თბილისის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა

access_time2017-12-05 17:28:29

თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა 2017 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს მხარი დაუჭირეს. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დეპუტატებს თბილისის ვიცე–მერმა ირაკლი ხმალაძემ გააცნო.

 

 

მისი თქმით, თბილისის 2017 წლის კორექტირებული ბიუჯეტის მოცულობა 826 მილიონ ლარს შეადგენდა. აღნიშნული ბიუჯეტი მცირდება 7 მილიონი ლარით, რაც განპირობებულია იმით, რომ საბაგიროს პროექტი სხვადასხვა მიზეზის გამო წელს ვერ განხორციელდა. პროექტით გათვალისწინებული თანხა თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში გადავა. შესაბამისად, კორექტირებული ბიუჯეტის მოცულობა 819 მილიონი ლარია და დაახლოებით 13 მილიონი ლარის ოდენობის თანხის პროექტებში გადაადგილება მოხდება.

 

 


ირაკლი ხმალაძის განცხადებით, აღნიშნული 13 მილიონი ლარი სხვადასხვა პროექტიდან მიღებულ ეკონომიებს და ასევე ჩავარდნილი ტენდერებიდან დარჩენილ თანხას წარმოადგენს, რომელიც წლის განმავლობაში დაგროვდა. ხმალაძემ აღნიშნა, რომ ეს 13 მილიონი ლარი სხვადასხვა მიმართულებით დაიხარჯება, კერძოდ 4,8 მილიონი ლარი სატრანსპორტო კომპანიისთვის არის გამოყოფილი და მეტროს ვაგონებისა და მატარებლების მოდერნიზაციის სამუშაოების დასაფინანსებლად დაიხარჯება; 3 მილიონი ლარი გათვალისწინებულია „თბილსერვისჯგუფისთვის. თანხის გადაცემა კომპანიაზე წლის ბოლომდე მოხდება და ნაგვის შემკრები მოწყობილობის ნაწილობრივ დაფინანსება მოხდება. ასევე, თანხა გათვალისწინებულია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების უზრუნველყოფისთვის, კერძოდ, 3 მილიონი ლარი. საახალწლო ნობათების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია მილიონი ლარი, რომელიც გამგეობებს გადაეცემა. 13 მილიონიდან ასევე გარკვეული თანხა შიდასაუბნო გზების რეაბილიტაციას მოხმარდება.

 

 

ირაკლი ხმალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ჩავარდნილი ტენდერების განსახორციელებელი სამუშაოები მომავალ წელს შესრულდება.

 

 

ipn.ge

 



30 ათას ლარიანი ჯარიმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე - დეველოპერების შეფასებები

person access_time2018-02-19 18:45:18
ქვეყანაში  უსაფრთხოების ინჟინრების დეფიციტი და მათი მომზადებისთვის საჭირო ხარჯი -ეს ის პრობლემაა, რომელიც  მშენებლობასთან დაკავშირებით დაგეგმილმა რეგულაციამ შეიძლება გამოიწვიოს.  ამის შესახებ „კომერსანტთან“ დეველოპერების ნაწილი საუბრობს და დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებით მოსალოდნელ რეგულაციებს  აფასებს.    „პროდუქტის უსაფრთხოებისა და...

ქართული ღვინის პრეზენტაცია ტოკიოში - ტოჩინოშინის სიურპრიზი ორგანიზატორებს

person access_time2018-02-19 19:45:37
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ესტუმრნენ.   ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის...

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ჩინურ „სინოჰიდროსთან“ დაკავშირებულ კითხვებს „კომერსანტთან“ პასუხობს

person access_time2018-02-20 09:00:11
გზების  დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  ბოლო პერიოდში, ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით კითხვებს „კომერსანტთან“  პასუხობს. როგორც ცნობილია, 2018 წლის 29 იანვარს გიორგი სეთურიძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ „სინოჰიდროს“ საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვეყნებდა. საკითხი ეხება რამდენიმე კვირის  წინ,  ...

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...


მსგავსი სიახლეები