„ხორცი 3-4 ლარით გაძვირდა“ - ცოცხალი საქონლის ექსპორტის გამო, საქართველოში შესაძლოა, საქონლის ხორცის დეფიციტი შეიქმნას

access_time2017-12-04 11:00:03

საქართველოდან მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე 32,404.5 ათასი დოლარის ღირებულების მსხვილფეხა საქონელი გავიდა. 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში - 16,993.1 ათასი დოლარის, ხოლო 2016 წელს - 20,629.2 ათასის. რაც შეეხება მთლიან მაჩვენებელს, 2016 წელს მსხვილფეხა საქონლის ექსპორტმა 36,841.6 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო 2015 წელს – 20,103,4 ათასი დოლარი. 


ექსპორტის მატების პარალელურად, ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა საქონლის ხორცის ფასიც. თუ 2-3 თვის წინ ერთი კილოგრამი საქონლის ხორცი თბილისის სუპერმარკეტებში საშუალოდ 13 ლარი იყო, დღეს უკვე 17 ლარი ღირს.  


სწორედ გაზრდილი ექსპორტს ასახელებენ სასაკლაოებში ადგილობრივ ბაზარზე საქონლის ხორცის გაძვირების მიზეზად. 


თელავში მდებარე სასაკლაოს შპს „ქართული ხორცის პროდუქტების“ ხელმძღვანელის  სანდრო მეგუთნიშვილის თქმით, ექსპორტზე ცოცხალი საქონელი დიდი რაოდენობით გადის და ქვეყანაში დასაკლავი საქონელის რაოდენობა შემცირებულია: „ხორცი გაძვირდა, ბოლო პერიოდში მინიმუმ ოთხი ლარით მაინც გაძვირდა. ეს იმიტომ რომ ქვეყანაში საქონლის შოვნა რთულია. რაც არის, ის ძირითადად ექსპორტზე გადის“,  აცხადებს სანდრო მეგუთნიშვილი. 


კიდევ ერთი სასაკლაოს, შპს „მატადორის“ ხელმძღვანელი  იოსებ  კოხტაშვილიც აღნიშნავს, რომ ხორცის ფასმა საშუალოდ, 3-4 ლარით მოიმატა, რაც გარკვეულწილად საქონლის ექსპორტზე ცოცხლად გაყვანით არის გამოწვეული.



„ქვეყნისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ფული ცოცხლად გასული საქონლიდან შემოვა, თუ დაკლულიდან. თანაც ცოცხალი საქონელი ექსპორტზე საკმაოდ მაღალი ფასში გადის,  კილოგრამი დაახლოებით 6 ლარი ღირს. ის, რომ ექსპორტზე გადის, ცუდი არ არის, თუმცა ჩვენ ადგილობრივ მწარმოებლებს და ამ სფეროში ჩართულებს, წახალისება გვაკლდება. გარდა ამისა, ხორცზე ფასებმა იმატა. ოქტომბრის შემდეგ, 3-4 ლარით გაძვირდა. მართალია, ზოგადად ლარი გაუფასურდა, სხვადასხვა პროდუქტებზე ფასებმა იმატა, თუმცა ხორცის ფასმა რომ მოიმატა, ეს იმიტომ ხდება, რომ ქვეყანაში საქონლის დეფიციტია. დეფიციტი არის იმიტომ, რომ ქვეყნიდან ცოცხალი საქონელი გადის. ნოემბერში ჩვენს სასაკლაოში სულ 45 სული დავკალით, რაც ძალიან ცოტაა. აქამდე ამდენ სულ საქონელს ერთ დღეში ვკლავდით ხოლმე“, - აღნიშნავს კოხტაშვილი.


სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხორცზე ფასის მატებას ზოგადად ქვეყანაში ფასების ზრდით ხსნიან. მათ მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის 10 თვის მონაცემებით, ექსპორტზე მსხვილფეხა და წვრილფეხა ცოცხალი პირუტყვის გაყვანა შემცირებულია. კერძოდ, 2016 წელს ექსპორტზე გავიდა 254,726 ათასი პირუტყვი, ხოლო მიმდინარე წელს - 198, 480 ათასი. სამაგიეროდ 6-ჯერ არის გაზრდილი დაკლული პირუტყვის ექსპორტი მომატებული. 


„ზოგადად მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების ექსპორტი შემცირებულია, აქედან მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი გაზრდილია, მაგრამ სტრუქტურა შეიცვალა. თუ ადრე ცოცხალი სახით გადიოდა, წელს ძირითადად დაკლული სახით გავიდა. საუბარია ცხვარზე. წელს 50 000 ცოცხალი ცხვარი გავიდა, დანარჩენი - დაკლული. ცხვარი ძირითადად ირანში და არაბულ ქვეყნებში გადის. ეს კარგია იმიტომ, რომ ჩვენი სასაკლაოები დაიტვირთა და სამუშაო ადგილები გაჩნდა. როცა დაკლული სახით გადის, ჩვენ გვრჩება დაკვლის თანმხვედრი პროდუქტები. რაც შეეხება კონკრეტულად მსხვილფეხა ცოცხალი საქონლის ექსპორტს, ესაც გაზრდილია, თუმცა ბოლო თვეებში შემცირების ტენდენცია გვაქვს. წელს მსხვილფეხა საქონელი ძირითადად ერაყსა და აზერბაიჯანში გავიდა“, - განუცხადა „კომერსანტს“ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ დემნა ხელაიამ.  


რაც შეეხება საქონლის ხორცზე ფასის მატებას, დემნა ხელაიას შეფასებით, ქვეყნიდან ცოცხალი საქონლის გაყვანა, ხორცის ფასის ზრდაზე არ მოქმედებს.


„მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკვლები ოდნავ არის შემცირებული, რაც ხორცის წარმოებას ვერ დაეტყობა. ფასის ნამატი არ მგონია ამის ბრალი იყოს. ზოგადად ბაზარზე პროდუქტების ფასები გაზრდილია და ხორცის ფასიც ამიტომ გაიზარდა. დაკლული ცხოველების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით, თითქმის იდენტურია“, - განმარტავს ხელაია.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

 

 

 




ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...

„ბეკო“ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ სასპონსორო შეთანხმებას აგრძელებს და აფართოებს

person access_time2018-02-19 12:11:06
ბარსელონა, 15 თებერვალი, 2018. ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანმა ბრენდმა „ბეკომ“ დღეს გამოაცხადა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სპონსორობის გაგრძელების შესახებ, რაც მომდევნო სამი სპორტული სეზონის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ერთობლივ ინიციატივაში გამოიხატება. ახალი შეთანხმება, რომლის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონ „კამპ ნოუზე“ მდებარე „Auditori 1899“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ანიჭებს „ბეკოს“ მთავარი პარტნიორისა და საფეხბურთო...

მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

person access_time2018-02-19 13:38:26
„მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.   შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს....

„აფბა“: „საგზაო დეპარტამენტი „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს“

person access_time2018-02-19 12:40:07
ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“  განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ:  „ჩინური „სინოჰიდროს“  დარღვევებზე და გზების უხარისხო მშენებლობაზე საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე საზოგადოებას ამა წლის 29 იანვარს შეპირდა, რომ სინოჰიდროს საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვყნებდა. თუმცა, უკვე...


მსგავსი სიახლეები