მამუკა ბახტაძე: მსოფლიო ბანკისგან კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების მხარდაჭერას

access_time2017-12-04 15:17:32

მსოფლიო ბანკისგან კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების მხარდაჭერას - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბანკთან „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსების" შესახებ შეთანხების გაფორმების შემდეგ.

 



„დღეს გვქონდა შეხვედრა მსოფლიო ბანკთან. ამ საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს აკავშირებს 25-წლიანი წარმატებული პარტნიორობის ისტორია. დღეს ხელი მოვაწერეთ ახალ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო მიიღეს 16.9 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს. თანხა, ძირითადად, მოხმარდება ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას, კონკრეტულად კი ერთ-ერთ მონაკვეთს რიკოთის უღელტეხილზე. ესაა ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობის დაფინანსება, რომლის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება. ჩვენმა კოლეგებმა აღნიშნეს ის ფაქტი, რომ საქართველოს ამ პროექტის რეალიზაციის შედეგად, ექმნება ძალიან მნიშნელოვანი პოტენციალი, გახდეს რეგიონის როგორც სატრანსპორტო, ისე ლოგისტიკური ჰაბი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 




მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა, ასევე, ხაზი გაუსვა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობას. "აღმოსავლეთ -დასავლეთის დერეფნის დასრულება მთავრობის სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია საქართველოს გარდასაქმნელად რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრად. პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს მსოფლიო ბანკი, სრულად ეხმიანება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტინი განვითარების გეგმას და უშუალო წვლილს შეიტანს ეკონომიკის განვითარებაში", - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.

 

 



30 ათას ლარიანი ჯარიმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე - დეველოპერების შეფასებები

person access_time2018-02-19 18:45:18
ქვეყანაში  უსაფრთხოების ინჟინრების დეფიციტი და მათი მომზადებისთვის საჭირო ხარჯი -ეს ის პრობლემაა, რომელიც  მშენებლობასთან დაკავშირებით დაგეგმილმა რეგულაციამ შეიძლება გამოიწვიოს.  ამის შესახებ „კომერსანტთან“ დეველოპერების ნაწილი საუბრობს და დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებით მოსალოდნელ რეგულაციებს  აფასებს.    „პროდუქტის უსაფრთხოებისა და...

ქართული ღვინის პრეზენტაცია ტოკიოში - ტოჩინოშინის სიურპრიზი ორგანიზატორებს

person access_time2018-02-19 19:45:37
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ესტუმრნენ.   ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის...

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ჩინურ „სინოჰიდროსთან“ დაკავშირებულ კითხვებს „კომერსანტთან“ პასუხობს

person access_time2018-02-20 09:00:11
გზების  დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  ბოლო პერიოდში, ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით კითხვებს „კომერსანტთან“  პასუხობს. როგორც ცნობილია, 2018 წლის 29 იანვარს გიორგი სეთურიძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ „სინოჰიდროს“ საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვეყნებდა. საკითხი ეხება რამდენიმე კვირის  წინ,  ...

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...


მსგავსი სიახლეები