SBM League 2017/18: II ტური დაძაბული შეხვედრებით გამოირჩა

access_time2017-12-04 16:06:52

3 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წ.წ სეზონის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლა. II ტურის შეხვედრები სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის გუნდებმა გამართეს. თითქმის ყველა დაპირისპირება უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა.

 

 

პირველები პარკეტზე ვერცხლის ლიგის გუნდები გავიდნენ. ელიტა ბურჯისა და ჯეო ჰოლდინგის დაპირისპირება, ამ უკანასკნელის გამარჯვებით 2:5 დასრულდა. მინიმალური სხვაობით იმარჯვა ავერსმა, რომელმაც ენერგო-პრო დაამარცხა 2:1. დაძაბული გამოდგა „ძალოვანთა დერბი“ - მიუხედავად ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდის ორ ბურთიანი უპირატესობისა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფეხბურთელებმა შეძლეს მატჩის მიწურულს სამი ქული მოპოვება 3:2. რაც შეეხება „საბანკო დერბის“ ლიბერთი ბანკმა მძიმე ბრძოლაში საქართველოს ბანკი 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის ფეხბურთელებმა მატჩის ბოლო წუთებზე ორი 10 მეტრიანი საჯარიმო დარტყმის რეალიზება ვერ მოახერხეს.ტურის დასკვნით შეხვედრაში შემოსავლების სამსახურმა თბილისის მერია დაამარცხა 5:3.

 

 

03.12.2017.ვერცხლის ლიგა. II ტური

Geo Holding - ელიტა ბურჯი 5:2

ენერგო-პრო - ავერსი 1:2

SSPS - ეთა 3:2

ლიბერთი ბანკი - საქართველოს ბანკი 2:1

თბილისის მერია - შემოსავლების სამსახური 3:5

 

 

აჭარის და თელავის გუნდების დაპირისპირებით აიღო სტარტი სუპერლიგის მეორე ტურმა. კახელებმა მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 3:6 დამარცხდნენ. დღის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს კავკასიის საერთაშორისო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული „სტუდენტური დერბი“ თსუ-ჰიუნდაის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. აღნიშნული მატჩის შესვენებაზე დაჯილდოვდნენ სუპერლიგის და ვერცხლის ლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებიც ვებ-გვერდ sbm.ge-ს მომხმარებელმა გამოავლინა. სუპერლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელი და SNAP-ის ერთ თვიანი ვაუჩერის მფლობელი კსუ-ს მეკარე, დათა ფარაჯანაშვილი გახდა. ხოლო ვერცხლის ლიგის პირველი ტურის საუკეთესო, შემოსავლების სამსახურის ფეხბურთელი იასონ ხუნდაძე გახდა, რომელსაც JOMA-ს 100 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერიგადაეცა.

 


 

ფრედ, 2:2 დასრულდა სფფ-სა და მაუდის ასევე დაძაბული დაპირისპირება. სფფ-ს მხრიდან გოლები კახა კალაძესა და ლევან კობიაშვილის ანგარიშზეა. საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა საქართველოს უნივერსიტეტისა და მფკ ნატახტარის დაპირისპირებაში. მატჩის განმავლობაში სტუდენტები 4:1 ამარცხებდნენ მეტოქეს, თუმცა საბოლოოდ უხვგოლიანი თრილერი 5:5 დასრულდა. პირველი ქულების დაკარგვასთან ახლოს იყოს მოქმედი ჩემპიონი პსპ. ტვ იმედთან შეხვედრაში „ფარმაცევტები“ მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ, თუმცა ბოლო ორ წუთში მიხეილ თევზაძის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, მაინც შეძლეს გამარჯვების მოპოვება - 4:3.

 

 

03.12.2017.სუპერლიგა. II ტური

აჭარა - თელავი 6:3

კსუ/CIU - თსუ-ჰიუნდაი 2:4

სფფ - მაუდი 2:2

FC UG - მფკ ნატახტარი 5:5

ტვ იმედი - FC PSP 3:4

 

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

 

 

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: „ნაბეღლავი“, ენერგეტიკული სასმელი „ბუღა“, SNAP Fitness Georgia, იზოტონური და ვიტამინიზირებული სასმელი OSHEE,  რადიო ენერჯი 104.7, ტელეკომპანია „იმედი“, კომპიუტერული კომპანია GT GROUP, იურიდიული ჯგუფი „McGill“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“, სასტუმრო „ბილტმორი“

 

 

 

მედია პარტნიორები: Palitra News, რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, “თანამგზავრი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  tsff.ge, გაზეთი „ლელო”

 

 

 

 

 

 

 



30 ათას ლარიანი ჯარიმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე - დეველოპერების შეფასებები

person access_time2018-02-19 18:45:18
ქვეყანაში  უსაფრთხოების ინჟინრების დეფიციტი და მათი მომზადებისთვის საჭირო ხარჯი -ეს ის პრობლემაა, რომელიც  მშენებლობასთან დაკავშირებით დაგეგმილმა რეგულაციამ შეიძლება გამოიწვიოს.  ამის შესახებ „კომერსანტთან“ დეველოპერების ნაწილი საუბრობს და დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებით მოსალოდნელ რეგულაციებს  აფასებს.    „პროდუქტის უსაფრთხოებისა და...

ქართული ღვინის პრეზენტაცია ტოკიოში - ტოჩინოშინის სიურპრიზი ორგანიზატორებს

person access_time2018-02-19 19:45:37
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ესტუმრნენ.   ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის...

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ჩინურ „სინოჰიდროსთან“ დაკავშირებულ კითხვებს „კომერსანტთან“ პასუხობს

person access_time2018-02-20 09:00:11
გზების  დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  ბოლო პერიოდში, ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით კითხვებს „კომერსანტთან“  პასუხობს. როგორც ცნობილია, 2018 წლის 29 იანვარს გიორგი სეთურიძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ „სინოჰიდროს“ საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვეყნებდა. საკითხი ეხება რამდენიმე კვირის  წინ,  ...

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...


მსგავსი სიახლეები