„APM ტერმინალმა სახელმწიფოს წინადადება არც კი განიხილა, რომ განვითარებაზე და ინვესტიციების მოზიდვაზე ეზრუნა“

access_time2017-12-04 14:30:18

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება საქართველოს სულ სხვა დონეზე გადაიყვანს“, - ამის შესახებ  "ანაკლია სითის" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტზე სანდრო ვეფხვაძესთან“ ისაუბრა.


მისი თქმით, არასწორია მიდგომა, როდესაც ოპონენტები ამბობენ, რომ ქვეყანა სატრანსპორტო ჰაბის ჩამოყალიბებისთვის არაფერს აკეთებს.


„საქართველოს გააჩნია უდიდესი პოტენციალი, რომ სატრანზიტო ჰაბი გახდეს. ამ მიმართულებით კეთდება არაერთი რეფორმა, რომ მისაღები ბიზნესგარემო  და საერთაშორისო კომპანიებისთვის მისაღები ინფრასტრუქტურა გვქონდეს. დღეს სამწუხაროდ, ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. არსებული პორტები შესაბამისად ვერ ემსახურებიან. რომელი საერთაშორისო კომპანია განიხილავს საქართველოს სერიოზულ სატრანსპორტო ჰაბად, როდესაც წლის განმავლობაში პორტის 40% თითქმის დაკეტილია? ტვირთს საქართველოში შემოსვლისთვის დიდი დრო სჭირდება. ჩვენთან დიდი გემები ვერ შემოდიან. ჩვენ უნდა გვქონდეს განვითარების პერსპექტივა და ენერგია, რომ რეგიონალური ჰაბი გავხდეთ. ამისთვის სულ სხვა დონეზე უნდა გადავიდეთ. ეს დონე იქნება ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც სახელმწიფომ დააანონსა. ეს საქართველოს სულ სხვა კატეგორიაში გადაიყვანს“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.


ამასთან, ქეთი ბოჭორიშვილი ბოლო დღეებში ფოთის პორტის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების საჭიროებას ვერ ხედავს. მისი თქმით, ფოთის პორტი ცდილობს, რომ ბაზარზე კონკურენტი არ გამოუჩნდეს.


„ფოთის პორტი ერთ-ერთი უძვირესი პორტია. რთულია მათთან ურთიერთობა. ამ ყველაფრის ფონზე, კომპანიას ერთი დოლარის ინვესტიციაც არ აქვს განხორციელებული, თუნდაც მოდერნიზაციისთვის. პორტი გასულ საუკუნეშია აშენებული და მუზეუმს უფრო ჰგავს, ვიდრე პორტს. APM ტერმინალი არ ცდილობს მოიზიდოს ახალი გადამზიდავი კომპანიები და იაროს კარდაკარ, რომ საერთაშორისო კომპანიები საქართველოს აქტუალობაში დაარწმუნოს. მათი მიდგომა და განაცხადება არის არასწორი. ეს არის მცდელობა, რომ ბაზარზე კონკურენტი არ გამოუჩნდეთ და მონოპოლიური მდგომარეობით ისარგებლონ, არც განვითარებაზე, არც ინვესტიციების ჩადებაზე, არც ტექნოლოგიების განვითარებაზე და ახალი ტვირთების მოზიდვაზე არ იზრუნონ“, - აღნიშნავს ბოჭორიშვილი.



კითხვაზე, APM ტერმინალის მონოპოლიაში დადანაშუალება წლებია ხდება, ამის ფონზე რა კეთდება და კეთდებოდა სახელმწიფოს მხრიდან ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეკონომიკის მოადგილის პოსტს იკავებდა, ქეთი ბოჭორიშვილი პასუხობს, რომ სახელმწიფოს ჰქონდა წინადადებები, რაც პორტმა არ გაითვალისწინა.


