უკრაინის გენპროკურორი - სააკაშვილს ვიქტორ იანუკოვიჩის თანაგუნდელი ბიზნესმენი აფინანსებდა

access_time2017-12-05 15:03:13

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ უკრაინიდან გაქცეულმა ოლიგარქმა, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის თანაგუნდელმა სერგეი კურჩენკომ მიხეილ სააკაშვილის პარტიას 500 ათასი დოლარი გადასცა. ამის შესახებ

 

როგორც ლუცნეკომ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, საპროტესტო აქციებს იანუკოვიჩის თანაგუნდელის, სერგეი კუჩენკოს ფულით აფინანსებდა.

 

„სააკაშვილთან დაახლოებულმა პირმა, კერძოდ კი სევერიან დანგაძემ, სააკაშვილთან შეთანხმებით მიმართა კურჩენკოს, რომელიც იმალება ქალაქ მოსკოვში და მას ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების ინტერესების სანაცვლოდ, სააკაშვილის საქმიანობის დაფინანსება შესთავაზა. ჩვენ დავაფიქსირეთ რუსული მხარისგან დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის მიღება. თანხის დაახლოებით ნახევარი სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ დანგაძესგან ამოიღეს, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

 


იური ლუცენკომ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, სადაც, პროკურატურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი, მისი გუნდის წევრები, ასევე კურჩენკოს ნდობით აღჭურვილი პირი, უკრაინაში არეულობებს გეგმავენ.

 

გენერალური პროკურატურა სააკაშვილისთვის შინაპატიმრობას ითხოვს.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი დღეს დილით, კიევში დააკავეს. სააკაშვილს ბრალად ედება დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის დაფარვა, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლი 3-დან 5-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 



30 ათას ლარიანი ჯარიმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე - დეველოპერების შეფასებები

person access_time2018-02-19 18:45:18
ქვეყანაში  უსაფრთხოების ინჟინრების დეფიციტი და მათი მომზადებისთვის საჭირო ხარჯი -ეს ის პრობლემაა, რომელიც  მშენებლობასთან დაკავშირებით დაგეგმილმა რეგულაციამ შეიძლება გამოიწვიოს.  ამის შესახებ „კომერსანტთან“ დეველოპერების ნაწილი საუბრობს და დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებით მოსალოდნელ რეგულაციებს  აფასებს.    „პროდუქტის უსაფრთხოებისა და...

ქართული ღვინის პრეზენტაცია ტოკიოში - ტოჩინოშინის სიურპრიზი ორგანიზატორებს

person access_time2018-02-19 19:45:37
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ესტუმრნენ.   ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის...

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ჩინურ „სინოჰიდროსთან“ დაკავშირებულ კითხვებს „კომერსანტთან“ პასუხობს

person access_time2018-02-20 09:00:11
გზების  დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  ბოლო პერიოდში, ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით კითხვებს „კომერსანტთან“  პასუხობს. როგორც ცნობილია, 2018 წლის 29 იანვარს გიორგი სეთურიძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ „სინოჰიდროს“ საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვეყნებდა. საკითხი ეხება რამდენიმე კვირის  წინ,  ...

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...


მსგავსი სიახლეები