ოთარ კახიძე: „პოლიციელის დამცირება ან შეურაცხყოფა არ შეიძლება 100 ლარი ღირდეს - ეს დემორალიზებას იწვევს“

access_time2017-12-03 11:00:58

მოძალადეების და კრიმინალების ვიქტიმიზაცია არის დაუშვებელი. რა თქმა უნდა, მათი რესოციალიზაცია არის ამოცანა, მაგრამ ერთ-ერთი უკანასკნელი. პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი შვილების უსაფრთხოება მოძალადეებისგან, კრიმინალებისგან, ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და საზოგადოებამ,“ – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს წევრმა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ოთარ კახიძემ, მოზარდების სისხლიანი გარჩევის შედეგების შეფასებისას გააკეთა.

 

ოთარ კახიძემ ყველას, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია აქვთ, საგამოძიებო უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდებს.

 

„ეს ამბავი შესაძლოა შეეხოს ყველას. უნდა გვქონდეს რეგულარული კომუნიკაცია ბავშვებთან, რადგან ძალიან ბევრ მშობელს წარმოდგენა არ აქვს რას განიცდის მისი შვილი. მას შესაძლოა უმძიმესი პრობლემები ჰქონდეს და მშობლამდე არ მივიდეს. მასწავლებლებიც შეიძლება იყვნენ სრულ ვაკუუმში ან უბრალოდ არ აქცევდნენ ყურადღებას მათ თვალწინ მიმდინარე პროცესს და თუ ეს ამბავი ამ მომენტში გაგეპარა, ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ. ჩვენ გვაქვს ორგანიზებული დანაშაულის ძალიან მძიმე წარსული, ბევრი კანონიერი ქურდი ჩვენი ქვეყნიდან იყო და დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში მინისტრები ხდებოდნენ „კანონიერი ქურდები“. მისაბაძი მაგალითი იყო კანონიერი ქურდი. არ მინდა ეს შემთხვევა რომელი პოლიტიკურ გუნდს დავაბრალო, ყველა შემთხვევის განზოგადება არ შეიძლება, მაგრამ ასევე აღსანიშნავია შეცდომები, რომლებიც დაშვებულია. არ შეიძლება პოლიციაზე იარაღდამიზნებული ახალგაზრდებისთვის მემორიალების აღმართვა როგორი კითხვებიც არ უნდა არსებობდეს პოლიციასთან ძალის გადამეტების გამო ეს მაინც არ შეიძლება. კრიმინალებს არ შეიძლება მემორიალი აღუმართო  არ შეიძლება პოლიციას დააბრალო კანონიერი ქურდების  საზღვარებზე ტარება. პოლიციელის დამცირება ან შეურაცხყოფა არ შეიძლება 100 ლარი ღირდეს - ეს დემორალიზებას იწვევს“,-განაცხადა ოთარ კახიძემ.


„უნდა შეწყდეს პოლიტიკური ოპონენტების ჯინაზე რაღაცების გაფუჭება. არ შეიძლებოდა პრევენციის მექანიზმის ჩამორთმევა მანდატურისთვის და ამ ინსტიტუტის დაკნინება ბოლომდე, არ სეიძლებოდა დაუფიქრებლად, ანალიზის გარეშე 15 ათასი პატიმრის გამოშვება. არ შეიძლებოდა პოლიტიკური პატიმრის სტატუსით ცნობილი მოძალადეების გამოშვება. უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა, სადაც უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც უნდა კანონობდეს, პოლიცია რომელიც დაგვიცავს და ამისთვის საზოგადოებამ უნდა ითანამშრომლოს პოლიციასთან. უნდა დაურეკოს პოლიციას, როცა ხედავს დანაშაულის ნიშნებს. ეს არ არის ჩაშვება - ეს არის ჯანსაღი საზოგადოების წევრობა. ამავე დროს როდესაც შეესწრება დანაშაულს ჩვენება უნდა მისცეს. ნულოვან ტოლერანტობაში მთავარია, რომ ისჯება ჩაგვრა, ისჯება გაკაწვრა - იმისთვის რომ არ მოხდეს დაჭრა და მკვლელობა თუ წვრილმან დანაშაულზე თვალს დახუჭავ, დანაზე რეაგირებას არ მოახდენ, შემდეგ აუცილებლად მოხდება ამ დანის გამოყენება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის შედეგად დაჭრილი ორივე მოზარდი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს, ხოლო მეორეს დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

 




პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

person access_time2017-12-13 20:31:10
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.   კენჭისყრას წინ უძღვოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.     სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით...

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით "სიტროენ ჯორჯია" 4–ჯერ იყო რეგისტრირებული შავ სიაში

person access_time2017-12-13 19:13:57
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის" მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, აღნიშნავს: 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა...

King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო

person access_time2017-12-13 17:00:31
King David-ში სასიამოვნო სიახლეა! საახალწლო აქცია ,,არაჩვეულებრივი 2018“დაიწყო. მსურველებს საშუალება აქვთ საახალწლო აქციის ფარგლებში სასურველი რეზიდენცია 20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადებით შეიძინონ, გადახდა კი ღირებულების მხოლოდ 1%-ით დაიწყონ და დამატებით 8%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა ეძლევათ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად. აღსანიშნავია რომ King David...

Deutsche Bank: ბიტკოინი 2018 წელს საფინანსო სექტორს საფრთხეს შეუქმნის

person access_time2017-12-13 20:00:41
Deutsche Bank-ი ბიტკოინს გლობალური საფინანსო ბაზრისთვის საფრთხედ მიიჩნევს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება Deutsche Bank-ის გლობალურმა ეკონომისტმა, ტორსტენ სლოკმა გააკეთა. მისი სიტყვებით, კრიპტოვალუტის უკანასკნელი დინამიკა იმის მანიშნებელია, რომ ბიტკოინს მკვეთრი ვარდნის დიდი პოტენციალი გააჩნია. Deutche Bank-ის ეკონომისტების მოსაზრებით, ბიტკოინთან დაკავშირებული საფრთე მის მერყეობასა და არასტაბილურობას უკავშირდება. ამასთან, ექსპერტები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას,...

მთავრობა ზამთრის ახალი კურორტების განვითარებაზე მუშაობს

person access_time2017-12-13 17:30:42
მთავრობას ზამთრის კურორტების განვითარების სწორი ხედვა აქვს - ამის შესახებ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს. ონოფრიშვილის თქმით, ყველა არსებულ და პოტენციურ კურორტზე განვითარების სამოქმედო გეგმა იწერება, როგორი უნდა იყოს კურორტი და ეს დოკუმენტი ინვესტორებისთვის ერთგვარი გზამკვლევი გახდება.   „გუდაურის შემთხვევაში განაშენიანების გეგმა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო...


მსგავსი სიახლეები