ბათუმი-გოდერძის მიმართულებით ფრენები წელს ვერ დაიწყება

ბათუმი-გოდერძის მიმართულებით ფრენები წელს ვერ დაიწყება

access_time2017-12-07 13:20:59

ბათუმი-გოდერძის მიმართულებით დაანონსებული ფრენები, რომლებიც მიმდინარე ზამთრის სეზონზე უნდა დაწყებულიყო, ვერ განხორციელდება. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი თამარ დიასამიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, ამის მიზეზი გოდერძიზე მიწის გამოსყიდვის პროცედურების მიმდინარეობაა.


„კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, კურორტის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე მიწის გამოსყიდვის პროცედურები მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მოწყობასაც. როგორც კი დასრულდება მიწების გამოსყიდვის პროცედურები, ვერტმფრენის მოედანს გავაკეთებთ. 2017-2018 წლის ზამთრის სეზონზე ვერტმფრენის დანიშვნა ვერ მოესწრება. თუმცა სამუშაოები გაგრძელდება, რომ უახლოეს მომავალში მოედნის მშენებლობა დაიწყოს“ - აღნიშნავს დიასამიძე.


კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე ფრენების დანიშვნა, დიასამიძე პასუხობს, რომ ყველაფერი პროცედურული თანმიმდევრობით მიდის.



კურორტ Goderdzi Resort-ის დირექტორი ზურაბ ჭურკვეიძე დაახლოებით ერთი თვის წინ „კომერსანტთან“ საუბრობდა, რომ გოდერძი-ბათუმის მიმართულებით ფრენები შესაძლოა, აღარ დანიშნულიყო: „ახლა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპს გავდივართ. როგორც იცით, ჩვენმა კომპანიამ ფრენებზე სუბსიდირება უნდა მოახდინოს. ჩვენ რომ დავიქირაოთ ვერტმფრენი, ეკონომიკურად მომგებიანი იქნება თუ არა, ან მასზე მოთხოვნა იქნება თუ არა, ჯერ ეს უნდა შევისწავლოთ. მგზავრები რომ არ გვყავდეს, ფრენას რა აზრი ექნება. ეს კომპანიისთვის წამგებიანი იქნება. სანამ ამ დეტალებს ვერ გავარკვევთ, ფრენები ვერ განხორციელდება“, - აცხადებდა ჭურკვეიძე.


კორორტი Goderdzi Resort 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა. კურორტიდან ბათუმის მიმართულებით რეისის დანიშვნაზე საუბარი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და როგორც მაშინ ზურაბ ჭურკვეიძე აცხადებდა, ვერტმფრენი 2017 წლის დეკემბრიდან უნდა დანიშნულიყო.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები