თბილისის მერი კახა კალაძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა

access_time2017-12-01 14:01:48

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა. მერიის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა თბილისში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

 

 

შეხვედრაზე ძირითადი განსახილველი საკითხები საცობების, სადისტრიბუციო მანქანების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობისა და ქვეითთა გადაადგილების, ასევე, მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული მდგომარეობის მოწესრიგება და უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა იყო.

 

 

მხარეებმა ქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიმართულებით დაგეგმილ კონკრეტულ ღონისძიებებზე იმსჯელეს. დაიგეგმა ასევე, კოორდინაციის ის ძირითადი მექანიზმი, რომელმაც არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად ეფექტურად უნდა იმუშაოს.

 

 

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი ზოგადად, ქალაქში საცობების მოწესრიგება იყო. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და შესაბამისად, ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გარეშე ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. რამდენიმე მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების გატარება გვაქვს დაგეგმილი. მერიამ „თბილსერვის ჯგუფს და მის ხელმძღვანელს უკვე დაავალა, რომ უახლოეს მომავალში, ნარჩენების გატანის გეგმა წარმოადგინოს, რათა მათი გატანა ღამის საათებში მოხდეს და დღის განმავლობაში, მოძრაობა არ შეიზღუდოს, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სადისტრიბუციო კომპანიებთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხიც განიხილეს, რათა დღის განმავლობაში, ქალაქში სატვირთო ავტომანქანების შემოსვლა არ მოხდეს და ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხდეს.

 

 

„სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ასევე ისიც, რომ ყვითელი მიკროავტობუსები ყველგან აჩერებენ. შესაბამისად დავიწყებთ მუშაობას, რომ კონკრეტული ქუჩები გამოიყოს, სადაც მიკროავტობუსის მძღოლებს გაჩერების შესაძლებლობა მხოლოდ გაჩერებებზე ჰქონდეთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეითად მოსიარულეების საკითხი, რადგან ისინი „ზებრა გადასასვლელებზე არ გადადიან და საფრთხეში აგდებენ, როგორც საკუთარ სიცოცხლეს, ასევე სერიოზულ პრობლემას უქმნიან მძღოლებს, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა და ყურადღება მიწისქვეშა გადასასვლელებში ანტივანდალური კამერების დამონტაჟების აუცილებლობაზეც გაამახვილა.

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქალაქში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, უწყებებს შორის კოორდინაცია აუცილებელია, რათა მოქალაქეების უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობა უფრო ქმედითი გახდეს.

 

 

„კარგად გვესმის, რომ ჩვენი უწყებები ვალდებული არიან, ერთმანეთთან კოორდინაციაში იყვნენ, რადგან იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს, როგორც ქალაქისთვის, ასევე შსს-სთვის და განსაკუთრებით, საპატრულო დეპარტამენტისთვის არის აქტუალური, შესაბამისი და სათანადო პასუხი გაეცეს. შეხვედრაზე კოორდინაციის ის ძირითადი მექანიზმი დავგეგმეთ, რომელმაც ძალიან ეფექტურად უნდა იმუშაოს. თანამშრომლები ერთმანეთს გავაცანით და ის ამოცანები დავუსახეთ, რომლებიც მათ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტონ, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ, საპატრულო ეკიპაჟებმა პატრულირება დაიწყეს იმ სკოლების წინ, სადაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება ფიქსირდება. საპატრულო ეკიპაჟები ასევე, პატრულირებენ ქალაქში არსებულ გზაჯვარედინებთან, რათა მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო უსაფრთხო და კომფორტული იყოს.

 

 

„იქ, სადაც ყველაზე დატვირთული გზაჯვარედინებია, უკვე მორიგეობენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, რათა მოქალაქეებს და მძღოლებს მოძრაობის განტვირთვაში დაეხმარონ. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის საკითხის სისტემური გადაწყვეტა. შესაბამისად, ქალაქის ხელმძღვანელობასთან ვისაუბრეთ, რომ აღნიშნულ საკითხს უფრო სისტემურად მივუდგეთ, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

 

 

 

 

 

 



პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

person access_time2017-12-13 20:31:10
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.   კენჭისყრას წინ უძღვოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.     სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით...

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით "სიტროენ ჯორჯია" 4–ჯერ იყო რეგისტრირებული შავ სიაში

person access_time2017-12-13 19:13:57
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის" მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, აღნიშნავს: 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა...

King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო

person access_time2017-12-13 17:00:31
King David-ში სასიამოვნო სიახლეა! საახალწლო აქცია ,,არაჩვეულებრივი 2018“დაიწყო. მსურველებს საშუალება აქვთ საახალწლო აქციის ფარგლებში სასურველი რეზიდენცია 20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადებით შეიძინონ, გადახდა კი ღირებულების მხოლოდ 1%-ით დაიწყონ და დამატებით 8%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა ეძლევათ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად. აღსანიშნავია რომ King David...

Deutsche Bank: ბიტკოინი 2018 წელს საფინანსო სექტორს საფრთხეს შეუქმნის

person access_time2017-12-13 20:00:41
Deutsche Bank-ი ბიტკოინს გლობალური საფინანსო ბაზრისთვის საფრთხედ მიიჩნევს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება Deutsche Bank-ის გლობალურმა ეკონომისტმა, ტორსტენ სლოკმა გააკეთა. მისი სიტყვებით, კრიპტოვალუტის უკანასკნელი დინამიკა იმის მანიშნებელია, რომ ბიტკოინს მკვეთრი ვარდნის დიდი პოტენციალი გააჩნია. Deutche Bank-ის ეკონომისტების მოსაზრებით, ბიტკოინთან დაკავშირებული საფრთე მის მერყეობასა და არასტაბილურობას უკავშირდება. ამასთან, ექსპერტები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას,...

მთავრობა ზამთრის ახალი კურორტების განვითარებაზე მუშაობს

person access_time2017-12-13 17:30:42
მთავრობას ზამთრის კურორტების განვითარების სწორი ხედვა აქვს - ამის შესახებ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს. ონოფრიშვილის თქმით, ყველა არსებულ და პოტენციურ კურორტზე განვითარების სამოქმედო გეგმა იწერება, როგორი უნდა იყოს კურორტი და ეს დოკუმენტი ინვესტორებისთვის ერთგვარი გზამკვლევი გახდება.   „გუდაურის შემთხვევაში განაშენიანების გეგმა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო...


მსგავსი სიახლეები