 „ძალიან ბევრი ნაბიჯები გადაიდგა. პრივატიზაცია როდესაც მოხდა, სამწუხაროდ, არ მოხდა არანაირი ვალდებულების ჩადება. სახელმწიფოს არ აქვს უფლება, რომ კომპანია დაავალდებულოს. თუმცა გვქონდა საუბრები კომპანიასთან, რომ ინფრასტრუქტურა განეახლებინა, ინვესტიციები განეხორციელებინა. მათ ეს წინადადება არც კი განიხილეს. აღნიშნულ კომპანიას არ აქვს სტარტეგია, რომ ინვესტიციები განახორციელოს. ამით ტვირთებს დავკარგავთ. მოგეხსენებათ, ჩვენს გარდა კონკურენტი მარშუტები არსებობს და ჩვენ დავკარგავთ ამბიციას, რომ აბრეშუმის გზის მარშუტში ჩავერთოთ“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.


 შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს ლარსენმა ანაკლიის პორტის განმახორციელებელი „თიბისი ჯგუფი“ და ამერიკული „კონტი ჯგუფი“ გააკრიტიკა.


„დღეს არ დგას ღრმაწყლოვანი პორტისთვის დამახასიათებელი დიდი ტვირთების მიღების საჭიროება. ახალ აბრეშუმის გზას თუ შევხედავთ, მსოფლიოს ამ ნაწილში ის ჭრის შავ ზღვას ბულგარეთისკენ, რუმინეთისკენ ან უკრაინისკენ. დიდი ხომალდები არ აირჩევენ თავის მარშრუტად შავ ზღვას, ეს აზრს მოკლებულია. წარმოდგენაც არ მაქვს, რა იცის საერთოდ კონტი ჯგუფმა მსოფლიოს ამ ნაწილზე. წარმოდგენა არ მაქვს, ბანკირებმა რა იციან ტრანსპორტირების შესახებ. ინდუსტრიის შიგნით მართლა არ გვესმის, რატომ ვაშენებთ პორტს დამატებით 2 მილიონ კონტეინერზე, როდესაც დღეს მთელი ბაზარი დაახლოებით 400 ათასი კონტეინერია, შეიძლება ცოტა ნაკლებიც, - ამბობს ფოთის პორტის დირექტორი.


ამის „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდორმარე მამუკა ხაზარაძეც გამოეხმაურა:  „APM Terminals-მა თავი გამოიჩინა და ღიად წარსდგა საზოგადოების წინაშე. ის ფარულ ლობირებას ეწევა არამარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში, ანაკლიის პორტის წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის პერსპექტივის წინააღმდეგ. კარგია, რომ სახე გამოიჩინა. ეს არის, ჩემი როგორც ერთ-ერთი ქართველის შეფასებით, საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ. ასეთი განცხადებები წინ ეღობება იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს“, - განცახადა მამუკა ხაზარაძემ.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი




30 ათას ლარიანი ჯარიმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე - დეველოპერების შეფასებები

person access_time2018-02-19 18:45:18
ქვეყანაში  უსაფრთხოების ინჟინრების დეფიციტი და მათი მომზადებისთვის საჭირო ხარჯი -ეს ის პრობლემაა, რომელიც  მშენებლობასთან დაკავშირებით დაგეგმილმა რეგულაციამ შეიძლება გამოიწვიოს.  ამის შესახებ „კომერსანტთან“ დეველოპერების ნაწილი საუბრობს და დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებით მოსალოდნელ რეგულაციებს  აფასებს.    „პროდუქტის უსაფრთხოებისა და...

ქართული ღვინის პრეზენტაცია ტოკიოში - ტოჩინოშინის სიურპრიზი ორგანიზატორებს

person access_time2018-02-19 19:45:37
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ესტუმრნენ.   ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის...

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ჩინურ „სინოჰიდროსთან“ დაკავშირებულ კითხვებს „კომერსანტთან“ პასუხობს

person access_time2018-02-20 09:00:11
გზების  დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  ბოლო პერიოდში, ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით კითხვებს „კომერსანტთან“  პასუხობს. როგორც ცნობილია, 2018 წლის 29 იანვარს გიორგი სეთურიძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ „სინოჰიდროს“ საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვეყნებდა. საკითხი ეხება რამდენიმე კვირის  წინ,  ...

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...


მსგავსი სიახლეები