Coco’s Artisan Chocolates - „საზოგადოება ქართულ პროდუქციას უნდა ენდოს - ბიზნესის განვითარებაც სწორედ ნდობით იწყება“

access_time2017-12-06 17:30:00

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოება ქართულ პროდუქციას ენდოს. რადგან, თუ არ ვენდეთ, შანსი არ მივეცით, შესაბამისად, არაფერი განვითარდება. ბიზნესის განვითარება სწორედ ნდობით იწყება და კომპანიამ ყველა საფეხური უნდა გაიაროს“,  აცხადებს „კომერსანტთან“ საუბრისას ხელნაკეთი შოკოლადების ბრენდის - Coco’s Artisan Chocolates-ის დამფუძნებელი ქეთევან მეშველიანი.


ამასთან, როგორც „კომერსანტს“ ახალგაზრდა ბიზნესმენმა განუცხადა, სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო პოლიტიკის გადახედვა კომპანიებს ბიზნესის წარმართვას მეტად გაუადვილებდა.


 

-ქეთევან, უამბეთ „კომერსანტის“ მკითხველს თქვენი ახლადწამოწყებული ბიზნესის Coco’s Artisan Chocolates შესახებ...

 

- Coco’s Artisan Chocolates რამდენიმე თვის წინ დავაფუძნე. ქოქო ჩემი ზედმეტსახელია და შოკოლადის სახელწოდებაც სწორედ აქედან გამომდინარე შევარჩიე. ეს საქმე ბავშვობიდან მაინტერესებდა და საბოლოოდ ჰობი ბიზნესად ვაქციე. შოკოლადების კეთება სამოყვარულო დონეზე ვიცოდი, თუმცა ამჟამად უკვე ეს პროფესიად იქცა.


იტალიაში ვიმყოფებოდი და შოკოლადის მზადების პროცესს თავად ვაკვირდებოდი. ამჟამად კი ძირითადად, წიგნებიდან ვიღებ ინფორმაციას. შოკოლადის მომზადება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული.


ამჟამად სამი სახის შოკოლადს ვქმნი შავს, რძანს და თეთრს.  შოკოლადებთან ერთად ვქმნი კანფეტებს. ამჟამად სულ სამი სახეობის ფილა, სამი სახეობის კანფეტი და ორი სახეობის ტრუფელი მაქვს. ამჟამად საკუთარი სახლი საწარმოდ მაქვს გადაკეთებული.

 

-თქვენ თქვით, რომ ამ ბიზნესის წარმოება რთულია. ძირითადად რა სახის სირთულეები იჩენს თავს?


-ის, ვინც შოკოლადს ამზადებს მისი საქმიანობა, თიხაზე მომუშავე ადამიანების პროფესიას ჰგავს. ფორმის სიზუსტე და პროდუქციის ხარისხი უმნიშვნელოვანესი დეტალია. თუ პატარა შეცდომას დაუშვებ, ყველაფერი შემდეგ თავიდან უნდა დაიწყო. ჩემი შოკოლადი ხელნაკეთია და მისი გაკეთების დროს ყველა დეტალი წინასწარ უნდა გათვალო.


 

-მომხმარებლები ხშირად საუბრობენ ქართული პროდუქციის უნდობლობაზე. როგორ ფიქრობთ, რატომ არსებობს ეს მოსაზრება?

 

-ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოება ქართულ პროდუქციას ენდოს. რადგან, თუ არ ვენდეთ, შანსი არ მივეცით, შესაბამისად, არაფერი განვითარდება. ბიზნესის განვითარება სწორედ ნდობით იწყება და კომპანიამ ყველა საფეხური უნდა გაიაროს. ამასთან, სახელმწიფოს ქმედებებიც საჭიროა, რათა სურსათის უვნებლობა საფუძვლიანად შემოწმდეს.


მიმაჩნია, რომ ბიზნესმა გაამართლა, რადგან იმ დაინტერესებას, რაც ჩემი პროდუქციის მიმართ გაჩნდა არ ველოდი. ეს წამოწყება გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი.


 


-ბიზნესის წარმოება და მისი სწორად განვითარება მუდმივად გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. საინტერესოა თქვენ შემთვევაში ძირითადად რა სახის სირთულეებთან გაქვთ შეხება და როგორ უმკლავდება კომპანია ამ ყველაფერს?

 

-პრობლემა ბევრია, თუმცა რამდენიმე მათგანს გამოვყოფ. მაგალითად ის, რომ შოკოლადის წარმოებისთვის საჭირო მასალა საქართველოში არაა და მისი უცხოეთიდან შემოტანაა საჭირო. ეს შესაბამისად ბიზნესს პრობლემას უქმნის, რადგან საჭირო მასალას უცხოურ ვალუტაში ყიდულობს და საბოლოოდ მიღებული თანხა ლარში ძალიან ძვირია. მიმდინარე წლის ნოემბერში ეროვნულმა ვალუტამ ცვლილებები განიცადა და მსგავსი სახის ცვლილებები ბიზნესზე პირდაპირ ნეგატიურად აისახა.


მსურს, რომ ჩემი პროდუქცია ყველამ იყიდოს და ის მხოლოდ მაღალშემოსავლიან სეგმენტზე არ იყოს გათვლილი. ამჟამად ფასებს სტაბილურად ვინარჩუნებ, მაგრამ, თუ ლარის კურსის მატება კვლავ დაფიქსირდება ფასების ზრდაც მომიწევს. ასევე პრობლემაა საგადასახადო პოლიტიკა და სახელმწიფოს მხრიდან მისი გადახედვა ბიზნესის წარმართვას მეტად გაგვიადვილებდა.

 


 ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 




ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...

„ბეკო“ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ სასპონსორო შეთანხმებას აგრძელებს და აფართოებს

person access_time2018-02-19 12:11:06
ბარსელონა, 15 თებერვალი, 2018. ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანმა ბრენდმა „ბეკომ“ დღეს გამოაცხადა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სპონსორობის გაგრძელების შესახებ, რაც მომდევნო სამი სპორტული სეზონის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ერთობლივ ინიციატივაში გამოიხატება. ახალი შეთანხმება, რომლის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონ „კამპ ნოუზე“ მდებარე „Auditori 1899“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ანიჭებს „ბეკოს“ მთავარი პარტნიორისა და საფეხბურთო...

მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

person access_time2018-02-19 13:38:26
„მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.   შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს....

„აფბა“: „საგზაო დეპარტამენტი „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს“

person access_time2018-02-19 12:40:07
ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“  განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ:  „ჩინური „სინოჰიდროს“  დარღვევებზე და გზების უხარისხო მშენებლობაზე საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე საზოგადოებას ამა წლის 29 იანვარს შეპირდა, რომ სინოჰიდროს საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვყნებდა. თუმცა, უკვე...


მსგავსი სიახლეები