„საპარტნიორო ფონდს „ნიბა ინვესტთან“ გარკვეული მოთხოვნები აქვს“ - დავით საგანელიძე „ნიბა დელისის“ მშენებლობაზე

access_time2017-12-06 10:20:32

„ნიბა დელისი“ თუ ისეთ ფინანსურ მოდელს შეკრავს, როგორზეც შევთანხმდით, მზად ვართ, გვერდით დავუდგეთ“-აღნიშნული განცხადება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „კომერსანტთან“ „ნიბა დელისის" პროექტში საპარტნიორო ფონდი შესვლასთან დაკავშირებით გააკეთა.


საგანელიძის ინფორმაციით, ფონდს გარკვეული მოთხოვნები აქვს „ნიბა დელისის“ განმახორციელებელ კომპანია „ნიბა ინვესტთან“. მისი განცხადებით, თუ ისინი ამ მოთხოვნებს გაითვალისწინებენ პროექტის განხილვა მოხდება.


„ეს იქნება სავაჭრო ობიექტი, მოლი, რომელიც „დელისის“ მეტროსთან აშენდება, თუ რა თქმა უნდა, შეთანხმება მოხდება. სხვა დეტალების თქმა ამ, ეტაპზე არ შემიძლია.აქციონერებს შორის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა იყო. ახლა მათ შორის ყველაფერი დალაგდა. უკვე სამომავლოდ ფინანსური მოდელი უნდა შეიკრას. ჩვენ კაპიტალში თანხას შევიტანთ. ამის გარდა, უნდა გაირკვეს, თუ რომელი ბანკი დააფინანსებს პროექტს. ისეთ ფინანსურ მოდელს თუ შეკრავენ, როგორზეც შევთანხმდით და ბანკიც გამოჩნდება, ამ შემთხვევაში მზად ვართ, რომ დავუდგეთ გვერდით. ისინი საკმაოდ აქტიურად მუშაობენ მოდელზე“-აცხადებს საგანელიძე.

 

რომელ ფინანსურ ინსტიტუტთან მიდის მოლაპარაკებები და საერთოდ, შეძლებს თუ არა „ნიბა ინვესტი“ საპარტნიორო ფონდის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ამის გარკვევა „კომერსანტმა“ თავად კომპანიაში სცადა, თუმცა, უშედეგოდ. ამ დრომდე „ნიბა ინვესტთან“ დაკავშირება ვერ ხერხდება.

 


წლების წინ შეჩერებული A-კლასის სავაჭრო ცენტრის პროექტის - „ნიბა დელისის“ მშენებლობა ფინანსური სახსრების არარსებობის გამო არაერთხელ გადაიდო. პროექტში თანხის გამოყოფაზე მოლაპარაკება თანაინვესტირების ფონდთან მიდიოდა, თუმცა, შეთანხმება ვერ შედგა.



შეგახსენებთ, „ნიბა დელისის პროექტი 35 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გათვლილი, ის ითვალისწინებს 4 მიწისქვეშა საპარკინგე და 5-სართულიანი სავაჭრო ზონის მოწყობას. პროექტი 2 წელიწადში უნდა დასრულდეს. პროექტის ავტორი მსოფლიოში ცნობილი იტალიელი არქიტექტორი მაქსიმილიანო ფუქსასია, რომელიც მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორების ათეულში შედის.



„ნიბა ინვესტმა ნიბა დელისის პროექტის განხორციელება 2008 წლის თებერვალში დაიწყო. მშენებლობა მას შემდეგ შეჩერდა, რაც 2010 წელს კომპანიის ხელმძღვანელი ბაკურ კიღურაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ბიზნესმენი პატიმრობიდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაათავისუფლეს.

 

 

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი, თეონა კენჭიაშვილი 

 



30 ათას ლარიანი ჯარიმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე - დეველოპერების შეფასებები

person access_time2018-02-19 18:45:18
ქვეყანაში  უსაფრთხოების ინჟინრების დეფიციტი და მათი მომზადებისთვის საჭირო ხარჯი -ეს ის პრობლემაა, რომელიც  მშენებლობასთან დაკავშირებით დაგეგმილმა რეგულაციამ შეიძლება გამოიწვიოს.  ამის შესახებ „კომერსანტთან“ დეველოპერების ნაწილი საუბრობს და დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებით მოსალოდნელ რეგულაციებს  აფასებს.    „პროდუქტის უსაფრთხოებისა და...

ქართული ღვინის პრეზენტაცია ტოკიოში - ტოჩინოშინის სიურპრიზი ორგანიზატორებს

person access_time2018-02-19 19:45:37
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ესტუმრნენ.   ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის...

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ჩინურ „სინოჰიდროსთან“ დაკავშირებულ კითხვებს „კომერსანტთან“ პასუხობს

person access_time2018-02-20 09:00:11
გზების  დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  ბოლო პერიოდში, ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით კითხვებს „კომერსანტთან“  პასუხობს. როგორც ცნობილია, 2018 წლის 29 იანვარს გიორგი სეთურიძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ „სინოჰიდროს“ საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვეყნებდა. საკითხი ეხება რამდენიმე კვირის  წინ,  ...

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...


მსგავსი სიახლეები