გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კვლევების ბიუროს ინფორმაციით, მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ფატალური შემთხვევების ყველაზე სარისკო ასაკი 15-დან 18-წლამდე მერყეობს. მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანთა შორის ფიზიკური დაპირისპირების ყველაზე მეტი შემთხვევა მექსიკაში, ჰონდურასსა და ბრაზილიაში, ხოლო დასავლეთ ევროპიდან – გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირდა.


აშშ


ნიუ-იორკის ჩრდილოეთით მდებარე ბრონქსში 17 წლის აბელ ჩედენოდილით ადრე სკოლაში შეიარაღებული მივიდა. პირველი გაკვეთილი არ გაუცდენია, არც არავის შეუმჩნევია, რომ იგი მკვლელობას გეგმავდა. რამდენიმე დღით ადრე ჩედენოს ორ სკოლელთანჩხუბი მოუვიდა. ბრონქსის სკოლის Urban Assembly School for Wildlife Conservation-ისეზოში 2017 წლის 27 სექტემბრის დილას აბელ ჩედენომ 8-სანტიმეტრიანი დანით 15 წლის არიანე ლაბოის მძიმე ჭრილობები მიაყენა, 16 წლის მეთიუ მაკკრისსი კი კისრის არეში დაჭრა. მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. არიანე ლაბოირამდენიმე დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. გამოფხიზლებისთანავე ლაბოიმ თქვა, რომ მისი სკოლელის, აბელ ჩედენოს თვალები არასოდეს დაავიწყდება. ჩედენომ, რომელსაც 18 წელი სასამართლო პროცესის მსვლელობისას შეუსრულდა, დანაშაული აღიარა, ხოლო მოტივად  სკოლელების მხრიდან მისი დაჩაგვრის მცდელობა დაასახელა.


ნიუ-იორკში მოზარდის მიერ თანატოლის მკვლელობის ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე, 1993 წლის შემდეგ პირველად სწორედ მიმდინარე წელს მოხდა. მსგავსი დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა, აშშ-ის განათლების ეროვნული ასოციაციის კვლევის თანახმად, არკანზასისა და ლუიზიანას შტატებში შეიმჩნევა.


ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის დეპარტამენტის 2015-2016 წლის მონაცემებით, ამერიკის სკოლებში მოზარდების 4,1% დანით შეიარაღებული დადის, 6% ადასტურებს, რომ ისინი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე თანასკოლელების მხრიდან შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლი სულ მცირე ერთხელ მაინც გამხდარან. ამავე კვლევის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში მოსწავლე ბიჭების 10,3 %-ს ჩხუბსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიუღია. გოგოების შემთხვევაში ეს რიცხვი 5%-ს არ აღემატება. Cdc.gov-ის საიტზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ სკოლაში მოზარდებს შორის ჩხუბის შედეგად გამოწვეული ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა 1992-1993 და 2012-2013 წლებში დაფიქსირდა.


მოზარდებში დანაშაულის პრევენციის მიზნით ამერიკის შეერთებული შტატების სკოლების ადმინისტრაციას სამართალდამცავი ორგანოები ავალდებულებენ, მოზარდებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი სახის დაპირისპირების შემთხვევაში ჩაერიონ და მშობლებს, სპეციალურ საბჭოს და პოლიციას დროულად აცნობონ.

 

ევროპა
დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიდან მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ყველაზე მეტი შემთხვევა გაერთიანებულ სამეფოში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე ნაკლები შვედეთსა და ისლანდიაში.


ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, 2016 წელს ჩადენილ დანაშაულს შორის 14% სწორედ მოზარდების მიერ ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საზიანო ჭრილობების განზრახ მიყენებაა. რამდენიმე შემთხვევა ფატალურად დასრულდა. მიმდინარე წლის ზაფხულში ლონდონის ჩრდილოეთით 17 წლის ელაიჯა დორნელსთანაკლასელმა სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დორნელიოპერაციიდან რამდენიმე საათში, რეანიმაციაში გარდაიცვალა.


ლონდონის ჩრდილოეთით, Walthamstow High Street-ზე მომხდარმა ტრაგედიამ ლონდონის პოლიცია „აიძულა“ სკოლებში ჩხრეკა ხელახლა ჩატარებულიყო. 2015 წლის მაისიდან 2017 წლის აგვისტომდე ინგლისისა და უელსის სკოლებში პოლიციამ 2579 ცივი იარაღი აღმოაჩინა, რითაც მოზარდები იყვნენ შეიარაღებულები. მათგან 47 ათ წლამდე მოსწავლე იყო.


ელაიჯა ერთადერთი ბავშვი არ ყოფილა, რომელიც დანით თანატოლებმა მოკლეს. 2017 წელს გაერთიანებულ სამეფოში 10-მდე ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა.


ბრიტანეთის დანაშაულის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშში წერია, რომ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მოზარდების გარდაცვალების მესამე მიზეზი სწორედ ცივი იარაღით ან წვეტიანი საგნით ჩადენილი მკვლელობაა. ამ ტიპის დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა დასავლეთ ევროპაში 2006-2007 წლებში მოხდა, რის შემდეგაც სკოლის ადმინისტრაციას სპეციალური გაიდლაინები დაურიგდათ, თუ როგორ აღკვეთონ ძალადობა სკოლებში. სამართალდამცავი ორგანოები მშობლებს წლებია მოუწოდებენ, მოზარდებში ძალადობისკენ მიდრეკილების ნიშნების გამოვლენისთანავე, მიმართოთ სპეციალისტებს. ბოლო ათ წელიწადში შეიქმნა არაერთი ვებსაიტი, გაიმართა აქციები ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში, სოციალურ ქსელებში კი მოზარდების მიერ ცივი იარაღის ტარების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო ჰეშთეგით #Notoknifecrimes. აღნიშნულ ჰეშთეგს Twitter-ში ლონდონისა და სხვა ქალაქების სამართალდამცავი ორგანოებიც აზიარებდნენ, რაც იმის დასტური იყო, რომ პოლიცია აღნიშნულ კამპანიაში აქტიურად ჩაერთო.


სქოთლანდ იარდის საგამოძიებო დეპარტამენტის ფროსმა სუპერინტენდანტმა მაიკლ გალაჰერმამოზარდების მიერ ცივი იარაღის ფარულად ტარებისა და თანატოლების წინააღმდეგ გამოყენების ჩვევას „დანის ეპიდემია“ უწოდა. იგი წლებია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს იძიებს. ერთ-ერთ ინტერვიუში მაიკლ გალაჰერმააღნიშნა, რომ ძალადობისკენ მიდრეკილება მოზარდში პირველ რიგში მშობლებმა უნდა ამოიცნონ, ხოლო ამოცნობის შემდეგ შესაბამისი ზომები მიიღონ.


1tv.ge