მთავრობა სახელფასო ფონდს და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობას ზრდის

access_time2017-12-06 09:40:00

სამინისტროების გაერთიანების და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების დაანონსების მიუხედავად, საბიუჯეტო სტრუქტურებში დასაქმებულთა რაოდენობაც იზრდება და სახელფასო ფონდიც. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი წარდგენისას სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობა 113 479 ადამიანით იყო განსაზღვრული, მესამე წარდგენისას კი 113 589.


ამასთან, გაზრდილია სახელფასო ფონდიც. კერძოდ, თავდაპირველად 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში სახელფასო ფონდი შეადგენდა 1 397 524.9 ათას ლარს, ბიუჯეტის პროექტის კორექტირების შემდეგ კი ეს თანხა 1 413 619.1 ათას ლარამდე გაიზარდა.


ფაქტი ისაა, რომ ბიუროკრატიული ხარჯი ყოველწლიურად მატულობს, რაც ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შრომის ანაზღაურება, შარშანდელთან შედარებით, გაზრდილია 20 მლნ ლარით - 1,39-დან 1,41 მლრდ ლარამდე, ხოლო საქონლისა და მომსახურების მიმართულებით მომავალ წელს 1,201 მლრდ ლარი დაიხარჯება. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ორივე კომპონენტში მთავრობა ჯამში 2,614 მლრდ ლარს დახარჯავს, რაც 77,1 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს.


საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ბიუროკრატიული ხარჯი მთლიანი ბიუჯეტის 20,9%-ს შეადგენს, რაც სპეციალისტთა განცხადებით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.


არადა, მაშინ, როდესაც მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება დაანონსდა, ითქვა, რომ ეს კეთდება არა მარტო „მოქნილი სახელმწიფო აპარატის“, არამედ  ადმინისტრაციული ხარჯების მაქსიმალურად შემცირებისთვის.



„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც, თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს“,  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების დაანონსებისას.  


თუმცა მოგვიანებით, როდესაც 4  სამინისტროს გაუქმებისა და მათი სხვა უწყებებთან შეერთებასთან დაკავშირებით შესაბამისი კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს განსახილველად გაუგზავნა, აღმოჩნდა, რომ სტრუქტურული ცვლილებები ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას არ ახდენს.


„კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან კანონპროექტის თანახმად, არსებული უწყებების ძირითადი ფუნქციები კვლავაც ნარჩუნდება მთავრობის ახალ სტრუქტურაში და მათი ჯეროვანი განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი რესურსი, - წერია განმარტებით ბარათში.


თუმცა საინტერესოა, რომ კანონპროექტის განმარტებითი ბარათი სხვა ჩანაწერსაც აკეთებს, რომელშიც მინიშნებულია, რომ სამინისტროების გაერთიანება გარკვეულ საბიუჯეტო ეკონომიას მაინც გამოიღებს, თუმცა კონკრეტული რიცხვები მოყვანილი არაა და წერია, რომ აღნიშნული 2018 წლის განმავლობაში ეტაპობრივად გამოიკვეთება.


საბოლოო ჯამში კი გამოდის, რომ მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები მხოლოდ სტრუქტურულად განხორციელდება და ის საბიუჯეტო დანახარჯების შემცირებაზე, რაზეც პირველად განცხადება გაკეთდა, გავლენას ან არ, ან კიდევ მცირე დოზით მოახდენს. 



„კომერსანტი“




30 ათას ლარიანი ჯარიმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე - დეველოპერების შეფასებები

person access_time2018-02-19 18:45:18
ქვეყანაში  უსაფრთხოების ინჟინრების დეფიციტი და მათი მომზადებისთვის საჭირო ხარჯი -ეს ის პრობლემაა, რომელიც  მშენებლობასთან დაკავშირებით დაგეგმილმა რეგულაციამ შეიძლება გამოიწვიოს.  ამის შესახებ „კომერსანტთან“ დეველოპერების ნაწილი საუბრობს და დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებით მოსალოდნელ რეგულაციებს  აფასებს.    „პროდუქტის უსაფრთხოებისა და...

ქართული ღვინის პრეზენტაცია ტოკიოში - ტოჩინოშინის სიურპრიზი ორგანიზატორებს

person access_time2018-02-19 19:45:37
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ესტუმრნენ.   ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის...

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ჩინურ „სინოჰიდროსთან“ დაკავშირებულ კითხვებს „კომერსანტთან“ პასუხობს

person access_time2018-02-20 09:00:11
გზების  დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  ბოლო პერიოდში, ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით კითხვებს „კომერსანტთან“  პასუხობს. როგორც ცნობილია, 2018 წლის 29 იანვარს გიორგი სეთურიძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ „სინოჰიდროს“ საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვეყნებდა. საკითხი ეხება რამდენიმე კვირის  წინ,  ...

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...


მსგავსი სიახლეები