გიორგი ჭირაქაძე - სასამართლოს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა წინ წავიდეს

access_time2017-12-05 13:16:48

სასამართლოს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა წინ წავიდეს, რადგან ინვესტორები სერიოზულად უყურებენ თუ როგორ წყდება დავები ქვეყანაში , - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში განაცხადა, სადაც საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და წევრებს ხვდებიან.

 

 

ჩვენ მოხარულები ვართ დღეს რომ ვხვდებით იუსტიციის საბჭოს მდივანს. ჩვენ მრავალჯერ დაგვიფიქსირებია ბიზნესის უკმაყოფილება ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება. დღეს ჩვენ იმედი გაგვიჩნდა, რომ შესაძლებელია ის პრობლემები, რაც მრავალი წლის განმავლობაში არსებობს, გავუზიაროთ საბჭოს მდივანს. ავუხსნათ როგორ ვხედავთ ამ პრობლემებს, რატომ ვხედავთ ამ პრობლემებს და შევძლოთ სწორი მექანიზმი ვიპოვოთ, რომ ეს კომუნიკაცია არსებობდეს. როგორც კი რეალური და სისტემური პრობლემები დგება, ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვხედავთ წინგადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც სისტემაში არის რეფორმებთან დაკავშირებით. ასეთი სახის კომუნიკაცია და თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ბიზნესში მრავალი პრობლემაა დაგროვილი, რომელიც ეხება კომერციულ დავებს, ეხება ისეთ დავებს, რომლებიც წლების განმავლობაში არის გაჭიანურებული, - განაცხადა ჭირაქაძემ.

 

 

მისივე თქმით, გაჭიანურება ძალიან დიდი პრობლემაა ბიზნესისთვის.

 

 

ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის, რომ მოსამართლეებს ძალიან ბევრი საქმე აქვთ, მაგრამ ეს პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკინომიკის ზრდაზე. ჩვენ რომ ლარის კურსზე ვსაუბრობთ, ლარის კურსიც მნიშვნელოვნად არის გადაჯაჭვული სასამართლოს სწორ გადაწყვეტილებებზე, სისწრაფეზე. ბევრი იკითხავს თუ რატომ? იმიტომ, რომ საერთაშორისო ინვესტორი თუ არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოში სამართალს იპოვის, ის გააჭიანურებს ან დაფიქრდება ინვესტიცების ჩადებაზე ქვეყანაში. ჩვენ თუ გვინდა, რომ ლარი მყარი იყოს, მნიშვნელოვანია რომ სასამართლო სისტემა იყოს რეფორმირებული. ჩვენ ბიზნესასოციაციამ მაქსიმალურად გვინდა ვითანამშრომლოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, ავუხსნათ ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ვხედავთ უკვე, რომ საბჭოს სურვილი აქვს, რომ ეს რეფორმები გატარდეს, - განაცხადა ჭირაქაძემ.

 

 

მისივე თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის საბჭოს შექმნა, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც უზრუნველყოფს კომერციული დავების გამარტივებას, მისასალმებელია.

 

 

დღეს ჩვენ ვერ შევაფასებთ მის საქმიანობას, რადგან ახალი შექმნილია. ჩვენ ზოგიერთ წევრს აქვს კონკრეტული მოსაზრებები, ზოგიერთს კრიტიკული მოსაზრებიც. ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი, რომელიც გაამარტივებს, სწრაფად გადაწყვეტს დავას ან უზრუნველყოფს იმას, რომ კომპეტენტურად გადაწყდეს საქმეები, არის ძალიან მნიშვნელივანი იმისთვის, რომ ეკონიმიკა განვითარდეს. ჩვენ რომ ვსაუბრობთ ეკონომიკის ზრდაზე, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სასამართლოს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა წინ წავიდეს იმიტომ, რომ ინვესტორები ძალიან სერიოზულად უყურებენ თუ როგორ წყდება დავები ქვეყანაში, - განაცხადა ჭირაქაძემ.

 

 

bpn.ge

 

 

 

 

 



პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

person access_time2017-12-13 20:31:10
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.   კენჭისყრას წინ უძღვოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.     სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით...

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით "სიტროენ ჯორჯია" 4–ჯერ იყო რეგისტრირებული შავ სიაში

person access_time2017-12-13 19:13:57
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის" მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, აღნიშნავს: 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა...

King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო

person access_time2017-12-13 17:00:31
King David-ში სასიამოვნო სიახლეა! საახალწლო აქცია ,,არაჩვეულებრივი 2018“დაიწყო. მსურველებს საშუალება აქვთ საახალწლო აქციის ფარგლებში სასურველი რეზიდენცია 20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადებით შეიძინონ, გადახდა კი ღირებულების მხოლოდ 1%-ით დაიწყონ და დამატებით 8%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა ეძლევათ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად. აღსანიშნავია რომ King David...

Deutsche Bank: ბიტკოინი 2018 წელს საფინანსო სექტორს საფრთხეს შეუქმნის

person access_time2017-12-13 20:00:41
Deutsche Bank-ი ბიტკოინს გლობალური საფინანსო ბაზრისთვის საფრთხედ მიიჩნევს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება Deutsche Bank-ის გლობალურმა ეკონომისტმა, ტორსტენ სლოკმა გააკეთა. მისი სიტყვებით, კრიპტოვალუტის უკანასკნელი დინამიკა იმის მანიშნებელია, რომ ბიტკოინს მკვეთრი ვარდნის დიდი პოტენციალი გააჩნია. Deutche Bank-ის ეკონომისტების მოსაზრებით, ბიტკოინთან დაკავშირებული საფრთე მის მერყეობასა და არასტაბილურობას უკავშირდება. ამასთან, ექსპერტები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას,...

მთავრობა ზამთრის ახალი კურორტების განვითარებაზე მუშაობს

person access_time2017-12-13 17:30:42
მთავრობას ზამთრის კურორტების განვითარების სწორი ხედვა აქვს - ამის შესახებ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს. ონოფრიშვილის თქმით, ყველა არსებულ და პოტენციურ კურორტზე განვითარების სამოქმედო გეგმა იწერება, როგორი უნდა იყოს კურორტი და ეს დოკუმენტი ინვესტორებისთვის ერთგვარი გზამკვლევი გახდება.   „გუდაურის შემთხვევაში განაშენიანების გეგმა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო...


მსგავსი სიახლეები