„ბაზარზე პირდაპირი კონკურენტი არ გვყავს“ - „აგროჰაბი“ მაისში ახალ მარკეტს ხსნის

access_time2017-12-05 10:20:35

თბილისში „აგროჰაბის“ კიდევ ერთი მარკეტი იხსნება. ახალ სავაჭრო ობიექტს  კომპანია ჭავჭავაძის გამზირზე, „აქსის თაუერის“ შენობაში ხსნის.


 „აგროჰაბის“ გენერალური დირექტორი გიორგი ჯაშიაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მარკეტი „აქსის თაუერში“ მომავალი წლის მაისში გაიხსნება. მომავალი წლისთვის იგეგმება მესამე მარკეტის გახსნაც, თუმცა ჯაშიაშვილის თქმით, ჯერჯერობით ადგილი შერჩეული არ არის.


„ჭავჭავაძის გამზირზე ახალ მარკეტს „აქსის თაუერში“ მომავალი წლის მაისში გავხსნით. მარკეტი დაახლოებით 2500 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. ინვესტიციის შესახებ ჯერ ვერაფერს ვიტყვი. გვექნება გარკვეული სიურპრიზები, რაც „აგროჰაბის“ მიერ გახსნილ პირველ მარკეტში არ გვაქვს, თუმცა მსგავს სიახლეებს სიურპრიზად დავიტოვებთ. ბაზარზე კონკურენტული უპირატესობების გამო, სიახლეებზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ. მეორე მარკეტისთვის ადგილის მოძიებაში ვართ. არ არის გამორიცხული, რომ რეგიონში იყოს, თუმცა ალბათ, უფრო თბილისში გაიხსნება“, - აღნიშნავს ჯაშიაშვილი.


მიუხედავათ იმისა, რომ „აგროჰაბის“ ახალი ლოკაციის მიმდებარედ 2 მსხვილი სუპერმარკეტი უკვე მოქმედებს, გიორგი ჯაშიაშვილი მათ კონკურენტებად არ აღიქვამს. 


„ყველა რითეილი, ყველა სუპერმარკეტი ჩვენი ირიბი კონკურენტია. თუმცა ჩვენი შინაარსიდან გამომდინარე, პირდაპირ კონკურენტად ძნელია ვინმე მოვიაზროთ, რადგან ჩვენი მსგავსი სეგმენტის მქონე სუპერმარკეტი ბაზარზე არ არის. ჩვენ პირდაპირი კონკურენტი არ გვყავს“, - აცხადებს გიორგი ჯაშიაშვილი.


მისივე თქმით, „აგროჰაბის“ მომხმარებელთა რაოდენობა მატულობს და გაფართოებაც სწორედ ამ მიზნით ხდება, რომ მეტი მომხმარებელი დააკმაყოფილონ.


საქართველოში პირველი „აგროჰაბის“ მარკეტი გასული წლის დეკემბერში გაიხსნა. პროექტში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. „აგროჰაბში“ ნატურალური, ახალი, ჯანსაღი აგროპროდუქტი იყიდება. რაც შეეხება წარმოებას, კომპანიას აქვს რძის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც ხდება 100%-ით ნატურალური რძის პროდუქტის წარმოება, როგორიცაა არაჟანი, მაწონი, ხაჭო, სხვადასხვა სახის ყველი (სულგუნი, იმერული და ა.შ.). კომპანიაში დამზადებული რძის პროდუქტი „აგროჰაბის ბრენდით იყიდება.


გარდა ამისა, „აგროჰაბში სხვადასხვა სახის წარმოებაა. კერძოდ, საკონდიტრო საცხობის, პურ-ფუნთუშეულის, ცივი და ცხელი სამზარეულოს, სალათების და Sea food-ის მრავალფეროვანი ასორტიმენტის. კომპანია „აგროჰაბს გააჩნია საკუთარი ფრინველის, საქონლის და ღორის ფერმაც.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი




პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

person access_time2017-12-13 20:31:10
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.   კენჭისყრას წინ უძღვოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.     სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით...

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით "სიტროენ ჯორჯია" 4–ჯერ იყო რეგისტრირებული შავ სიაში

person access_time2017-12-13 19:13:57
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის" მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, აღნიშნავს: 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა...

King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო

person access_time2017-12-13 17:00:31
King David-ში სასიამოვნო სიახლეა! საახალწლო აქცია ,,არაჩვეულებრივი 2018“დაიწყო. მსურველებს საშუალება აქვთ საახალწლო აქციის ფარგლებში სასურველი რეზიდენცია 20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადებით შეიძინონ, გადახდა კი ღირებულების მხოლოდ 1%-ით დაიწყონ და დამატებით 8%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა ეძლევათ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად. აღსანიშნავია რომ King David...

Deutsche Bank: ბიტკოინი 2018 წელს საფინანსო სექტორს საფრთხეს შეუქმნის

person access_time2017-12-13 20:00:41
Deutsche Bank-ი ბიტკოინს გლობალური საფინანსო ბაზრისთვის საფრთხედ მიიჩნევს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება Deutsche Bank-ის გლობალურმა ეკონომისტმა, ტორსტენ სლოკმა გააკეთა. მისი სიტყვებით, კრიპტოვალუტის უკანასკნელი დინამიკა იმის მანიშნებელია, რომ ბიტკოინს მკვეთრი ვარდნის დიდი პოტენციალი გააჩნია. Deutche Bank-ის ეკონომისტების მოსაზრებით, ბიტკოინთან დაკავშირებული საფრთე მის მერყეობასა და არასტაბილურობას უკავშირდება. ამასთან, ექსპერტები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას,...

მთავრობა ზამთრის ახალი კურორტების განვითარებაზე მუშაობს

person access_time2017-12-13 17:30:42
მთავრობას ზამთრის კურორტების განვითარების სწორი ხედვა აქვს - ამის შესახებ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს. ონოფრიშვილის თქმით, ყველა არსებულ და პოტენციურ კურორტზე განვითარების სამოქმედო გეგმა იწერება, როგორი უნდა იყოს კურორტი და ეს დოკუმენტი ინვესტორებისთვის ერთგვარი გზამკვლევი გახდება.   „გუდაურის შემთხვევაში განაშენიანების გეგმა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო...


მსგავსი სიახლეები