი და ოსი ახალგაზრდებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მათი ურთიერთობების გაღრმავებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.’’


კომპანია ,,დიო’’-მ ბიბლიოთეკა უმაღლესი ხარისხის გერმანული მეტალოპლასტმასის ფანჯრებითა და ფარდა-ჟალუზებით აღჭურვა. პროექტი ა(ა)იპ „ახალგაზრდობა ერთიანი მომავლისათვის“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელ საზოგადოებასთან ერთად განხორცილდა.



კონფლიქტისპირა რეგიონში მდებარე სოფლის, ქვემო ჭალისა და მის მიმდებარე შვიდ ქართულ-ოსური სოფლის მოსახლეობა დაახლოებით 2 000 ადამიანს შეადგენს.









ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...

„ბეკო“ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ სასპონსორო შეთანხმებას აგრძელებს და აფართოებს

person access_time2018-02-19 12:11:06
ბარსელონა, 15 თებერვალი, 2018. ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანმა ბრენდმა „ბეკომ“ დღეს გამოაცხადა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სპონსორობის გაგრძელების შესახებ, რაც მომდევნო სამი სპორტული სეზონის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ერთობლივ ინიციატივაში გამოიხატება. ახალი შეთანხმება, რომლის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონ „კამპ ნოუზე“ მდებარე „Auditori 1899“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ანიჭებს „ბეკოს“ მთავარი პარტნიორისა და საფეხბურთო...

მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

person access_time2018-02-19 13:38:26
„მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.   შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს....

„აფბა“: „საგზაო დეპარტამენტი „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს“

person access_time2018-02-19 12:40:07
ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“  განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ:  „ჩინური „სინოჰიდროს“  დარღვევებზე და გზების უხარისხო მშენებლობაზე საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე საზოგადოებას ამა წლის 29 იანვარს შეპირდა, რომ სინოჰიდროს საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვყნებდა. თუმცა, უკვე...


მსგავსი სიახლეები