რა სანქციების დაწესება შეუძლია დონალდ ტრამპს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ

access_time2017-12-04 10:00:42

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, იგი მზად არის, ჩრდილოეთ კორეას მორიგი სანქციები დააკისროს. აღნიშნულთან დაკავშირებით, CNNMoney-იმ დასვა კითხვა: კიდევ რისი სანქცირება შეუძლია აშშ-ს ჩრდ. კორეის წინააღმდეგ?


უკანასკნელ პერიოდში აშშ ცდილობს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირედ სხვა ქვეყნები დაიყენოს. ეს კი განსაკუთრებით ეხება ჩინეთს - ქვეყანას, რომელიც ჩრდ. კორეის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია. ამ გზით კი ტრამპს სურს, ჩრდ. კორეის ეკონომიკამ დამატებითი დარტყმა მიიღოს, რაც კიმ ჩენ ინის რეჟიმს ბირთვულ იარაღზე მუშაობის პროცესს გაურთულებს.


დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ რის სანქცირებას გეგმავს აშშ, თუმცა მიმდინარე წელს გაეროს სანქციების შემდეგ შექმნილი გარემოების გათვალისწინებით, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩრდ. კორეაში სანქციებისთვის ნაკლები სამიზნე რჩება.



ჩინური ბანკები 


აშშ-ს მთავრობას სურს, რომ ჩინურმა ბანკებმა ჩრდ. კორეელებთან და ადგილობრივ კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტოს. ფონდ Defense of Democracies-ის ექსპერტის, ენტონი რუგიეროს განცხადებით, ჩინური ბანკები ჩრდ. კორეის მთავარ საფინანსო წყაროს წარმოადგენენ.



ნავთობი


ნავთობი ჩრდ. კორეის ეკონომიკისა და შეიარაღებისთვის უმნიშვნელოვანეს რესურსს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კორეაში კი ნავთობი ჩინეთის გავლით შედის. ამასთან, ჩინეთი არ ასაჯაროებს საბაჟოს სტატისტიკას, ჩრდ. კორეაში შემავალი ნავთობის რაოდენობასთან დაკავშირებით. „ჩვენ ვთხოვთ ჩინეთს, შეამცირონ ჩრდ. კორეაში ნავთობის ექსპორტი, ჩვენ არ ვთხოვთ მათ ექსპორტის სრულიად შეწყვეტას,“ განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა.


მნიშვნელოვანია ერთი საკითხი - ჩრდ. კორეის, როგორც სახელმწიფოს სრული კოლაფსი გამოიწვევს მილიონობით ჩრდ. კორეელის მიგრაციას ჩინეთში. ასევე, სავარაუდოდ, აშშ ჩინეთის მეზობლად თავის შეიარაღებას შეიყვანს, რაც ჩინეთისთვის მისაღები ასევე არ არის.


არსებობს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ კიმ ჩენ ინის რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აზრი არ აქვს. ჩრდ. კორეა სანქციებსა და იზოლაციას უკვე მიეჩვია. ეს არ აიძულებს მათ, გააკეთონ ის, რაც ჩვენ გვსურს, განაცხადა იონსეის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯონ დელურიმ.



CNNMoney






ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...

„ბეკო“ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონასთან“ სასპონსორო შეთანხმებას აგრძელებს და აფართოებს

person access_time2018-02-19 12:11:06
ბარსელონა, 15 თებერვალი, 2018. ევროპაში საყოფაცხოვრებო ტექნიკის წამყვანმა ბრენდმა „ბეკომ“ დღეს გამოაცხადა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სპონსორობის გაგრძელების შესახებ, რაც მომდევნო სამი სპორტული სეზონის განმავლობაში რამდენიმე საინტერესო ერთობლივ ინიციატივაში გამოიხატება. ახალი შეთანხმება, რომლის შესახებ საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ სტადიონ „კამპ ნოუზე“ მდებარე „Auditori 1899“-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ანიჭებს „ბეკოს“ მთავარი პარტნიორისა და საფეხბურთო...

მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

person access_time2018-02-19 13:38:26
„მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მსხვერპლისა და სხვა პრობლემების, მათ შორის, ურბანული დამახინჯების ხარჯზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.   შეხვედრაზე სამშენებლო სფეროში შრომის უსაფრთხოებისა და ამასთან დაკავშირებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს....

„აფბა“: „საგზაო დეპარტამენტი „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს“

person access_time2018-02-19 12:40:07
ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“  განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ:  „ჩინური „სინოჰიდროს“  დარღვევებზე და გზების უხარისხო მშენებლობაზე საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე საზოგადოებას ამა წლის 29 იანვარს შეპირდა, რომ სინოჰიდროს საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვყნებდა. თუმცა, უკვე...


მსგავსი სიახლეები