ფოთის პორტის დირექტორი: ბანკირებმა რა იციან ტრანსპორტირების შესახებ

access_time2017-12-01 19:20:21

ჩვენ ინდუსტრიის შიგნით ვერ ვხდევათ ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროებას, - ამის შესახებ ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს ლარსენმა ანალიტიკასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს დერეფანი ძალიან ძლიერი დერეფანია ალტერნატივების თვალსაზრისით.


მე არანაირ გათვლებს არ ვაწარმოებ ანაკლიასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ინდუსტრიის შიგნით, ჩვენ ვერ ვხედავთ ანაკლიის პორტის საჭიროებას. თავად ამბობენ, რომ ღრმაწყლოვან პორტს აშენებენ. მაგრამ დღეს არ დგას ღრმაწყლოვანი პორტისთვის დამახასიათებელი დიდი ტვირთების მიღების საჭიროება. ახალ აბრეშუმის გზას თუ შევხედავთ, მსოფლიოს ამ ნაწილში ის ჭრის შავ ზღვას ბულგარეთისკენ, რუმინეთისკენ ან უკრაინისკენ. დიდი ხომალდები არ აირჩევენ თავის მარშრუტად შავ ზღვას, ეს აზრს მოკლებულია.



წარმოდგენაც არ მაქვს, რა იცის საერთოდ კონტი ჯგუფმა მსოფლიოს ამ ნაწილზე. წარმოდგენა არ მაქვს, ბანკირებმა რა იციან ტრანსპორტირების შესახებ. ინდუსტრიის შიგნით მართლა არ გვესმის, რატომ ვაშენებთ პორტს დამატებით 2 მილიონ კონტეინერზე, როდესაც დღეს მთელი ბაზარი დაახლოებით 400 ათასი კონტეინერია, შეიძლება ცოტა ნაკლებიც, - ამბობს ფოთის პორტის დირექტორი.


bm.ge



ძველ იპოდრომთან ესტაკადის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა — პროექტის ღირებულება 2,9 მლნ ლარია

person access_time2018-01-21 10:00:39
თბილისის მერიამ ძველ იპოდრომთან, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ესტაკადის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 2,9 მილიონი ლარია. დოკუმენტაციის მიხედვით, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობას გულისხმობს. შედეგად, ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩიდან თამარაშვილის მიმართულებით გადაადგილება ესტაკადით იქნება შესაძლებელი. შეფერხების გარეშე განხორციელდება მოძრაობა ყაზბეგის გამზირიდან...

ირაკლი კოვზანაძე: ბურთი დღეს ეროვნული ბანკის მოედანზეა

person access_time2018-01-20 17:00:13
კომერციული ბანკებისგან ე.წ. საბანკო ჰოლდინგების გამიჯვნა საკანონმდებლო დონეზე მოხდა. საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა დაეკისრება, ზედამხედველობა განახორციელოს არა მხოლოდ ცალკე აღებულ საბანკო დაწესებულებაზე, არამედ მთლიანად იმ "ჰოლდინგზე" თუ ფინანსურ ჯგუფზე, რომელთანაც დაკავშირებულია, აფილირებულია ესა თუ ის კომერციული ბანკი, - თემის დეტალებით "საქმიან დილასთან" პარლამენტის...

869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...


მსგავსი სიახლეები