შს მინისტრის განცხადება ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაზე

access_time2017-12-01 12:42:20

სპეცოპერაცია თბილისში და უსაფრთხოება დედაქალაქში - ამ თემებზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. გიორგი გახარიას განცხადებით, პირველადი მონაცემებით, თბილისში ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაკავებული და ლიკვიდირებული პირები საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდნენ.

 

ოფიციალურად დღემდე უცნობია ანტიტერორისტული ოპერაციის დეტალები. სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა. ასევე მოხდა დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრის ლიკვიდაცია, დაკავებულია საედი დუდაევია. არსებული ინფრომაციით, 22 ნოემბერს, ქართველმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო ტერორიზმში ეჭვმიტანილი ახმედ ჩატაევი მოკლეს. როგორ შემოვიდნენ ტერორისტები საქართველოში? 

 

„ყველა დეტალი და ნიუანსი დღეის მდგომარეობით დგინდება. პირველადი მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო არალეგალური გზა. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ყველა დეტალი იქნება გამოკვლეული და შესაბამისად, გექნებათ ყველა პასუხი, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


შს მინისტრი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოკლულ პირს, ტერორიზმში ბრალდებულს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული იარაღი ჰქონდა. ამის შესახებ შს მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

 

„პირველად მესმის. ასეთი ვერსია შეიძლება ბევრი გავრცელდეს. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი თემა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად გვესმის, კითხვის ნიშანი ბევრია, ყველაფერს თავისი დოზა აქვს. ვფიქრობ, ბევრი კითხვა იყო, ბევრს კითხვას გაეცა პასუხი, ახლა გამოძიება არის ძალზე აქტიურ ფაზაში შესული. დაველოდოთ, - განაცხადა შს მინისტრმა.

 

ეს განცხადებები გიორგი გახარიამ თბილისის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრას ვიცემერი და მინისტრის მოადგილეები, ასევე საპატრულო დეპარტამენტის მოადგილე. საუბრის თემა კი, დედაქალაქში უსაფრთხოების საკითხები და საცობების პრობლემა იყო. გიორგი გახარიას თქმით, შსს-ში კახა კალაძესთან შეხვედრის ძირითადი თემა იყო, რომ ეს უწყებები ვალდებულნი არიან, ძალიან მაღალი ხარისხის კოორდინაციაში იყვნენ ერთმანეთთან.

 

„იმ გამოწვევებს, როგორც ქალაქისთვის, ასევე შსს-თვის და განსაკუთრებით საპატრულო დეპარტამენტისთვის არის აქტუალური, შესაბამისი და სათანადო პასუხი გაეცეს. ეს იყო ძირითადი საკითხი. ჩვენ დავგეგმეთ ის კოორდინაციის მექანიზმები, რომლებმაც ძალზე ეფექტურად უნდა იმუშაონ. ჩვენი თანამშრომლები გავაცანით ერთმანეთს და დავუსახეთ ის ამოცანები, რომლებიც მათ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტონ. ეს არის რა თქმა უნდა, თვალსაჩინოა და მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორიც გახლავთ ტრაფიკი თბილისში, ტრაფიკთან დაკავშირებული თემები, სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა. უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა და კიდევ ბევრი საკითხი. მიუხედავად გრძელვადიანი და სისტემური მიდგომისა, სწრაფად შეიძლება ტრაფიკის პრობლემების გადაწყვეტა და ა.შ., - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.



30 ათას ლარიანი ჯარიმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე - დეველოპერების შეფასებები

person access_time2018-02-19 18:45:18
ქვეყანაში  უსაფრთხოების ინჟინრების დეფიციტი და მათი მომზადებისთვის საჭირო ხარჯი -ეს ის პრობლემაა, რომელიც  მშენებლობასთან დაკავშირებით დაგეგმილმა რეგულაციამ შეიძლება გამოიწვიოს.  ამის შესახებ „კომერსანტთან“ დეველოპერების ნაწილი საუბრობს და დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებით მოსალოდნელ რეგულაციებს  აფასებს.    „პროდუქტის უსაფრთხოებისა და...

ქართული ღვინის პრეზენტაცია ტოკიოში - ტოჩინოშინის სიურპრიზი ორგანიზატორებს

person access_time2018-02-19 19:45:37
ქართული ღვინის მასშტაბური პრეზენტაცია იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და ქალაქ ოსაკაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ჰაცუ ბაშუს ტურნირის ქართველი გამარჯვებული, სუმოისტი ლევან გორგოძე, იგივე ტოჩინოშინი ესტუმრნენ.   ტოკიოსა და ოსაკაში გამართულ ღონისძიებებში ჯამში 35 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო იყო წარდგენლი. ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარს ტოკიოში 350, ხოლო ოსაკაში 300-მდე ღვინის...

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ჩინურ „სინოჰიდროსთან“ დაკავშირებულ კითხვებს „კომერსანტთან“ პასუხობს

person access_time2018-02-20 09:00:11
გზების  დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე  ბოლო პერიოდში, ჩინურ „სინოჰიდროსთან“  დაკავშირებით კითხვებს „კომერსანტთან“  პასუხობს. როგორც ცნობილია, 2018 წლის 29 იანვარს გიორგი სეთურიძემ „კომერსანტთან“ საუბარში განაცხადა, რომ „სინოჰიდროს“ საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვეყნებდა. საკითხი ეხება რამდენიმე კვირის  წინ,  ...

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 25 მარტიდან 10 ახალი მიმართულებით იფრენს

person access_time2018-02-19 13:52:29
ავიაკომპანია  „ჯორჯიან ეარვეისი“  2018 წლის 25 მარტიდან ახალ რეისებს იწყებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, თბილისიდან პირდაპირი რეისები შესრულდება პარიზის, ბარსელონას, ბოლონიას, ბერლინის, კიოლნის, ყაზანის, ათენის, სალონიკის, ბრატისლავას და ხარკოვის მიმართულებებით. ასევე 2018 წელს განახლდება „ჯორჯიან ეარვეისის“  ავიაპარკი და მას შეემატება Embraer 190-ის და Boeing 737-800-ის ტიპის თვითმფრინავები.   ამ ეტაპზე ავიაკომპანია რეისებს...

რა თანხა დაგჭირდებათ საქართველოში 4-სულიანი ოჯახის სარჩენად

person access_time2018-02-19 16:31:48
2018 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 155 ლარი, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი კი - 309.9 ლარია.  „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია თვეში ერთი ადამიანის ხარჯი და შემოსავალი საშუალოდ, მინიმუმ რა ოდენობის თანხაა საჭირო ოთხსულიანი ოჯახის სარჩენად და არის თუ არა ამისთვის 309.9 ლარი საკმარისი. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად...


მსგავსი სიახლეები