FIFA რუსეთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სპონსორებს ვერ პოულობს

access_time2017-12-04 20:00:25

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 6 თვეა დარჩენილი. გუნდების წილისყრა უკვე ჩატარებულია, თუმცა ამის ფონზე, ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) კვლავ სპონსორიების მოძიების პროცესში იმყოფება.


CNNMoney-ის თანახმად, სხვადასხვა კომპანიები მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორობისგან თავს იმ მიზეზით იკავებენ, რომ 2015 წელს FIFA კორუფციულ სკანდალში გაეხვა. შედეგად, FIFA-ს დატოვება ზეპ ბლარერსა და სხვა აღმასრულებელ პოზიციებზე მომუშავე ადამიანებს მოუწიათ.


FIFA სპონსორებს სამ ჯგუფში ანაწილებს: “პარტნიორები,” “მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორები” და “რეგიონული მხარდამჭერები.” FIFA პარტნიორობას ინარჩუნებს Coca-Cola-სთან, VISA-სთან და Adidas-თან. ახალ სპონსორებს შორის არიან Qatar Airways, Gazprom და ჩინური Wanda Group.


როგორც CNNMoney იტყობინება, სპონსორთა მეორე ჯგუფი ჯერ ნახევრად სავსეც კი არ არის. ამ ეტაპზე, McDonald’s-სა და Budweiser-ს ორი ჩინური კომპანია - Vivo და Hisense შეუერთდნენ. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადეს დასავლურმა ბრენდებმა - Continental-მა, Castrol-მა და Johnson & Johnson-მა.



FIFA-ს მთავარ გამოწვევას რეგიონული მხარდაჭერების მოპოვება წარმოადგენს. ამ ეტაპზე, სპონსორთა მესამე კალათში მხოლოდ ერთი კომპანია ფიგურირებს: რუსული Alfa Bank-ი. FIFA-ს განცხადებით, მომდევნო წელს მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორობასთან დაკავშირებით მეტი კომპანია გამოთქვამს ინტერესს.


კორუფციული სკანდალის შედეგად მიღებული უნდობლობის გამო, ექსპერტები FIFA-ს რებრენდინგს ურჩევენ.



CNNMoney




ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...

„ბეკო“ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ სასპონსორო შეთანხმებას აგრძელებს და აფართოებს

person access_time2018-02-19 12:11:06
ბარსელონა, 15 თებერვალი, 2018. ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანმა ბრენდმა „ბეკომ“ დღეს გამოაცხადა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სპონსორობის გაგრძელების შესახებ, რაც მომდევნო სამი სპორტული სეზონის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ერთობლივ ინიციატივაში გამოიხატება. ახალი შეთანხმება, რომლის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონ „კამპ ნოუზე“ მდებარე „Auditori 1899“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ანიჭებს „ბეკოს“ მთავარი პარტნიორისა და საფეხბურთო...

მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

person access_time2018-02-19 13:38:26
„მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.   შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს....

„აფბა“: „საგზაო დეპარტამენტი „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს“

person access_time2018-02-19 12:40:07
ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“  განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ:  „ჩინური „სინოჰიდროს“  დარღვევებზე და გზების უხარისხო მშენებლობაზე საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე საზოგადოებას ამა წლის 29 იანვარს შეპირდა, რომ სინოჰიდროს საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვყნებდა. თუმცა, უკვე...


მსგავსი სიახლეები