ქართულ ბაზარზე Calvin Klein-ის პირველი მაღაზია ოფიციალურად გაიხსნა - საზოგადოების მხრიდან აქტიურობამ მოლოდინს გადააჭარბა

access_time2017-12-05 14:15:14

„ჩვენი გეგმები საკმაოდ ამბიციურია“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ Calvin Klein-ის  განვითარების ხელმძღვანელმა სერგეი პარფიონოვმა განუცხადა.

 

პარფიონოვის თქმით, Calvin Klein Jeans-ის მაღაზიის გახსნაზე საზოგადოების მხრიდან აქტიურობამ მოლოდინს გადააჭარბა. მან ჩვენთან ბრენდის სამომავლო, ამბიციურ გეგმებზეც ისაუბრა.

 

„ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ჩვენი ბრენდის და გალერია თბილისის გახსნა ერთმანეთს დაემთხვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ Calvin Klein-ის პირველი ოფიციალური მაღაზია ვადების დაცვით გაგვეხსნა. საზოგადოების ინტერესმა ჩვენ მოლოდინსაც კი გადააჭარბა, რაც ორმაგად სასიამოვნოა.

 

ფაქტია, რომ ბაზარზე მორგებული საფასო პოლიტიკით და ბრენდისთვის ჩვეული მაღალი ხარისხის კოლექციით, საქართველოში ჩვენი პირველი ნაბიჯები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენი გეგმები საკმაოდ ამბიციურია“, - აღნიშნა სერგეი პარფიონოვმა.  

  

როგორც ბრენდის  განვითარების ხელმძღვანელმა აღნიშნა, Calvin Klein-ი დამატებით კიდევ ორი მაღაზიის გახსნას გეგმავს,

 

„ხუთი წლის განმავლობაში, კიდევ ორი მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ, თუმცა შესაძლოა, ეს უფრო ადრეც მოხდეს. ზუსტ ადგილმდებარეობას მომავალში გავაჟღერებთ. დროთა განმავლობაში ბრენდის საქართველოში განვითარება მისი მოთხოვნადობიდან გამომდინარე მოხდება. დეკემბერში ბრენდი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, რაც ძალიან სიმობლურია, რადგან ეს ღონისძიება საქართველოში მაღაზიის გახსნით აღინიშნა“, - განაცხადა პარფიონოვმა.


შეგახსენებთ, რომ პირველ დეკემბერს „გალერია თბილისში“ საქართველოსა და რეგიონში Calvin Klein-ის ბრენდის პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა. ბრენდის და ადგილობრივი წარმომადგენლობის გადაწყვეტილებით, Calvin Klein თავდაპირველად ქართულ ბაზარზე მისი  ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ისტორიული ხაზით -  Calvin Klein Jeans-ით შემოვიდა, რომელიც გარდა ჯინსისა, აერთიანებს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის სრულ ასორტიმენტს - Casual Look-ის ფარგლებში.


გარდა ამისა, გლობალური ბრენდის პირველ ოფიციალურ მაღაზიაში წარმოდგენილია ფეხსაცმლისა და აქსესუარების სრული სპექტრი - ორიგინალური დიზაინის და უმაღლესი ხარისხის ჩანთები, საფულეები, საათები, CK ბიჟუტერია, ექსკლუზიური პარფიუმერია და სათვალეების ხაზი.


მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი თეთრეულის ხაზის - CK Underwear-ის პროდუქციის შეძენაც საქართველოში პირველად იქნება შესაძლებელი.




პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

person access_time2017-12-13 20:31:10
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.   კენჭისყრას წინ უძღვოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.     სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით...

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით "სიტროენ ჯორჯია" 4–ჯერ იყო რეგისტრირებული შავ სიაში

person access_time2017-12-13 19:13:57
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის" მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, აღნიშნავს: 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა...

King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო

person access_time2017-12-13 17:00:31
King David-ში სასიამოვნო სიახლეა! საახალწლო აქცია ,,არაჩვეულებრივი 2018“დაიწყო. მსურველებს საშუალება აქვთ საახალწლო აქციის ფარგლებში სასურველი რეზიდენცია 20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადებით შეიძინონ, გადახდა კი ღირებულების მხოლოდ 1%-ით დაიწყონ და დამატებით 8%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა ეძლევათ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად. აღსანიშნავია რომ King David...

Deutsche Bank: ბიტკოინი 2018 წელს საფინანსო სექტორს საფრთხეს შეუქმნის

person access_time2017-12-13 20:00:41
Deutsche Bank-ი ბიტკოინს გლობალური საფინანსო ბაზრისთვის საფრთხედ მიიჩნევს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება Deutsche Bank-ის გლობალურმა ეკონომისტმა, ტორსტენ სლოკმა გააკეთა. მისი სიტყვებით, კრიპტოვალუტის უკანასკნელი დინამიკა იმის მანიშნებელია, რომ ბიტკოინს მკვეთრი ვარდნის დიდი პოტენციალი გააჩნია. Deutche Bank-ის ეკონომისტების მოსაზრებით, ბიტკოინთან დაკავშირებული საფრთე მის მერყეობასა და არასტაბილურობას უკავშირდება. ამასთან, ექსპერტები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას,...

მთავრობა ზამთრის ახალი კურორტების განვითარებაზე მუშაობს

person access_time2017-12-13 17:30:42
მთავრობას ზამთრის კურორტების განვითარების სწორი ხედვა აქვს - ამის შესახებ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს. ონოფრიშვილის თქმით, ყველა არსებულ და პოტენციურ კურორტზე განვითარების სამოქმედო გეგმა იწერება, როგორი უნდა იყოს კურორტი და ეს დოკუმენტი ინვესტორებისთვის ერთგვარი გზამკვლევი გახდება.   „გუდაურის შემთხვევაში განაშენიანების გეგმა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო...


მსგავსი სიახლეები