„თანამედროვე ბიზნესგარემო ძალიან სწრაფად ვითარდება და მოსამართლეები უნდა აყვნენ განვითარების ტემპს“

access_time2017-12-05 12:00:41

თბილისის საქალაქო სასამართლოში შექმნილ კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციას სექტემბრიდან განსახილველად 250-მდე საქმე გადაეცა და დღეის მდგომარეობით, ეს რიცხვი განახევრებულია, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში განაცხადა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდებიან.

 

როგორც მიქაუტაძემ შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობის შეკრების შემდეგ, პირველი პრობლემა, რისი იდენტიფიცირებაც მოახდინეს იყო სწორედ ის, რომ მათ მოუსმინეს ბიზნესმენებს, გაიგეს ის, რომ მათ პრობლემები აქვთ სასამართლოში, გაჭიანურებული საქმეები, რომელთა განხილვა დროში იწელება და ეს უარყოფითად მოქმედებს ბიზნესგარემოზე.

 

სწორედ აქედანაა განპირობებული ის, რომ ჩვენ დღეს ვხვდებით ბიზნესასოციაციას, რათა უკეთ მოვისმინოთ მათი პრობლემები და ერთად შევძლოთ გამოსავლის ძიება. პირველ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პირველი ნაბიჯი რაც გადადგა, ეს იყო კომერციული დავების მიმართულებით ვიწრო სპეციალიზაციის შექმნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, სადაც დღეის მდგომარეობით 5 მოსამართლე ახორციელებს საქმიანობას. ამ ვიწრო სპეციალიზაციას გადაეცა განსახილველად დაახლოებით, 250-მდე საქმე საწყის ეტაპზე, ეს იყოს ნახევარ მილიონ ლარზე მეტის ღირებულების დავის საგნით სარჩელები, დღეის მდგომარეობით ეს რიცხვი განახევრებულია. საკმაოდ კარგი შედეგები გაქვს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმიანობას შეუდგნენ სექტემბრიდან, ეს ახალი ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეები. ეს იყო პირველი ნაბიჯი, თუმცა ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით. მოვუსმენთ ბიზნესმენებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვები ასევე საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით. გვქონდა რამდენიმე შეხვედრა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან, - განაცხადა მიქაუტაძემ.

 

მისივე თქმით, თანამედროვე ბიზნესგარემო ძალიან სწრაფად ვითარდება და მოსამართლეები უნდა აყვნენ განვითარების ტემპს.


 

ვფიქრობთ, რომ ვიწრო სპეციალიზაცია, სადაც დღესდღეობით 5 მოსამართლეა, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მარტივად შევძლოთ სწორი ტრენინგების და გადამზადების კურსის დაგეგმვა. დღეის მდგომარეობით, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან ერთად ჩვენ ვგეგმავთ ასეთ ტრენინგებს კომერციული დავების განმხილველი მოსამართლეებისათვის და ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვფიქრობთ, რომ უცხოეთში სწავლების კურსიც გაიარონ შესაბამისმა მოსამართლეებმა, - განაცხადა მიქაუტაძემ.

 

მისივე თქმით, გადაწყვეტილება, რომ კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დავის საგნის მქონე სარჩელები განიხილოს, განაპირობა იმან, რომ სასამართლოს რესურსები დღეის მდგომარეობით შეზღუდულია.

 

ჩვენ არ გვყავს საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები, ასევე იცით, რომ არის ინფრასტრუქტურის პრობლემა. მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც დღეის მდგომარეობით აქვს სასამართლოს მომხმარებელს. მოსამართლეებს აქვთ დარბაზების ნაკლებობა, სამუშაო სივრცის ნაკლებობა და იცით, რომ თითო ახალი მოსამართლე ნიშნავს მინიმუმ ერთ მდივანს და პლიუს თანაშემწეს, მწერალ თანაშემწეს და მის აპარატს სრული შემადგენლობით. ეს არის განგრძობადი პროცესი. ჩვენ ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც დაწყებული გვაქვს მუშაობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველ ეტაპზე დაემატება დამატებითი ფლიგელი. ვფიქრობ, გარკვეული დროის მონაკვეთში სრულად შევძლებთ ამ პრობლემების აღმოფხვრას, - განაცხადა მიქაუტაძემ.

 

ავტორი: ipn

 



ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...

„ბეკო“ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ სასპონსორო შეთანხმებას აგრძელებს და აფართოებს

person access_time2018-02-19 12:11:06
ბარსელონა, 15 თებერვალი, 2018. ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანმა ბრენდმა „ბეკომ“ დღეს გამოაცხადა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სპონსორობის გაგრძელების შესახებ, რაც მომდევნო სამი სპორტული სეზონის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ერთობლივ ინიციატივაში გამოიხატება. ახალი შეთანხმება, რომლის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონ „კამპ ნოუზე“ მდებარე „Auditori 1899“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ანიჭებს „ბეკოს“ მთავარი პარტნიორისა და საფეხბურთო...

მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

person access_time2018-02-19 13:38:26
„მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.   შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს....

„აფბა“: „საგზაო დეპარტამენტი „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს“

person access_time2018-02-19 12:40:07
ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“  განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ:  „ჩინური „სინოჰიდროს“  დარღვევებზე და გზების უხარისხო მშენებლობაზე საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე საზოგადოებას ამა წლის 29 იანვარს შეპირდა, რომ სინოჰიდროს საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვყნებდა. თუმცა, უკვე...


მსგავსი სიახლეები