გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

access_time2017-12-04 16:22:17

მე ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენი მთავრობის საქმიანობას, რადგანაც თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმები მართლაც შთამბეჭდავია, - ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა დორის ლოიტჰარდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

 


პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესახებ ისაუბრეს.
პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მედიატორის ფუნქციის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

 


„ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა საქართველოს დიდი და მნიშვნელოვანი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის მასპინძლობა. ძალიან მოხარული ვარ, რომ გვაქვს ეს შესაძლებლობა. უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ საქართველოს და მისი მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელსაც 2008 წლიდან მოყოლებული თქვენ ასრულებთ კონფლიქტების პოლიტიკური გზით გადაჭრის პროცესში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამას. ჩვენ მივესალმებით შვეიცარიასა და საქართველოს შორის ორმხრივი კავშირების განმტკიცებას, ასევე სასიხარულოა ჩვენს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდა. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ თქვენს ქვეყანასთან ორმხრივი პარტნიორობის განსამტკიცებლად. დიდი მადლობა, რომ, დაპირებისამებრ, ეწვიეთ საქართველოს", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა დორის ლოიტჰარდს.

 


ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესახებ ისაუბრა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა.

 


„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო გიორგი, ჩემთვისაც ძალიან სასიხარულოა აქ ყოფნა. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია დავოსში. სწორედ მაშინ დაგპირდით, რომ ჩამოვიდოდი საქართველოში. წელს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავი. როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, შვეიცარია დიდად აფასებს იმ მანდატს, რომლის ძალითაც ცდილობს, ხელი შეუწყოს დიალოგს საქართველოსა და რუსეთს შორის. მე ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენი მთავრობის საქმიანობას, რადგანაც თქვენი რეფორმები მართლაც შთამბეჭდავია. გისურვებთ წარმატებას. ამ ვიზიტის მიზანია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება", - აღნიშნა დორის ლოიტჰარდმა.

 


გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს დეტალურად გააცნო მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, პოზიტიური ეკონომიკური მაჩვენებლები და ქვეყნის მოწინავე პოზიციები საერთაშორისო რეიტინგებში.

 


შეხვედრისას, ხაზი გაესვა განათლების რეფორმის პროცესში, ასევე - მთიანი რეგიონების განვითარების კუთხით შვეიცარიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

 

 

 

 

 



პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

person access_time2017-12-13 20:31:10
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.   კენჭისყრას წინ უძღვოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.     სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით...

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით "სიტროენ ჯორჯია" 4–ჯერ იყო რეგისტრირებული შავ სიაში

person access_time2017-12-13 19:13:57
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის" მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, აღნიშნავს: 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა...

King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო

person access_time2017-12-13 17:00:31
King David-ში სასიამოვნო სიახლეა! საახალწლო აქცია ,,არაჩვეულებრივი 2018“დაიწყო. მსურველებს საშუალება აქვთ საახალწლო აქციის ფარგლებში სასურველი რეზიდენცია 20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადებით შეიძინონ, გადახდა კი ღირებულების მხოლოდ 1%-ით დაიწყონ და დამატებით 8%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა ეძლევათ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად. აღსანიშნავია რომ King David...

Deutsche Bank: ბიტკოინი 2018 წელს საფინანსო სექტორს საფრთხეს შეუქმნის

person access_time2017-12-13 20:00:41
Deutsche Bank-ი ბიტკოინს გლობალური საფინანსო ბაზრისთვის საფრთხედ მიიჩნევს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება Deutsche Bank-ის გლობალურმა ეკონომისტმა, ტორსტენ სლოკმა გააკეთა. მისი სიტყვებით, კრიპტოვალუტის უკანასკნელი დინამიკა იმის მანიშნებელია, რომ ბიტკოინს მკვეთრი ვარდნის დიდი პოტენციალი გააჩნია. Deutche Bank-ის ეკონომისტების მოსაზრებით, ბიტკოინთან დაკავშირებული საფრთე მის მერყეობასა და არასტაბილურობას უკავშირდება. ამასთან, ექსპერტები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას,...

მთავრობა ზამთრის ახალი კურორტების განვითარებაზე მუშაობს

person access_time2017-12-13 17:30:42
მთავრობას ზამთრის კურორტების განვითარების სწორი ხედვა აქვს - ამის შესახებ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს. ონოფრიშვილის თქმით, ყველა არსებულ და პოტენციურ კურორტზე განვითარების სამოქმედო გეგმა იწერება, როგორი უნდა იყოს კურორტი და ეს დოკუმენტი ინვესტორებისთვის ერთგვარი გზამკვლევი გახდება.   „გუდაურის შემთხვევაში განაშენიანების გეგმა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო...


მსგავსი სიახლეები